Sponsored Content

ივენთი: Google Workspace როგორც მომავლის სამუშაო გარემო და კულტურა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევების საშუალებით დისტანციური სამუშაო სივრცე დღითიდღე მარტივდება და მომხმარებლის მოთხოვნებს მაქსიმალურად ერგება. საინტერესოა, რომ თანამედროვე ადამიანი ყოველ ახალ გამოწვევას ცოდნით პასუხობს, რაც საბოლოოდ უწყვეტ განვითარებას განაპირობებს.

2020 წელს მსოფლიო მოსახლეობას ბევრ ისეთ მოვლენასთან მოუწია შეგუება, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ გეგმავდა. დისტანციური მუშაობა სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო, თუმცა, 2021 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 66% საკუთარი ინიციატივით ცდილობს მოიწყოს ვირტუალური სამუშაო გარემო.

კომპანია Google-ის სამუშაო სივრცეს - Google Workspace -ს ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სერვისი (იგივე G-Suite) ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური შესაძლებლობებით, კომპანია გაუმჯობესებულ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და ზედმიწევნით ერგება მათ მოთხოვნებს.

საქართველოში Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი არის კომპანია Geosoft, რომელიც 16 და 25 ნოემბერს Google-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს ონლაინ შეხვედრებზე Google Workspace -თან დაკავშირებით.

16 ნოემბერს Google Workspace-ის არსებული მომხმარებლები პირველები შეიტყობენ უშუალოდ გლობალური კომპანიისგან - რა სიახლეები იგეგმება გუგლის სამუშაო გარემოში, როგორ ფართოვდება შესაძლებლობების არეალი და როგორი იქნება მუშაობის პროცესის სამომავლო განვითარება.

ქართველ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, კითხვები დასვან შეხვედრაზე განხილულ თემებზე:

  • ჯეოსოფტის წარდგენა
  • სამუშაო პროცესის მომავალი - რა ცვლილებებია დაგეგმილი?
  • ბიზნეს პროცესები (Enterprise Plus - ის უსაფრთხოება)
  • Endpoint Management (Chrome and Mobile Device Management)
  • ჯეოსოფტის მიერ შემოთავაზებული მომსახურებები (იმპლემენტაცია, მიგრაცია, ტრენინგები და სხვ.)

16 ნოემბერი, 11:00AM - 12:30 PM საათებში, ონლაინ შეხვედრაზე წინასწარი რეგისტრაციის ლინკი: https://geosoft.ge/events/

ციფრული ტრანსფორმაციის მსურველთათვის

25 ნოემბერს გუგლის წარმომადგენლები ჯეოსოფტთან ერთად შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ აღნიშნული მომსახურებით, თუმცა გეგმავენ სამუშაო პროცესის გამარტივებას და სურთ, აღმოაჩინონ Google Workspace -ის უპირატესობები.

ამ შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ თემებზე:

  • ჯეოსოფტის წარდგენა;
  • სამუშაო სივრცის მომავალი - გუგლის კოლაბორაციული კულტურა / Google
  • Google Workspace ბიზნესისთვის - HR, გაყიდვები, მარკეტინგი / Google
  • როგორ ეხხმარება Google Workspace ბიზნეს პროცესებს; / Google
  • მომხმარებელთა დამოკიდებულება;
  • როგორ დავიწყოთ მოგზაურობა Google workspace -ის სამყაროში Geosoft-თან ერთად;

25 ნოემბერი, 11:00AM - 12:30 PM, ონლაინ შეხვედრაზე წინასწარი რეგისტრაციის ლინკი: https://geosoft.ge/events/

ქართველ მომხმარებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს გუნდს, რომელიც ქმნის სამუშაო პროცესის ტექნოლოგიურ მომავალს, დასვას შეკითხვები და სამომავლოდ ისარგებლოს Google Workspace-ის შეუზღუდავი სივრცით Geosoft -თან ერთად.