You can be on Entrepreneur’s cover!

და მოგზაურობა იწყება აქ - ალექსანდრე მირცხულავას ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსანდრე მირცხულავა

Freeuni-ში ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, როცა პრაგმატულად დავიწყე ფიქრი და გამოყენების თვალსაზრისით გადავწყვიტე ახალი მიმართულების არჩევა. უკვე ორი წელია, რაც პროგრამირების მიმართულებით ვსწავლობ და პარალელურად სულ ვმუშაობ.

ის სამსახურები, სადაც ვმუშაობდი ერთგვარი ძიების პროცესის ნაწილი იყო. გარკვეული პერიოდი გავატარე ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, მაგრამ არა პროგრამისტად. ასევე სტაჟირებას გავდიოდი ეროვნულ ბანკში აპლიკაციების ადმინისტრირების მიმართულებით. მონაცემთა ბაზების სწავლის დროს გამიჩნდა უდიდესი ინტერესი მონაცემთა ინჟინერიისადმი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჩემი პირველი მოტივაცია გამეღრმავებინა ცოდნა პროგრამირების მიმართულებით.

ინფორმაციის დაგროვება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გზაა თუ გინდა პროფესიას დაეუფლო. BTU-ში სწავლისას, ბევრი ახალი ინტერესი გამიჩნდა, ამასთან ერთად, მეტი ინფორმაციის მისაღებად Udemy-ს, Coursera-ს და სხვა პლატფორმებსაც ვიყენებდი. პროგრამირებისას, თავიდან Front End-ის შესწავლა დავიწყე, მერე მივხვდი, რომ Back-end დეველოპმენტი უფრო მაინტერესებდა.

პროგრამისტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეალურ პროექტებთან მუშაობა, სადაც მის "თეორიულ ცოდნას" ხორცი ესხმევა, რომელიც პრაქტიკულად ვლინდება და მეტად გააზრებული ხდება ის. რეალურ პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა პირველად, Noxtton-ში მომეცა, როცა მათი გუნდის წევრი გავხდი. აქ მოხვედრამდე ძირითადად მხოლოდ პითონში მიღებული პრაქტიკულ-თეორიული გამოცდილებით შემოიფარგლებოდა ჩემი skillset პროგრამირებაში.

ჩემი პირველი რეალური პროექტი იყო პითონზე, რამაც მეტად დამარწმუნა, რომ სწორედ ამ ენის გამოყენებით მსურს მუშაობის გაგრძელება, სხვადასხვა ტიპის პროექტებში. ეს იყო დომეინების პროექტი, რომელზეც ძველი EPP პროტოკოლით ვიმუშავეთ. მუშაობისას ქსელურ ნაწილთანაც მომიწია შეხება და თუ მანამდე ბევრ დეტალს ვერ ვიაზრებდი სათანადოდ, პრაქტიკულმა სამუშაომ მიმახვედრა თუ რამდენად აუცილებელი და საინტერესოა პითონს გარეთ მიღებული ცოდნის აკუმულირება და პრაქტიკაში გამოყენება.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რამაც მეტად მიმზიდველი გახადა ჩემთვის მონაცემთა ინჟინერია სწორედ პითონის კოლოსალური გამოყენებაა მასში.

Noxtton-ში ძალზედ აქტიური გარემოა. წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, თუ რა ტიპის პროექტზე შეიძლება მოგიწიოს მუშაობა. ახლა Javascript-ზე ვმუშაობ, ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამ და ეტაპობრივად ყველაფერს ვსწავლობ.

ჩემთვის Noxtton-ის გუნდში ყოფნა ძალიან კომფორტულია. გვაქვს მოქნილი დედლაინები, ორიენტირებულები ვართ, რომ საბოლოო შედეგი შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს და ამის მისაღწევად ყველა შეთანხმებულად, მაგრამ ინდივიდუალური გზებით ვიბრძვით.

როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე Back-end-ზე ვმუშაობ, თან სამომავლო გეგმებზეც რომ გითხრათ მსურს მონაცემთა ინჟინერიის კუთხით მივიღო მეტი ცოდნა და ჩავერთო რეალურ პროექტებში. ახლაც გზა და გზა ვსწავლობ, სხვადასხვა skill-ებს ვიძენ და ვფიქრობ, ამ ნაბიჯებს სწორედ ჩემი მიზნისკენ მივყავარ. ასევე იგეგმება ახალი და ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელშიც დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ძალებით ჩავერთვები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია