You can be on Entrepreneur’s cover!

ასე მარტივი არასდროს ყოფილა - ინოვაციების სამყარო ''ევროკრედიტი'' დეტალებზე კომპანიის საოპერაციო დირექტორს ირაკლი წურწუმიას ვესაუბრეთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პანდემიის კვალი ყველა სექტორის განვითარებას, მეტნაკლებად, დაეტყო. ბევრმა კომპანიამ ვერ გაუძლო თანმდევ სირთულეებს, ზოგიერთი დღემდე ცდილობს მათგან თავის დაღწევას, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მზად იყვნენ ცვლილებებისთვის, განაგრძეს განვითარება და თავიანთი საქმიანობით სექტორის ზრდას ხელი შეუწყვეს.

ასეთი კომპანიების სიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სს მისო „ევროკრედიტს" უჭირავს, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, შეძლო ყოფილიყო ერთი ნაბიჯით წინ და განვითარებულიყო მომხმარებელთან ერთად.

კომპანია საქართველოში 10 წლის წინ, 100%-ით უცხოური კაპიტალით დაფუძნდა; წლების განმავლობაში, „ევროკრედიტისთვის" მნიშვნელოვანი ფასეულობა გახდა მომხმარებელი და მასზე ორიენტირება, რამაც შექმნა ორმხრივ ურთიერთსასარგებლო გამოცდილება და შესაძლებელი გახადა ღირებულებებისა და ხედვების გაზიარება, რამაც უზრუნველყო, მუდმივად ჰქონოდა კონტაქტი მომხმარებელთა მოლოდინის ცვლილებაზე. შესაბამისად, დღეს ბაზარზე ორი ძირითადი − ავტო და ბიზნესსესხების მიმართულებით არის წარმოდგენილი.

იმისათვის, რომ „ევროკრედიტზე" მეტი აღმოვაჩინოთ და გავიგოთ, Entrepreneur კომპანიის საოპერაციო დირექტორს, ირაკლი წურწუმიას ვესაუბრეთ.

ირაკლი წარმოშობით აფხაზეთიდანაა და „ევროკრედიტის" გუნდს ორი წელია, რაც შეუერთდა.

უფრო ადრე, მან და მიხეილ ნონიკაშვილმა − „ევროკრედიტის" ამჟამინდელმა CEO-მ, წარმატებული პროექტი განახორციელეს, რომელმაც ქვეყანაში რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვა უზრუნველყო.

შემდეგ, მიხეილი შეუერთდა „ევროკრედიტის" გუნდს, როგორც აღმასრულებელი დირექტორი, და მათმა ინვესტორებმა ირაკლიც მიიწვიეს გუნდში, რათა ერთად შესჭიდებოდნენ გეგმებსა და გამოწვევებს, რომელიც „ევროკრედიტის" საოპერაციო არეალში ისახებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს „ევროკრედიტი" ბაზარზე ორი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი.

კომპანია ავტოსესხების პორტფელს 10 წელია მართავს და თამამად შეგვიძლია დარგში ექსპერტული გამოცდილების მქონე ვუწოდოთ. ასევე, „ევროკრედიტი" ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ ტიპის სესხის დისტანციურად მიღების შესაძლებლობა დანერგა.

„დღეს ჩვენს მომხმარებლებს, რომელთაც მიმდინარე სესხი აქვთ, თავისუფლად, სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად, ისე, რომ არ მოწყდნენ ძირითად საქმიანობას, შეუძლიათ მიიღონ სესხი. ჩვენს პარტნიორ კომპანია Wally-სთან ერთად შეიქმნა ზემოთ ხსენებული პროექტი და მარტივად, მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რამდენიმე წუთში ხდება სესხის გააქტიურება.

მეორე პროდუქტი, რომელიც რეალურად მიმდინარე წელს შევთავაზეთ მომხმარებელს, არის ბიზნესსესხი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი მიმართულების მეწარმე სუბიექტების ფინანსირებას სამეწარმეო მიზნობრიობისთვის.

ჩვენი განმასხვავებელი კომპეტენცია, ცალსახად, დროში მოქნილობაა. უმოკლეს ვადაში ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვახორციელებთ დაკრედიტებას.

ამ ეტაპზე, ბიზნესსესხები გადის უძრავი ქონების უზრუნველყოფით, თუმცა 2022 წლის დასაწყისში ვგეგმავთ არაუზრუნველყოფილი სესხის შეთავაზებას მომხმარებელთათვის, რაც კარგი საშუალება იქნება, მოკლე ვადაში დაიმატონ თანხა, ან მოახდინონ მიმდინარე ხარჯების ფინანსირება.

მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, ონლაინიდენტიფიკაციის გავლის შემდეგ, მიიღოს მომსახურება. ბუნებრივია, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა მყარად მივემართებით დასახული მიზნისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ბევრი გაუთვალისწინებელი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, კომპანიამ მოახერხა მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული თითოეული შენიშვნის გათვალისწინება, ეს ყველაფერი კი ინდივიდუალური მიდგომით მოხდა, რამაც მისცა მათ საშუალება გაეუმჯობესებინათ პორტფელის ხარისხი. ეს ყველა შედეგითა და მონაცემით აბსოლუტურად დასტურდება.

პანდემიამ უფრო სწრაფად დაგვაახლოვა მიზანს, ფინტექ-ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების გზაზე. თუ ჩვენ, პირობითად, ვგეგმავდით, რომ 2023 წელს გადავსულიყავით ამ პროცესზე სრულად, პანდემიამ გვაჩვენა, რომ ამის დრო ახლაა და არა 2022-2023 წლებში. ამიტომ გავაქტიურდით და შევქმენით ავტოსესხის ონლაინგაცემის სერვისი, მსგავსი მოდელის დანერგვას კი ბიზნესსესხების მიმართულებითაც უახლოეს დროში შევთავაზებთ მომხმარებელს. იმავეს ვცდილობთ ნებისმიერი სახის მომსახურებაზე, რომელიც დასაშვებია და შესაძლებელია კანონის შესაბამისი რეგულაციების დაცვით მიიღოს მომხმარებელმა დისტანციურად". - აცხადებს ირაკლი.

„ევროკრედიტი" მუდმივად ფართოვდება, ყოველწლიურად იხსნება ახალი სერვისცენტრები, რათა ადვილად ხელმისაწვდომი ვიყოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის. კომპანია 10 წლის ხდება ნოემბერში და ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება დაგროვდა გუნდში.

მუდმივად ხდება თანამშრომლების წახალისებაზე, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა, მეგობრული და უშუალო გარემოს უზრუნველყოფა. არ არსებობს მართვის მკაცრად ვერტიკალური სისტემა. მთავარი ღირებულებებია: თავისუფლება, გუნდურობა, სანდოობა და გამჭვირვალობა.

„ევროკრედიტი" არის ერთ-ერთი კომპანია იმ დიდ ჯგუფში − იგულისხმება ZUK MARBEL GROUP, რომლის შემადგენელი კომპანიები წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის, უკრაინაში, რუმინეთში, კონტინენტს მიღმა − აშშ-ში, აზიაში − ყაზახეთში. კომპანიის მასშტაბურობა დიდია და საქართველოშიც გვაქვს ამბიცია, რომ ბაზრის წილი გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე დღეს არის. ამის პოტენციალი ნებისმიერი მიმართულებით გვაქვს, იქნება ეს ფინანსური თუ ადამიანური რესურსების ნაწილი.

შესაბამისად, 2022-2023 წლები გარდამტეხი იქნება „ევროკრედიტისთვის" და სულ სხვა „წონით კატეგორიაში გადავა" ქართულ ბაზარზე, როგორც უნივერსალური მიკროსაფინანსო კომპანია, რომელსაც ექნება ყველა ის პროდუქტი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის იმ მომენტში იქნება დაშვებული.

მაღალხარისხიანი აუდიტორული მომსახურების მიღება მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის, თუმცა განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საფინანსო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, „ევროკრედიტი" უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიასთან, როგორიც არის Nexia TA.

2021 წლის ივლისში, ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც გულისხმობს მხარეთა აქტიურ თანამშრომლობას საფინანსო სექტორში საგადასახადო რეგულირების, ფინანსური აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით. აგრეთვე, მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ ფინანსურ სექტორში არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას ემსახურება.

„ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ასევე გვყავს არაერთი პარტნიორი სხვადასხვა მიმართულებით. Nexia TA.-ს შემთხვევაში, ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით. ამის მიღმა, ვთანამშრომლობთ ასევე სხვა, თუნდაც განსხვავებული პროფილის მქონე კომპანიებთან და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს".

ბოლო პერიოდში კომპანიამ გააფართოვა თანამშრომლობის არეალი არსებულ თუ ახალ პარტნიორებთან − ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო თუ სპორტული მიმართულებით. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, გულისხმობს მეტი შესაძლებლობისა და დოვლათის შექმნას, როგორც ბიზნესსუბიექტებისთვის, ასევე, მათი მომხმარებლებისთვის.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში, მათ შორის საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან, რომელთან ერთადაც უკვე ჩავატარეთ საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრი − საქართველოს შესარჩევი ჩემპიონატი FIA Rally Star Georgia, სადაც რამდენიმე ახალგაზრდას საკონტინენტო შეჯიბრზე მონაწილეობის შანსი მიეცა. გარდა ამისა, ჩვენ ვართ არაერთი შეჯიბრის, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონატის პარტნიორები.

აღსანიშნავია პროექტი „ევროკრედიტის თასი", რომელიც ასევე საავტომობილო სპორტის მიმართულების მხარდასაჭერად შედგა.

დავიწყეთ და ვახორციელებთ პროექტს, რომელსაც ჰქვია „მადლობა, რომ გზა დამითმე". სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, ეს გულისხმობს ჩვენს გზებზე მეტი წესრიგისკენ მოწოდებას. სამომავლოდ, არაერთი მსგავსი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი" - გვაცნობს მეტ დეტალს კომპანიაზე ირაკლი.

მისო „ევროკრედიტმა" მომხმარებლებს პირველად შესთავაზა განმეორებითი სესხის მიღება ან სასესხო ლიმიტის მოცულობის გაზრდა დისტანციურად, აპლიკაციის მეშვეობით. პროდუქტი არის ინოვაციური და სამომავლოდ გეგმაშია მისი დახვეწა, ხოლო „ევროკრედიტის" ფინტეკ-კომპანიად ჩამოყალიბება. ასევე, მათ განაახლეს ვებგვერდი.

„ინოვაციაა ფინტეკ-მიმართულება, სადაც ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერი მომსახურება, რომლებსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს, მიიღონ ონლაინ, შინიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად. ამისთვის ძალიან დიდი შრომა უკვე გაწეულია, ხოლო შედეგი უნდა დადგეს 2022-ში, როცა დაგეგმილი გვაქვს ფინტეკისკენ ტრანსფორმაციის მაქსიმიზაცია და ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველა იმ მომსახურების ხელმისაწვდომობა, რომელიც საფინანსო ორგანიზაციამ შესაძლებელია დისტანციურად უზრუნველყოს".

კერძო საფინანსო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, ცოდნისა და გამოცდილების ორმხრივი გაცვლა ყოველთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, მისო „ევროკრედიტმა" და რამდენიმე უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი თვალით ნახონ, როგორ მუშაობს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და არა მხოლოდ დამკვირვებლები იყვნენ ამ პროცესში, არამედ თავად გახდნენ ამ საქმიანობის ნაწილი.

„საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, ჩვენ ვცდილობთ აღმოვაჩინოთ ახალგაზრდა სტუდენტები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა და სურვილი, სწავლასთან ერთად, ადგილზე გაიარონ სწავლება. ყველას, ვისაც აქვს სწრაფვა და სურვილი, ჩაერთოს მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის არცთუ მარტივ საქმიანობაში, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ სამსახური და დაეუფლონ პროფესიას, განვითარდნენ და გადადგან პირველი ნაბიჯები".

დღეისათვის, სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე, სამართალწარმოებას ხანგრძლივი დრო სჭირდება. დროში გაჭიანურებულ საქმეებს, ასევე, ემატება სასამართლო და სხვა დაკავშირებული ხარჯები, რაც, საბოლოო ჯამში, არ არის ეფექტიანი ბიზნესსექტორისა და მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ, „ევროკრედიტმა" პორტფელის მართვის სისტემაში მედიაციის მექანიზმის დანერგვა დაიწყო და მემორანდუმი გააფორმა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან". „ევროკრედიტი" ბიზნესის მომავალს სწორედ დროულ მედიაციაში ხედავს და მიესალმება მედიაციის გზით დავების დარეგულირების მეთოდის გამოყენებას, რომლის საშუალებით, ორი ან რამდენიმე მოდავე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის შეთანხმებით დასრულებას.

„ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, საფუძველი ჩავუყარეთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპანიასა და უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, რომელიც უკვე გარდაისახა მთელ რიგ ქმედებებში. მედიაციის ნაწილში გადავდგით ქმედითი ნაბიჯები და ვცდილობთ დავნერგოთ შიდა სისტემაში. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც შემოიტანა არა მარტო მედიაცია, სადაც ვფიქრობთ, რომ გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც წარმოჩინდება უახლოეს მომავალში. ჩვენ ვართ მოწადინებულნი, მედიაცია წამოვწიოთ, რადგან მისი ეფექტურობა ბევრად მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე სასამართლოსი, ვინაიდან გაცილებით ნაკლებ დროში მეტ შედეგს აგენერირებს".

„ევროკრედიტი", ასევე, მნიშვნელოვნად ეხმარება დამწყებ ბიზნესებს. სტანდარტულ შემთხვევებში, როცა მომხმარებელი მიდის ფინანსურ ინსტიტუტში და აქვს იდეა დაიწყოს ახალი საქმე, როგორც წესი, სთხოვენ სხვადასხვა ინფორმაციას, ალტერნატიული შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტებს და ა.შ.

„ევროკრედიტში" მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ მოიტანოს თავისი იდეა და გეგმა, ხოლო ჩვენ, განხილვის შემთხვევაში დავაფინანსებთ და მივცემთ შესაძლებლობას განახორციელოს ის. ამ ეტაპზე დაფინანსება ხდება უძრავი ქონების უზრუნველყოფით. გარკვეულ ეტაპამდე მისვლის შემდეგ კი, დამატებით რესურსსაც გამოვყოფთ, რათა განვითარდეს, გაფართოვდეს და თუნდაც ექსპორტზე გავიდეს".

მიკროსაფინანსო ბაზარზე „ევროკრედიტი" განახლებულ მიდგომასა და ხედვას გვთავაზობს. ბოლო პერიოდში, უფრო სწრაფად დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესპროცესებში, რაც საშუალებას აძლევს მეტად მორგებული იყოს მომხმარებლების საჭიროებაზე. სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა, დიდია და გუნდი იმედოვნებს, რომ კიდევ მრავალი სხვა ინოვაციის შემომტანი იქნება ქართულ მიკროსაფინანსო სექტორში.

„გვაქვს ზრდის პოტენციალი, მოტივაციაც და გეგმაც, მივიღოთ მონაწილეობა იმ სოციალურ პროექტებში, რომელიც უკვე დაწყებულია − სპორტის მიმართულებით, საგანმანათლებლო და ა.შ. ვიმედოვნებთ, მომავალში უფრო მრავალფეროვანი სახით ვიქნებით წარმოდგენილნი. რაც შეეხება ახლო მომავალს, ნოემბერში, 10 წლის იუბილეზე, გვექნება სიურპრიზები და წამახალისებელი აქტივობები ჩვენი მომხმარებლებისთვის" - გვანდობს გეგმებს ირაკლი წურწუმია.

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე