Liloshop.ge - ყველაზე მსხვილი B2B ონლაინ-მაღაზია საქართველოში

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში LILOSHOP.GE პირველი ონლაინმაღაზიაა, რომელიც B2B-მომხმარებლების ყველაზე მსხვილ მომწოდებლად იქცა. მაშინ, როცა გაციფრულებული ეპოქის კვალდაკვალ, არაერთი ინტერნეტმაღაზია გამოჩნდა ქართულ ონლაინსივრცეში, „ლილოშოპი“ ფლაგმანობას არავის უთმობს! თუ როგორ ახერხებს ონლაინმაღაზია თანაბრად საინტერესო და მიმზიდველი იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის, „ლილოშოპის“ აღმასრულებელი დირექტორი − თენგიზ რაზმაძე გაგვიმხელს.

liloshop.ge

როგორ იქცა პირველი ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმალილოშოპი“ B2B-სეგმენტის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად?

ჯერ კიდევ 2015 წელს − მაშინ, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ გაციფრულების იდეა დაგვებადა და „ლილოშოპის“ ისტორიის წერას შევუდექით, მთავარ მიზნად დავისახეთ, ისეთი ონლაინსივრცე შეგვექმნა, სადაც ათასობით მაღაზიას მოვუყრიდით თავს, მაქსიმალურად შევინარჩუნებდით ხელმისაწვდომ ფასებს, და ეს შევძელით!

6000-ზე მეტი მაღაზიის პროდუქცია ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად; მრავალფეროვანი არჩევანი თითქმის ყველა ტიპის ბიზნესისთვის; უსაფრთხო ვაჭრობის შესაძლებლობა, მოქნილი გადახდისა და მომხმარებელზე ცენტრირებული მომსახურების პირობებით − ვფიქრობ, ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ჩვენთან ურთიერთობას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისთვის კომფორტულს, მომგებიანსა და საინტერესოს ხდის.

რა ტიპის კომპანიებთან თანამშრომლობს „ლილოშოპი“?

იმის გათვალისწინებით, რომ მრავალფეროვანი პროდუქცია გვაქვს, ჩვენთან თანამშრომლობენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები: სასტუმროები, ჰიპერმარკეტები, რესტორნები, კერძო და საჯარო სკოლები, სახელმწიფო ინსტიტუციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს, რის გამო ჩვენი სერვისით სარგებლობის სურვილს სხვადასხვა კომპანია არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც გამოთქვამს.

რატომ უჩნდებათ B2B-კომპანიებსლილოშოპთანთანამშრომლობის სურვილი?

ერთია მომხმარებელი დააინტერესო, მოიზიდო, და მეორე − შეინარჩუნო. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე რთულ და მთავარ გამოწვევად იქცევა ხოლმე ბიზნესში. ჩვენი ხედვა და მთავარი ღირებულებაა, ურთიერთობა ხანგრძლივად შევინარჩუნოთ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მომხმარებელთან კომუნიკაციის სრულ ციკლს, ვუსმენთ, მუდმივად ვცდილობთ ფიქრში დავეწიოთ, პატივი ვცეთ მათ ინტერესებს, გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს წვდომა „ლილო მოლის“ მეწარმეთა პროდუქციის მარაგებზე, შესაბამისად, მარტივად ვახერხებთ კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, მომხმარებელთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით უზრუნველყოფას. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დაარსებიდან დღემდე, ასობით მუდმივი მომხმარებელი გვყავს. ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის კი, არასდროს ვიშურებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ წინადადებებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ B2B-სეგმენტთან თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიაში ცალკეული დეპარტამენტი გვაქვს, რომელიც B2B-სექტორთან კომუნიკაციასა და დოკუმენტების მომზადების პროცესს უზრუნველყოფს.

 

მხოლოდლილო მოლისტერიტორიაზე არსებული პროდუქციის რეალიზაციას უზრუნველყოფთ თუ იმპორტსაც ახორციელებთ?

რასაკვირველია, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზების გარდა, იმპორტსაც ვახორციელებთ. ჩვენი ერთ-ერთი ხედვაა, ვიმოქმედოთ ოპერატიულად, ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების კვალდაკვალ! მაშინ, როცა „კოვიდ“-პანდემიის გამო ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტი გაჩნდა, ათობით კომპანია გვთხოვდა ნაგვის ურნებს: რაც Covid-უსაფრთხო გარემოსთვის ერთ-ერთი მთავარი რეგულაცია გახლდათ. რადგან ადგილობრივად ვერ ხერხდებოდა მიწოდების უზრუნველყოფა, უმოკლეს ვადებში ჩამოვიტანეთ და მოვამარაგეთ სასტუმროები, სახელმწიფო ინსტიტუციები, ბანკები, სკოლები და სხვა ორგანიზაციები.



გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სულ მალე ახალი წლის სამზადისი დაიწყება და ჩვენ წელსაც მოვამარაგებთ ნაძვის ხეებით როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. 

გვინდა იმ ფაქტსაც გავუსვათ ხაზი, რომ ადგილობრივ კომპანიებთან მუდმივად ვთანამშრომლობთ და შეკვეთის შემთხვევაში, მათ მიერ მოთხოვნილი საქონლის იმპორტიც შეგვიძლია. მაგალითად, ამ ეტაპზე ჰორეკა-სეგმენტს ვამარაგებთ ტექსტილითა და ჭურჭლით. ტექსტილის ხაზი ჰოლანდიური ბრენდით გვქონდა წარმოდგენილი, რადგან „ლილოშოპის“ დამფუძნებლები ამ ქვეყნის მცხოვრებლები არიან და მუდმივად ერთვებიან ჰოლანდიის ქარხნების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში.