''პროგრამის ფარგლებში საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა გაქვს'' მარიამ ბუაძე, საქართველოს ბანკის ლიდერატორი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. ბანკი სტუდენტების კარიერული განვითარებისა და დასაქმების მხარდასაჭერად ლიდერატორის პროგრამას კვლავ წარმატებით ახორციელებს.

„ლიდერატორის" პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, მათ აქვთ შესაძლებლობა, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორობით. ლიდერატორის პროგრამა ყოველწლიურად, წლის დასაწყისში ცხადდება. ამჟამად კი ლიდერტორი სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს.

ერთ-ერთ ასეთ დეპარტამენტში, კერძოდ კი SME მიმართულებაში, გამოცდილებას მარიამ ბუაძე იღებს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მარიამი გვიყვება რომ ლიდერატორის პროგრამის შესახებ მეგობრებისგან სწორედ მაშინ გაიგო, როცა, საგადასახადო აუდიტში სამწლიანი მუშაობის შემდეგ, პროფესიული განვითარების მიზნით, კარიერულ ცვლილებებს გეგმავდა. ამბობს, რომ პროგრამის შესარჩევი პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, რადგან თითოეული ეტაპი ტექნიკური ცოდნის გამოყენებასა და ასევე, ვერბალური უნარების ჩვენებას მოიცავდა.

„შესარჩევ პროცესს საინტერესოს ხდიდა ის ფაქტი, რომ იგი საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა. მათ, ვისაც სურთ მომავალში მიიღონ მონაწილეობა ლიდერატორის პროგრამაში, ვურჩევ, მაქსიმალურად თავდაჯერებულები იყვნენ შერჩევის ყველა ეტაპზე და აჩვენონ საკუთარი თავის ის მხარე, რასაც რეალურად წარმოადგენენ", - ამბობს მარიამი.

მიუხედავად იმისა, რომ მარიამი ახლა SME მიმართულებით გადის ლიდერატორის პროგრამას, მანამდე მან ოთხი თვის განმავლობაში როტაცია გაიარა რისკებისა და ანალიტიკის დეპარტამენტებში.

„ყოველდღიურად ვეცნობი ქართულ ბიზნეს სივრცეში არსებული კომპანიების ფინანსურ ინფორმაციას და ვსწავლობ ჩვენი დეპარტამენტის მოთხოვნების შესაბამისად მათ დამუშავებას. მუდმივად ვგრძნობ, რომ გუნდის თითოეული წევრის მიზანია, საკუთარი გამოცდილების ჩემთვის გაზიარება და მეც ვცდილობ, მაქსიმალურად ჩართული ვიყო მონაცემების დამუშავების ყველა ეტაპზე",- ამბობს მარიამი. მისივე თქმით, ლიდერატორის პროგრამის დასაწყისში მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ისეთი გარემო დახვედროდა, რომელშიც სწრაფად განვითარებისა და მარტივად ადაპტაციის შესაძლებლობა ექნებოდა.

„რეალობამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რამაც ჩემზე დადებითად იმოქმედა. პროგრამის ფარგლებში მრავალი მიმართულებით იძენ ახალ გამოცდილებას, რაც საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ჩემი პროფესიული განვითარების ახლანდელ ეტაპზე მთავარია მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო და ამ სფეროში არსებული შესაძლებლობები სრულად გამოვიყენო. მინდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გადავხედავ განვლილ ეტაპებს, მიღწეული მქონდეს ყველა იმ მიზნისთვის, რაც დასახული მექნება იმ მომენტისთვის" - ამბობს მარიამი.

ინფორმაციისთვის, ლიდერატორის პროგრამა ბანკის 40-მდე დეპარტამენტში, მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორობით, 200-მდე სტუდენტმა გაიარა. მათგან 95%-მა კი პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული