META - ამ სახელით ამერიკაში უკვე წელიწადზე მეტია არსებობს კომპანია

დეტალი, რომელიც მარკ ზაქერბერგს Facebook-ის სახელის შეცვლისას გამორჩა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სანამ თქვენი კომპანიის სახელს შეარჩევთ, ჩაატარეთ კვლევა და გაიგეთ, ვინმეს ხომ არ ჰქვია უკვე ეს სახელი. ეს მცირე დეტალი გამორჩა მარკ ზაქერბერგს, როცა Facebook-ის სახელი Meta-თი შეცვალა.

entrepreneur.ge

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მარკ ზაქერბერგმა გამოაცხადა, რომ კომპანია Facebook-ს ახალი სახელი − Meta ერქმევა, მაგრამ ტექნოლოგიურ გიგანტს შესაძლოა ახალი იდენტობის შექმნის გზაზე პრობლემები შეექმნას, ვინაიდან შეერთებულ შტატებში უკვე არსებობს კომპანია, სახელად Meta, რომელიც მზადაა კომპანიის სახელი რამდენიმე მილიონ დოლარად გაყიდოს.

კომპანია Meta PC კომპიუტერებს, ლეპტოპებს, ტაბლეტებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდის. ამ სახელით ისინი ბაზარზე წელიწადზე მეტია არსებობენ, მაგრამ მხოლოდ გასული წლის აგვისტოში წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელიც სახელწოდება Meta-ს მათ სავაჭრო ნიშნად აქცევს, იუწყება TMZ.

სასამართლო პროცესის თავიდან აცილების მიზნით, უკვე არსებული კომპანია Meta-ს დამფუძნებლები − ჯო დარჯერი და ზაკ შატი 20 მილიონ დოლარს ითხოვენ იმისთვის, რომ სახელი Meta დათმონ.

Meta PC-მა კარგი იუმორით შეხედა ამ „უბრალო“ დამთხვევას და თავიანთ სოციალურ ქსელში მიმიც კი გამოაქვეყნეს, სადაც მარკ ზაქერბერგი Meta PC-ის პროდუქტით ხელშია, ისევე, როგორც იგი 28 ოქტომბერს, Facebook-ის ახალი სახელის წარდგენისას იყო. გარდა ამისა, შატმა გამოაქვეყნა სასაცილო ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ კომპანია Meta PC-ის სახელი Facebook-ით შეიცვლება.

ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ სასამართლოს გზით Facebook-მა სახელი Meta მიიღოს, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მიუღია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია Meta PC-ისთვის.

ზაქერბერგის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მან უკვე დიდი ინვესტიცია დააბანდა Meta-ს შექმნაში და ამ „პატარა“ დეტალის გამო, ბიზნესს რისკის წინაშე ვერ დააყენებს. მეორე მხრივ კი, 20 მილიონი დოლარი Meta PC-ის სახელისთვის უმნიშვნელო თანხაა იმ მილიარდერისთვის, რომელიც Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, 127 მილიარდ დოლარს ფლობს.