You can be on Entrepreneur’s cover!

ბიზნესი ინვესტიციის და რისკების გარეშე! შედეგი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, ამიტომ უნდა იმოქმედო და არასოდეს გაჩერდე მიღწეულზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლევან ქვარცხავა

ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ახალი ბიზნესი რეგისტრირდება. სხვადასხვა დროს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული, სხვადასხვა გამოკითხვის მონაწილეები ასახელებენ უამრავ მიზეზს, თუ რატომ ჯობს საკუთარი ბიზნესის მართვა სხვის ბიზნესზე მუშაობას. მოდით ვნახოთ ამ მიზეზებიდან ტოპ 8:

1. მიიღე იმდენი შემოსავალი, რამდენიც გსურს

როდესაც საკუთარ საქმეს ემსახურები, სამუშაოს გამორჩეული მოტივაციით ასრულებ - შედეგების და შესაბამისად მოგების ეფექტიანობა დამოკიდებულია მხოლოდ შენზე. შენ იცი, რომ ამ სამუშაოს შენს ნაცვლად არავინ გააკეთებს და ამ დროს ხდები უფრო მოწესრიგებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი. რაც უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას დებ სამუშაოში, მით მეტ მოგებას იღებ. ვერავინ დაგაკლებს პრემიას, ან ხელფასს. შემოსავლის ოდენობა მთლიანად შენზეა დამოკიდებული.

2. გამოიწვიე საკუთარი თავი და განვითარდი

საკუთარ თავზე მუშაობისას მუდმივად ეძებ გზებს გაიღრმავო ცოდნა, რადგან ეს შენს საქმეს წაადგება. უნარების გასაუმჯობესებლად მრავალი მეთოდი არსებობს: შესაბამისი ლიტერატურის წაკითხვა, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით, ტრენინგებსა და ვებინარებში მონაწილეობა... ახალი ცოდნა დაგეხმარება დახვეწო ბიზნესის მართვის ტექნიკები.

3. იპოვე ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის

შენ აღარ გჭირდება უფროსს დაეთხოვო სამსახურიდან, თუ მოულოდნელად გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა. მოიწყვე დასვენება როცა გინდა, შენ ხომ თავად გეგმავ საკუთარ სამუშაო დღესა და პროცესს, შესაბამისად ოჯახისთვის მეტი დრო გრჩება.

4. შენ გაქვს უფლება, გქონდეს ჰობი

ყველა ადამიანს აქვს გატაცება სამსახურის მიღმა, თუმცა ყველა ვერ ახერხებს სათანადო დრო დაუთმოს ამ გატაცებას, რადგან აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო დრო და დანარჩენი დრო - რომელიც ოჯახს უნდა დაუთმოს. რა მოხდება, თუკი ამ მკაფიო ჩარჩოებს დაარღვევ და გრაფიკში ჩასვავ დროს საკუთარი თავისთვის, ჰობისთვის, იმ საქმისთვის, რომელიც გიყვარს?! როდესაც საკუთარი თავის უფროსი ხარ ამას მარტივად მოახერხებ, შენი მენტალური ჯანმრთელობა კი შენს ცხოვრების და მუშაობის ხარისხზე პოზიტიურად აისახება.

5. აირჩიე ადამიანები, ვისთან ერთადაც გსურს მუშაობა

არ ხარ ვალდებული იმუშაო იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ანტიპატიას იწვევს შენში. შენ უფროსი ხარ და თავად საზღვრავ გარემოცვას. მოიწვიე გუნდში ისეთი ადამიანები, ვისთან ერთადაც გსურს მუშაობა.

6. გათავისუფლდი ჩარჩოებისგან

საკუთარი ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა თავისუფლება და საზღვრების არარსებობაა. ყველა კომპანიაში არსებობს დადგენილი წესები პერსონალისთვის: დრეს-კოდი, შესვენების დრო, გრაფიკი, სამუშაო მოვალეობები. საკუთარ თავზე მუშაობა კი გამორიცხავს მკაფიო ჩარჩოებისა და საზღვრების არსებობას. რა თქმა უნდა შენ გაქვს მოვალეობები, თუმცა ყველა წესი შენი დადგენილია!

7. აისრულე ოცნებები

გიოცნებია ხანგრძლივ მოგზაურობაზე? ეს შესაძლებელია, მთავარია გამართო ბიზნესი. შენ წახვალ რამდენიმე თვით, მაგრამ ამასთანავე შენი შემოსავალი განაგრძობს ზრდას. ბიზნესის მართვა საზღვარგარეთიდან - რეალურია. იქნებ ახალი სახლის შეძენა გსურს? რატომაც არა! იმუშავე იმდენი, რამდენიც საოცნებო სახლის შესაძენად დაგჭირდება, შემდეგ კი მომდევნო ოცნება დაისახე და მიჰყევი მას!

8. გაიუმჯობესე ცხოვრების დონე

თუ დაქირავებული მუშაკი ხარ გიწევს დაგეგმო და გაანაწილო ოჯახის ბიუჯეტი, შეიზღუდო თავი ბევრ რამეში. საკუთარი ბიზნესის ფლობისას კი გაიუმჯობესებ ცხოვრების დონეს, მისცემ ბავშვებს კარგ განათლებას. ეს რა თქმა უნდა მოხდება ეტაპობრივად, დაგჭირდება დრო და ძალისხმევა, მაგრამ შედეგი ამად ღირს!

თუმცა, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სტარტაპების დიდი რაოდენობა წარმატებით ვერ იმკვიდრებს თავს ბაზარზე და სტარტიდან გარკვეულ პერიოდში ასრულებს მოღვაწეობას. წარუმატებლობის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დამფუძნებელთა გამოუცდელობა ბიზნესის მართვის კუთხით.

ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ მართოთ საკუთარი ბიზნესი, გყავდეთ საკუთარი გუნდი და არ განიცადოთ კრახი, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ბიზნესის წამოწყებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნა, გამოცდილება, რესურსი და ა.შ.

თემაზე გვესაუბრება საქართველოში დამკვიდრებული ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო MLM ბიზნესის - ორიფლეიმ საქართველოს გენერალური დირექტორი - ლევან ქვარცხავა.

„როდესაც საკუთარ საქმეს იწყებ მნიშვნელოვანია არ გაჩერდე. კარგი განწყობა და მიზანსწრაფულობა შედეგს გამოიღებს. თავდაპირველად შესაძლოა ძალიან მარტივი არ იყოს, შეგხვდება სირთულეებიც, მაგრამ ყველა მათგანი დაძლევადია, თუკი გჯერა საკუთარი წარმატების და მოქმედებ. საკუთარ თავზე მუშაობა შეჯიბრს ჰგავს, შეჯიბრს როგორც საკუთარ თავთან, ასევე კონკურენტებთან. შედეგი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, ამიტომ უნდა იმოქმედო და არასოდეს გაჩერდე მიღწეულზე.

55 წლის წინ, შესაძლოა ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო ის ბიზნეს მოდელი, რომელიც შვედურმა კომპანია ორიფლეიმმა აირჩია, თუმცა დღეს ეს კომპანია არის დამსაქმებელი, რომელიც სთავაზობს ყველაზე თანამედროვე და აქტუალური ტიპის სამუშაოს. ის გთავაზობს წამოიწყო საკუთარი ბიზნესი ყოველგვარი ინვესტიციისა და რისკების გარეშე.

ამ უნიკალური ბიზნესის ისტორია დაიწყო შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში 55 წლის წინ, როდესაც ძმებმა იონას და რობერტ აფ იოკნიკებმა გადაწყვიტეს დაეწყოთ საქმე, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აუხდენდა ოცნებას და მათ ეს სურვილი რეალობად აქციეს. დღეს კომპანია ორიფლეიმი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ძალიან წარმატებით მოღვაწეობს და მათ შორისაა საქართველოც, სადაც ოფიციალური წარმომადგენლობა 2000 წელს გაიხსნა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და რა თქმა უნდა კომპანია განვითარდა ტენდენციების შესაბამისად. დღეს ორიფლეიმი არის თანამედროვე ბრენდი რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სილამაზისადმი უნიკალურ - კომპლექსურ მიდგომას და საუკეთესო სერვისს, ხოლო ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს გამზადებულ პლატფორმას - საკუთარ ონლაინ მაღაზიას და შემოსავლის მიღების უდიდეს შესაძლებლობებს.

დღეს უკვე ორიფლეიმთან პარტნიორობა აღარ ნიშნავს კატალოგებით ხელში კარდაკარ სიარულს, დღეს ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ მათთვის სასურველი ადგილიდან, ონლაინ ან ოფლაინ, ამისათვის გამოიყენონ კომპანიის მიერ შექმნილი თანამედროვე ინსტრუმენტები, როგორიც არის ელექტრონული კატალოგი, ონლაინ მაღაზია, რომელსაც კომპანია ქმნის ბრენდ პარტნიორებისთვის და ა.შ. რა თქმა უნდა სამუშაო გრაფიკსაც თავად ირჩევს ბრენდ პარტნიორი, თავად ქმნის საკუთარ გუნდს და მისი შემოსავალიც სრულად მასზეა დამოკიდებული. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მუდმივად ვანებივრებთ მათ საინტერესო შეთავაზებებით. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ათობით ათასი ბრენდ პარტნიორი გვყავს, რომლებიც 3 კვირაში ერთხელ, წელიწადში 18-ჯერ იღებენ სოლიდურ შემოსავალს და ამასთანავე ერთჯერად ბონუსებს, მოგზაურობებს საჩუქრად კომპანიისგან და სარგებლობენ უამრავი სხვა პრივილეგიით.

ამ ბიზნესში არ არსებობს რისკები! მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ მსოფლიო კრიზისის პირობებშიც კი, ჩვენი ბიზნესი არ გაჩერებულა არც ერთი დღე, სწორედ ამაშია ამ ბიზნეს მოდელის უნიკალურობა, რომ ის ყოველთვის რჩება საიმედო ბიზნეს პარტნიორად"- ლევან ქვარცხავა - ორიფლეიმ საქართველოს გენერალური დირექტორი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია