საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი'' მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.  

მადრიდის წიგნის საერთაშორისო  საქმიანი შეხვედრებითა და სამომავლო გეგმების გამოირჩეოდა. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სახელით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რაც საქმიან ურთიერთობებს, კიდევ უფრო გააძლიერებს. წელს პირველად, საქართველო ეროვნული სტენდით იყო წარმოადგენილი გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც უდიდესია ესპანურენოვან სამყაროში. სწორედ მადრიდში გაიმართა ამ ღონისძიების "წიგნის დედაქალაქის" პროექტის დაგეგმვის ნაწილი. 

ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: არა მხოლოდ თბილისში მინდინარე წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტი და მისი  ანგარიში, არამედ საუბარი შეეხო მომავალ თანამშრომლობაზეც. 

„კონკრეტულად ვისაუბრეთ პროექტზე, რომლის მიხედვითაც,  მომდევნო წლის თებერვალში თბილისისა და გვადალახარას წიგნის მსოფლიო დედაქალაქები მწერლების გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას ერთობლივად განვახორციელებთ. მექსიკელი ავტორი თბილისში, ხოლო, ქართველი ავტორი მექსიკაში იმუშავებს თავის მომდევნო წიგნზე. პანელის მიმდინარეობისას, იან დენისონმა, იუნესკოს ახალი ინიციატივის, წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ნეთვორქის შექმნა დააანონსა. ნეთვორქი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდების მოპოვების მსურველ ქალაქებს დაეხმარება განაცხადის შევსებაში, გაუზიარებს გამოცდილებას და, რაც მთავარია, დაეხმარება დაფინანსების მოპოვებაში“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.  

წლევანდელი მადრიდის წიგნის ფესტივალის სტუმარი ქალაქი, გვადალახარა იყო, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს, თბილისისგან, 2022 წლის აპრილში გადაიბარებს. გაიმართა შეხვედრა გვადალახარას წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთანაც და დაიგეგმა ბაზრობაზე ქართული მწერლობისა და ავტორების წარდგენაც. 

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკი გენერალური სპონსორობითა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. ხორციელდება.