You can be on Entrepreneur’s cover!

დეზინფორმაციის აღმოჩენისა და მონიტორინგის ონლაინ ხელსაწყოები მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში მომხარებლებმა გატესტეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ნოემბრის პირველ კვირას, მსოფლიოში მეწარმეობის კვირეული აღინიშნება. ამ კვირეულს წელს შეუერთდა სამი ქართული სტარტაპ კომპანია, Pulsar AI, Meta Mine და wavetech.ai, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველად დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან.

კვირეულის ფარგლებში კომპანიებმა ჟურნალისტებსა და დეზინფორმაციაზე მომუშავე მკვლევრებს სწორედ ამ პროგრამების პირველადი ვერსიები გააცნეს. Startup Grind თბილისის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის განმარტებით, 45 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია, რომელიც ამერიკის მთავრობამ დეზინფორმაციის გამოვლენისა და მონიტორინგის პლატფორმების შესაქმნელად გაიღო, აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.

„გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა, გაგვეტესტა ის პროდუქტები, რომლებიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის სამი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, რომლებსაც, ერთი მხრივ, დეზინფორმაციის შემცველი აუდიო და ვიდეო მასალები ტექსტად გადაჰყავს, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლებს ავტომატურად ატყობინებს საეჭვო აქტორების მხრიდან საჯარო ინფორმაციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ," - აცხადებს ტუხაშვილი.

პროგრამა, რომლის მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებს ემყარება. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, არსებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე დაშენდეს სხვა ბიზნეს ინიციატივები, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

"დეზინფორმაცია, კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ჩვენ მოვიფიქრეთ უნიკალურია ქართული ბაზრისთვის და ასევე შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისი ადაპტირებით, იგივე ტიპის დეზინფორმაციულ პრობლემებს გაუმკლავდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ეს, ბუნებრივია, გულისხმობს დამატებით ინვესტიციას, როგორც ჩვენთვის, ასევე, ქვეყნისთვის,"- ამბობს, Pulsar Al საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოსიკაშვილი.

მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ეს სამი ინოვაციური ტექნოლოგია უკვე გატესტეს მომხმარებლებმა, კერძოდ დეზინფორმაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა. მედიასაშუალება „აი, ფაქტის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ პროგრამები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ჟურნალისტებმა მაქსიმალურად სწრაფად აღმოაჩინონ დეზინფორმაცია.

„სიახლე არავისთვისაა, რომ საქართველოსა და მსოფლიოში დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას მედიაში, ვინაიდან ინფორმაციის გადამოწმებას დიდი დრო უნდა. ეს ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ისეთი შრომა როგორიცაა, რეესტრში ქექვა, აუდიო-ვიზუალური მასალის გაშიფვრა და მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება დეზინფორმაციის გამოწვევებზე, " - ამბობს ბაქრაძე.

კომპანიები, კონკურსის წესით შეირჩა და ამ ტექნოლოგიის შესაქმნელად USAID-მა ჯამში 42, 500 აშშ დოლარი გამოყო. პროექტი Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობით ხორციელდება და მომავალში სხვა, სტარტაპ კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს.

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე