ტრადიციული vs თანამედროვე მარკეტინგი

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, ელვის სისწრაფით იცვლება და პროგრესირდება. ეს პროცესი დიდწილად ტექნოლოგიების განვითარების პროპორციულად მიმდინარეობს.

entrepreneur.ge

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ქცევა, განსაკუთრებით კი, მომხმარებლის ამპლუაში. ეს ფაქტორი კი თავისთავად მოქმედებს კომპანიასა მომხმარებელს შორის ურთიერთობებბზე, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მოლოდინებზე.

შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე ტენდენციებს არც მარკეტინგის სფერო ჩამორჩენილა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პროგრესირებადი მიმართულება გახდა დღევანდელ რეალობაში.

ვინაიდან ადამიანების ყოველდღიურობაში ტექნოლოგიების დანერგვამ შეცვალა ყიდვისა და გაყიდვის პროცესები, ტრადიციულმა „ოფლაინ“ მარკეტინგმა ბაზარზე გავლენა მნიშვნელოვნად დაკარგა. თუ აქამდე მარკეტინგი გულისხმობდა, რომ ბრენდი სამიზნე აუდიტორიას კონკრეტულ, საჭირო დროსა და ადგილას უნდა დაკავშირებოდა, დღეს ეს მიდგომა საკმაოდ მოძველდა და ბევრი რამ სხვაგვარადაა. დღეს, მარკეტინგი ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა მივაწვდინოთ ხმა და დავხვდეთ იქ, სადაც ისინი უკვე საკმაოდ დიდ დროს ატარებენ - ანუ, ონლაინ სივრცეში.

თანამედროვე მარკეტინგი სარეკლამოდ ძირითადად ციფრულ სივრცეს იყენებს. ციფრული მარკეტინგი არის და მოიცავს ყველა გზას, რომელიც ელექტრონული მოწყობილობის ან ონლაინ სივრცის საშუალებით მომხმარებლამდე შეიძლება მივიდეს. დღეს, ბიზნესები იყენებენ თითქმის ყველა ტიპის ციფრულ არხებს, როგორებიცაა: სოციალური მედია, ციფრული მედია, იმეილ მარკეტინგი, ვებ გვერდები, ედვერთაიზინგი, საძიებო სისტემები, კონტენტ მარკეტინგი და სხვა.

დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ ციფრული მარკეტინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისა და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და შესანარჩუნებლად. უკვე ფაქტობრივად ყველა ბრენდს აქვს ვებ გვერდი და სოციალური მედია მარკეტინგი მათ ციფრულ სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლსაც თამაშობს. თითოეული ცდილობს შეიმუშავოს უნიკალური და ბრენდისთვის მაქსიმალურად რელევანტური ციფრული მარკეტინგის გეგმა, რომ მომხმარებლის გონებაში დაიკავოს სწორი და სასურველი პოზიცია მათი პროდუქტის შეძენის სურვილის წასახალისებლად.

ციფრული მარკეტინგი დღევანდელი აუცილებლობის გარდა, ტრადიციულ მიდგომებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობითაც სარგებლობს.



შედეგები არის ზუსტად გაზომვადი

ციფრული მარკეტინგი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია განხორციელებული მოქმედებების შესახებ. თქვენ გაქვთ წვდომა ყველა მონაცემზე, რითაც რეკლამის ეფექტიანობის შეფასებას უფრო დეტალურად შეძლებთ. სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით გაქვთ ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ - თქვენს ვებ გვერდზე გატარებული ზუსტი დრო, კლიკების რაოდენობა და სხვა ქმედებები.

უფრო ბიუჯეტურია

ციფრული მარკეტინგის კამპანიის გააქტიურებისას, გაქვთ საშუალება ყოველდღიურად ადევნოთ თვალი მიმდინარე პროცესს და შეამციროთ ან გაზარდოთ თანხის ხარჯვა გარკვეულ არხზე ან კამპანიაზე. ეს მიდგომა ბიუჯეტირებას უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის.



რასაც ტრადიციულ მარკეტინგზე ვერ ვიტყვით. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მუშაობს თქვენი ბილბორდი – მასზე თქვენი რეკლამის განთავზსება მაინც იგივე ღირს, მიუხედავად მისი შედეგების და ეფექტიანობისა.



საკომუნიკაციოდ ირჩევთ ბრენდისთვის ყველაზე რელევანტურ აუდიტორიას

ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ თქვენთვის საინტერესო აუდიტორია, მათი ქცევის, დემოგრაფიული მონაცემების ან ინტერესების საშუალებით და გაუგზავნოთ მას ბევრად ეფექტური და მასზე მორგებული მარკეტინგული გზავნილები.

მაგალითად, თუ გამოიყენებთ სოციალურ მედიას, აუდიტორია შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი მონაცემების საფუძველზე როგორიცაა ასაკი, სქესი, ადგილმდებარეობა, ინტერესები, ან ქცევა, რაც უფრო მეტად გაგიმარტივებთ გზას სასურველ აუდორიამდე მისაღწევად.

თუმცა, ციფრული მარკეტინგის სარგებლისა და უპირატესი მხარეების არსებობის მიუხედავად,

ტრადიციული მარკეტინგი დღესაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და არსებობს ბეჭდურ რეკლამებში, სატელეფონო კომუნიკაციაში ან ფიზიკურ მარკეტინგში.



საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების განმარტებით, ტრადიციული მარკეტინგი, როგორიცაა, ბილბორდები, ბეჭდური მედია, სავიზიტო ბარათები და ფლაერები, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ციფრულ მარკეტინგთან სინქრონში და დამოუკიდებლადაც. ერთგვარი ეგზოტიკური ელფერითაც კი გამოირჩევა კონკრეტულ შემთხვევებში.



კონკრეტულად, ფლაერების შემთხვევაში, თუ ამ საშუალებას სწორი მიზნისთვის და რელევანტური ფორმატით გამოვიყენებთ, დიდი შანსია სასურველი შედეგის მიღევისაც.

ისევე როგორც ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში, ტრადიციული მარკეტინგული კამპანიებიც დაკვირვებულ თარგეთინგს და სამიზნე აუდიტორიების ზუსტ განსაზღვრას საჭიროებს.

კარგად შემუშავებული ფლაერი, რომელიც განკუთვნილია სწორი სეგმენტისთვის,  არის ძალიან ეფექტური გზა დასახული მიზნების მისაღწევად. თუმცა, საყურადღებოა, რომ კარგად გვქონდეს გააზრებული ის, რისი მიღწევაც გვინდა და წინასწარ განვსაზღვროთ ეფექტური მიდგომები.  ფლაერები შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ბრენდის შესაქმნელად, ახალი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, გაყიდვების ან სპეციალური ღონისძიების გამოცხადებისთვის და მრავალი სხვა.



როგორც აღვნიშნეთ, ტრადიციული და ციფრული მარკეტინგის სინქრონიზაცია საკმაოდ ეფექტურია და ამ შემთხვევაში არც ფლაერებია გამონაკლისი.

მაგალითად, ფლაერებზე QR კოდების დამატება საშუალებას იძლევა ადამიანები მყისიერად დაუკავშირონ  ციფრულ არხებს სმარტფონების გამოყენებით, ამით კი შესყიდვის განხორციელებისკენ პირველადი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

ამასთან ერთად, ადვილია შედეგებისთვის თვალყურის დევნება. ფლაერების ნომრების, კუპონის კოდების და მომხმარებლის URL- ების გამოყენება საშუალებას გაძლევთ ზუსტად აკონტროლოთ პასუხებისა და შესყიდვების რაოდენობა.

ამასთან ერთად, მარკეტინგული ფლაერების დამზადება და რეალიზაცია დიდ ბიუჯეტთან დაკავშირებული არ არის. ამიტომ, მისაღებია დამწყები ბიზნესებისთვის ან მათთვის, ვინც კონკრეტულ მომენტში შეზღუდული ფინანსებით ოპერირებს ბაზარზე. არსებობენ კომპანიებიც, რომლებიც მსურველებს ფლაერების რეალიზაციის პროცესის გამარტივებას სთავაზობენ, მაგალითად "leaflet distribution london" - კომპანია დაკვეთისამებრ ქმნის ფლაერის დიზაინს, ქმნის მას და შემდგომ ახდენს რეალიზაციას კომპანიისთვის სასურველი ფორმატით - კარ და კარ, ხელიდან ხელში ან B2B ფორმით.

იმის მიუხედავად, რომ კომპანია ტრადიციულ მარკეტინგულ მომსახურებას ყიდის, ადაპტირებულია ციფრულ არხებზე. მათთვის შეკვეთის განხორციელება ონლაინ რეჟიმში, ვებ გვერდზე leafletdistributionteam.co.uk შეგიძლიათ.

იმას, თუ რომელი ტიპის მარკეტინგულ სტრატეგიას ავირჩევთ, ციფრულსა თუ ტრადიციულს, დამოკიდებულია ჩვენს ბრენდზე და დასახულ მიზნებზე, რისი მიღწევაც გვინდა. ასევე, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ ჩვენი ფინანსური რესურსი. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ არჩევანის გაკეთება ხშირად აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს და ციფრული და ტრადიციული მარკეტინგის სინთეზი, როგორც წესი, საუკეთესო შედეგებს დებს.