📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

15-17 ოქტომბერს თბილისში მშენებლობისა და უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით წელს პირველად, 2021 წლის 15-17 ოქტომბერს მშენებლობის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build-თან ერთად, უძრავი ქონების 25-ე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

Caucasus Build 25 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. წლიდან წლამდე, სამშენებლო სფეროს განვითარებასთან ერთად, იზრდება დამთვალიერებელთა პროფილი და მათი ხარისხი. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიუხედავად, სამშენებლო სექტორი ამ ორი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა და შესაბამისად, გამოფენის ჩატარების საჭიროებაც გამოჩნდა.

15 ოქტომბერს დიდი პაუზის შემდეგ, დეველოპერულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ, ერთ სივრცეში, 20-მდე საბროკერო კომპანიას, შემდეგი ქვეყნებიდან: მოლდოვა, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, პოლონეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

„წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს: გამოფენასთან ერთად, პირველად გავუწევთ ორგანიზებას უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს, რაც გულისხმობს საერთაშორისო საბროკერო კომპანიებისა და ადგილობრივი დეველოპერების საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინფორმატში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ხდებოდა და ინტერესიც ბაზარზე ნაწილობრივ შენარჩუნდა, ზოგადმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, საბოლოო ჯამში მაინც შეუქმნა ინდუსტრიას პრობლემები. ამ სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ დავინახეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებითი/ახალი გაყიდვების არხების მოძიება იყო. სწორედ აქედან დაიბადა უძრავი ქონების ფორუმის ორგანიზების იდეა", − ამბობს „ექსპო ჯორჯიას" დირექტორი რესან ქიქავა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, „ექსპო ჯორჯიას" მიზანი იყო საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებული ქვეყნებიდან საბროკერო კომპანიების ჩამოყვანა, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანიისთვის გაეცნოთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და შეეხვედრებინათ უშუალოდ ქართველ დეველოპერებთან.

არასტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოში მოგზაურობისგან ჯერჯერობით მაინც თავს იკავებს ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ფორუმში ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობა დაემატა. ფორუმის ფარგლებში, სტუმარი კომპანიები როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინრეჟიმში, მოკლე პრეზენტაციების ფორმით გაგვაცნობენ თავის ინტერესებს, კლიენტების მოთხოვნებსა და მათ კონკრეტულ ინტერესს საქართველოს ბაზარზე.

„ჩვენი მიზანია, ფორუმის ფარგლებში, ქართულ დეველოპერულ კომპანიებს კარგი პარტნიორის/ების შეძენაში დავეხმაროთ. სწორედ ამით გაიზომება ამ ღონისძიების წარმატება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ჯერ პირველი, საპილოტე ვერსია, რომელიც ყველა მხარეს საშუალებას მოგვცემს შევიძინოთ გამოცდილება, დავინახოთ რამდენად სწორია ჩვენ მიერ შერჩეული ფორმატი, სამიზნე ქვეყნები და ა.შ. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, 2022 წლის გაზაფხულზე, დაგეგმილი გვაქვს ბევრად მასშტაბური პროექტის განხორციელება, რაზეც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს", − თქვა „ექსპო ჯორჯიას" დირექტორმა.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართება საქმიანი შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს შორის − როგორც ფორმალურ, წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებზე, ასევე, არაფორმალურ გარემოშიც.

ფორუმში მონაწილეობა უფასოა და მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი.

ჩვენ მიზანმიმართულად არ შევზღუდეთ მონაწილეთა რიცხვი, ვეცადეთ ყველას დავკავშირებოდით და ყველასთვის მიგვეცა მონაწილეობის შესაძლებლობა. მაგრამ რადგან საკმაოდ მცირე ვადებში განხორციელდა ფორუმის ნაწილის ორგანიზება, შესაძლოა დეველოპერული კომპანიების ნაწილი ვერ მოვიცავით. ამიტომ, ინტერესის შემთხვევაში, ასეთ კომპანიებს მოვუწოდებთ აუცილებლად დაგვიკავშირდნენ.

პროექტის ფარგლებში, პარტნიორები არიან: უძრავი ქონების ასოციაცია, „ფროფერთი ჯორჯია", „ფიაბსი ჯორჯია", Entrepreneur, „ფორბს ფროფერთი".

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი