Sponsored Content

წელიწადნახევარი COVID-19–თან ერთად: როგორ უწყობს ხელს ციფრული მარკეტინგი ბიზნესის განვითარებას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიამ მკვეთრად გააუარესა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა. მან შეანელა ისედაც უკვე შენელებული ეკონომიკური ზრდა, გაზარდა ეროვნული ვალუტის ინფლაცია და უმუშევრობის დონე ქვეყანაში.

შეზღუდვებიდან გამომდინარე, მეტად გართულდა ოფლაინ სფეროების მუშაობა, კერძოდ: სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა, ტურიზმის სექტორისა და გარე ეკონომიკური დარგების შეუფერხებელი განვითარება. მთელი მსოფლიო გადავიდა ონლაინ რეჟიმზე: სკოლები და უნივერსიტეტები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, ფიტნეს კლუბებიც კი აწყობენ დისტანციურ ვარჯიშებს.

თავის მხრივ, ოფლაინ ბიზნესის შემთხვევაში, პანდემია გახდა კარგი შესაძლებლობა სერვისის გაციფრულებისთვის. ონლაინ ბაზარზე ისეთი უჩვეულო ინდუსტრიაც კი გამოჩნდა, როგორიცაა მანქანების ყიდვა. ავტომობილების დილერებმა მთელ მსოფლიოში დაიწყეს მათი ონლაინ გაყიდვა სახლში მიწოდების სერვისით. პოტენციურ მყიდველებს კორონავირუსის შიშის გამო შეუძლიათ, აღარ მივიდნენ სალონში. თუმცა, ახალი სერვისი საშუალებას იძლევა, აირჩიოთ თქვენთვის საჭირო ბრენდი და მოდელი და დაასრულოთ შეკვეთის გაფორმება ვებ-გვერდზე.

ნამდვილად ცხელი სეზონია სტრიმინგის სერვისებისთვის. კარანტინის გამო ადამიანებმა დაიწყეს მეტი დროის გატარება სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ ფილმების საყურებლად. კომპანიების უმეტესობამ მოამზადა სპეციალური აქციები და პროგრამები იძულებითი იზოლაციის პერიოდისთვის. ზოგიერთმა მათგანმა ფასები გაანახევრა სამთვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი გამოწერისთვის.

საქართველოში, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად რესტორნების ბიზნესი დაზარალდა. შეზღუდვების მუდმივმა ცვლილებებმა გამოიწვია სტუმრების შემცირება და მთელმა ინდუსტრიამ განიცადა უზარმაზარი ზარალი. როგორც საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რესტორნები, რომლებიც მუშაობდნენ მასობრივ ღონისძიებებზე, იმავე მიზეზით დაიხურა. სხვა დაწესებულებებმა ვერ აიტანეს ის ფაქტი, რომ მათ წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვე შეეძლოთ მუშაობა, თანაც მნიშვნელოვანი შეზღუდვებით. ყველას მშვენივრად ესმის, რომ ამ სფეროში მუშაობის ყოველი დამატებითი საათი საშუალებას იძლევა მოიზიდოს მომხმარებელთა მეტი რაოდენობა.

სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ეკონომიკურმა მდგომარეობამ თანდათანობით გაუმჯობესება დაიწყო, მაგრამ მისი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით შორს არის ოპტიმალურიდან და ექსპერტების აზრით, ასე დარჩება უახლოეს წლებშიც. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სფეროების განვითარება, რომლებიც შედარებით ნაკლებად დააზარალა პანდემიამ. მათ რიცხვს შეგვიძლია ონლაინ სერვისები მივაკუთვნოთ.

მოსახლეობის მოთხოვნილებები, იცხოვროს შედარებით ჩვეულ გარემოში, არ კარგავს აქტუალობას და ადამიანს მაინც სჭირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები, მედიკამენტები, განათლება, გართობა და ა.შ. სულ უფრო აქტუალური ხდება ოფლაინ სერვისების ნაწილობრივ შეცვლის აუცილებლობა ონლაინ სერვისებით, რათა მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მეწარმეებმა კარგად იციან, რომ სოციალური ქსელი დიდი ხანია გახდა მნიშვნელოვანი მარკეტინგული არხი, რომლის იგნორირება შეუძლებელია, პანდემიამ კი რამდენჯერმე დააჩქარა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის განვითარების ტემპი.

რთულია, გათვლა გქონდეს ბრენდის პოპულარობაზე, თუ კი არ არსებობს მისი გარეკლამების კომპლექსური სტრატეგია. მაღალი ხარისხის პროდუქტის არსებობის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია ქმედებები, რათა ის სწორად წარდგეს სამიზნე აუდიტორიისთვის. ასეთ რთულ პერიოდში მარკეტინგის ამოცანაა კომუნიკაციის სწორი შერჩევა, ერთგულების გაზრდა და ახალი მომხმარებლების მოზიდვა.

მოდით, ჩამოვთვალოთ ციფრული მარკეტინგის უპირატესობები:

• თუ თქვენი პროდუქტი განკუთვნილია ვიწრო აუდიტორიისთვის, მაშინ მიზნობრივი რეკლამა საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ სასურველ გავრცელებას, კონკრეტული ინტერესებითა და პრეფერენციებით.

• თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ შეთავაზება ფართო აუდიტორიას ვირუსული შინაარსის ან არასტანდარტული ფართომასშტაბიანი აქციების გამოყენებით.

• მოკლე ვიდეო ან ანიმაცია საუკეთესო საშუალებაა რთული პროდუქტის აღსაწერად.

• თუ თქვენ გჭირდებათ სამიზნე აუდიტორიის პროდუქტის ან ბრენდის გაცნობა, მაშინ საუკეთესო დამხმარე კონტექსტური რეკლამა იქნება.

• სოციალური ქსელებით კონტაქტი არის აუდიტორიასთან ურთიერთობის ყველაზე პოპულარული გზა. ისინი ხელს უწყობენ ბრენდის მიმართ მაქსიმალურად ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

FAWN — საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას ციფრული სტრატეგიებისა და ცოდნის მუდმივი განახლებით. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით პროდუქტის აღიარებისა და პოპულარიზაციის მისაღწევად, ვეხმარებით ვიზუალიზაციისა და ბრენდის ორიგინალური იმიჯის შექმნაში, მის რეკლამირებაში, ვაკეთებთ მონაცემების ანალიზს, რომლებიც აუცილებელია მარკეტინგული პროცესების შექმნასა და ოპტიმიზაციისათვის.

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი შესანიშნავად იცნობს სამიზნე აუდიტორიას, აფასებს როგორც საკუთარ, ასევე სხვის დროს და ხარისხიანად უდგება დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ისიამოვნეთ თქვენი ბიზნესის მართვით, დანარჩენს კი ჩვენ გავაკეთებთ!