📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მრავალმხრივი განვითარების ბანკმა ("MDB") EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR). დაფარვის ვადაა შესაბამისად ხუთი წელი, 3 წელი და 9 თვე.

ტრანზაქცია EBRD-ის რიგით მეხუთე და მეექვსე წარმატებული, ლარში დენომინირებული ობლიგაციების ემისიაა, რომელსაც გალტ & თაგარტი ხელმძღვანელობდა.

წლების განმავლობაში EBRD ადგილობრივი ბაზრების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით ცდილობდა გადაეჭრა ისეთი პრობლემა როგორიცაა, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში უცხოური კაპიტალისა და ვალუტის სესხებზე დამოკიდებულება. ამრიგად, ეს ტრანზაქცია წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს არამხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, არამედ ის ასევე მნიშვნელოვანია EBRD-ის საქართველოში ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც 2009 წლის დეკემბერში დაიწყო.

„ჩემთვის სასიამოვნოა აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში. ეს გახლავთ რიგით მეორე ემისია, რომელშიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთი (TIBR) გამოყენებულია, როგორც ინდექსი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი TIBR- ის საიმედო ინდექსად გადაქცევისაკენ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლარის ფულისა და კაპიტალის ბაზრის ლარში განვითარებისთვის. გალტ & თაგარტი გახდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიებისთვის ბონდების განთავსებისა და უზრუნველყოფის მომსახურების მთავარი მიმწოდებელი. ამას მოწმობს EBRD–თან ჩვენი პარტნიორობა. საქართველოში მის ოთხივე ემისიას სწორედ გალტ & თაგარტი ხელმძღვანელობდა",- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომის შემდეგ ბმულზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი