You can be on Entrepreneur’s cover!

მაიდეი - შექმენი შენი დღესასწაული ინტერვიუ ანა ჭინჭარაულთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანა ჭინჭარაული

დისტანციით გაჯერებულ სამყაროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ერთმანეთზე ზრუნვა, ემოციების გაზიარება და ყურადღების გამოხატვა საყვარელი ადამიანების მიმართ.

საკმაოდ დატვირთული რეჟიმის პერიოდში კარგია, როდესაც იცი, რომ არსებობს სივრცე, სადაც სრულყოფილი წვეულების შესაქმნელად უამრავი განსხვავებული, საინტერესო და ექსკლუზიური პროდუქცია გელოდება. სწორედ ამიტომ, გვინდა გაგაცნოთ კომპანია "მაიდეი", რომელიც ნამდვილად ასხივებს ბედნიერებას და მრავალფეროვანი ასორტიმენტის დამსახურებით არავის ტოვებს ამაღლებული განწყობის გარეშე. ნებისმიერი ფერის, ფორმის და დანიშნულების ჰელიუმის ბუშტები, სანთლები, თემატური დეკორაციები ნებისმიერი წვეულებისთვის, საკარნავალო კოსტუმები, ნიღბები, განათებები. მოკლედ, "მაიდეი" არის ადგილი, რომელიც თქვენს დღეს სრულყოფილ და დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს.

ამ თემაზე უფრო ვრცლად გთავაზობთ ინტერვიუს "მაიდეის" მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელ - ანა ჭინჭარაულთან.

როგორ შეიქმნა "მაიდეი"?

"მაიდეის" მიზანი იყო შექმნილიყო ყველასათვის საყვარელი სივრცე სადღესასწაულო სამზადისისთვის. ადგილი, სადაც მომხმარებლები შეძლებდნენ მათთვის მნიშვნელოვანი დღეების გალამაზებას ზუსტად იმ ფორმით, რომელიც ყველაზე კარგად გადმოსცემდა მათ ემოციასა და განწყობას. "მაიდეის" შექმნით, საყვარელი ადამიანებისთვის სიურპრიზების მოწყობა ძალიან მარტივი და კომფორტული უნდა გამხდარიყო, რაც ნამდვილად გამოგვივიდა. მაღაზია „მაიდეი" 2017 წელს, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ, სავაჭრო ცენტრში „ჰოუმმარტი" გაიხსნა, სადაც დღეს-უფრო დიდი ფორმატით ვართ წარმოდგენილი.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„მაიდეი" საქართველოში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დეკორაციებისა და აქსესუარების მაღაზიაა, რომელიც 5000-ზე მეტ, მუდმივად განახლებად ასორტიმენტს აერთიანებს, - ნებისმიერი ფერის, ფორმის, ზომის და დანიშნულების ჰელიუმის ბუშტი, სანთლები და 50-ზე მეტი თემატიკის წვეულებისთვის შესაბამისი დეკორაციები და აქსესუარები, საკარნავალო კოსტუმები, ნიღბები, თავგადასავლები, ყვავილების კოლექცია, ორიგინალური საჩუქრები. "მაიდეიში", - ყველაფერია სრულყოფილი წვეულების შესაქმნელად.

სასურველი პროდუქციის შეძენა, შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდი www.my-day.ge ძალიან მოქნილი და მოსახერხებელია, ჩვენი 24/7 მიწოდების სამსახური კი შენაძენს სასურველ დროსა და ადგილზე მოგართმევთ.

რა წინაღობებს შეხვდით განვითარების გზაზე?

"მაიდეის" საკმაოდ რთული ამოცანა ჰქონდა, სადღესასწაულო აქსესუარების მსოფლიოს მოწინავე მწარმოებლებისთვის მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაემტკიცებინა საიმედო პარტნიორობისთვის მზაობა, ის, - რომ სწორი გზით ვითარდებოდა და პარალელურად პანდემიის თანმდევ სირთულეებს გამკლავებოდა.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა რომ ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი მწარმოებლების დისტრიბუტორები და ექსკლუზიური პარტნიორები ვართ.

სრული ასორტიმენტი შეესაბამება ხარისხის მოთხოვნებს და ფეხდაფეხ მივყვებით მსოფლიო ტრენდებს.

რამდენად მოთხოვნადია "მაიდეი" ქართულ ბაზარზე?

"მაიდეის" მომხმარებელთა რიცხვი მუდმივად იზრდება, რაც ძალიან გვახარებს. გვყავს ერთგული მეგობრები, რომელთა წვეულებების მონაწილე ვართ მუდმივად. ვინც ერთხელ შემოდის ჩვენს მაღაზიაში, გვიყვარებს და უხარია ჩვენთან, რადგან "მაიდეი" მათთვის განსაკუთრებულ დღეებს საოცარ განწყობას და ემოციებს სძენს.

როგორც ცნობილია, რებრენდინგი გქონდათ, რა ცვლილებებია "მაიდეიში"?

რებრენდინგის საშუალებით, ზუსტად შევძელით "მაიდეის" განწყობის ვიზუალიზაცია. კომპანიის ახალი კონცეფცია თავისუფლებას და ინდივიდუალიზმს ასახავს, რომელიც მაღაზიაში შესვლისთანავე იგრძნობა.
ჩვენთვის ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ დეტალს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და მცირე ცვლილებასაც კი ძალიან ფრთხილად ვგეგმავთ.

"მაიდეის" ხასიათი მის „კედლებზე" გადავიტანეთ, რაც საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩვენი მაღაზიის სტუმრებისთვის.


სამომავლო გეგმები? როგორ ხედავთ "მაიდეის" განვითარებას?

"მაიდეი" მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს სიახლეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებშიც ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პროდუქცია, რაც ჩვენი განვითარების შემდგომი ნაბიჯია.

მჯერა, რომ ბედნიერი ადამიანები სამყაროს სიკეთით ავსებენ, სწორედ ამიტომ, "მაიდეი" ყოველთვის მზად არის თქვენთან ერთად იზრუნოს საყვარელი ადამიანების განწყობაზე

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"