სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური მეწარმეობის რიგით მეათე ფორუმი გაიმართა

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და მისი განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა.  ღონისძიებაში მონაწილეობენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას.

enrtrepreneur.ge

,,ჩემთვის და ზოგადად, ევროკავშირის დელეგაციისთვის აქ, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმზე დასწრება ბევრი მიზეზის გამო. ფორუმი აღნიშნავს 10 წლის იუბილეს და გარდა იმისა, რომ ეს თავისთავად აღსანიშნი მიზეზია, ის ასევე მოწმობს იმისაც, რომ სოციალური მეწარმეობა არ არის მხოლოდ ტენდენცია ან მოდა, არამედ სულ უფრო და უფრო მეტი ძალაა. ევროკავშირი ძალიან სერიოზულად ეკიდება სოციალურ მეწარმეობას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და გავაგრძელოთ მომავალში  სექტორის მხარდაჭერა.“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა დანიელ რაჩკოვსკიმ.



ამ დღის კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა იყო. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები პოტერია, მეგობარი და დადარი გახდნენ.

ფარული კენჭისყრის გზით წლის სოციალური საწარმოს ნომინაციის გამარჯვებული სოციალური საწარმო ,,დადარი“ გახდა.  ,,დადარმა“ მიიღო ,,წლის სოციალური საწარმოს“ სტატუსი და ფულადი ჯილდო უნიკალური მხარდამჭერისგან, კომპანია ,,სოკარისგან“, საწარმოს განვითარებისთვის. 

ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა - სპიკერები წარმოდგენილი იყვნენ სივრცეში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, ხოლო დაინტერესებული პირები ღონისძიებას  პლატფორმა Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალს.

ფორუმის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, BDO საქართველო, არქი, სოკარი, ბოდიშოპი, ეიჩესი ჯგუფი, ბიზნესპარტნიორი, MAC Georgia, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფორუმის მუდმივი მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.