You can be on Entrepreneur’s cover!

კომპანიის რომელი ხარჯები შეკვეცეთ? ჩვენ 6 ანტრეპრენერს ვთხოვეთ აზრის გამოთქმა ამ საკითხის შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის მფლობელები უწინდებურად მოქნილები რომ დარჩნენ, ხშირად თავიდან უნდა გადახედონ იმას, თუ რა სჭირდებათ მათ ნამდვილად და რა არა. ჩვენ ექვს ანტრეპრენერს ვთხოვეთ აზრის გამოთქმა ამ საკითხის შესახებ. კერძოდ, ვკითხეთ: თქვენი აზრით, რომელი ხარჯების გარეშე ექნებოდა თქვენს კომპანიას უკეთესი მდგომარეობა?

1. თავდაპირველად, ბიზნესი ააწყეთ და შემდეგ ატეხეთ ხმაური

„ნამდვილად მაცდურია ფულის დახარჯვა ისეთ მიმზიდველ სფეროებზე, როგორიცაა PR-ი და ღონისძიებები. ბრენდის პოპულარიზაცია მართლაც მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ ასეთ შემთხვევებში დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ დისტრიბუციის ქსელი კარგად გაქვთ აწყობილი და სათანადოდ ისარგებლებთ აქციებით. ადრე, ჩვენ ფულს იმაში ვხარჯავდით, რომ აჟიოტაჟი ამტყდარიყო, მაგრამ შესაბამისი საცალო დისტრიბუცია არ გვქონდა, რათა ამ ღონისძიებებისათვის მხარი დაეჭირა. ჩვენ იმ დროს ვიჩქარეთ, როდესაც უნდა მოგვეცადა და დავრწმუნებულიყავით, რომ მთელი ჩვენი ეკოსისტემა ადგილზე იყო" - ჯენიფერ როსსი, თანადამფუძნებელი, Swoon

2. დაემშვიდობეთ ოფისს

„ჩვენ ანონიმურად ჩავატარეთ გამოკითხვა საკუთარ თანამშრომლებს შორის, დაბრუნდებოდნენ თუ არა ისინი ოფისში COVID-ის პანდემიის დამთავრების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი ან ნეიტრალურად იყო განწყობილი, ან კიდევ, წინააღმდეგი იყო სრული სამუშაო დღით სამსახურში დაბრუნების. პანდემიამ დაამტკიცა, რომ პროდუქტიულობა სულაც არ ზარალდება, როდესაც შინიდან მუშაობ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კომპანია ლოს ანჯელესშია, სადაც გზები უკიდურესად გადატვირთულია და თანამშრომლებს ის დამატებითი დრო უჩნდებათ, რომელსაც სავარაუდოდ გზაში გაატარებდნენ, სამსახურში რომ დადიოდნენ". - გრეის ლი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Birdy Grey

3. გაითვალისწინეთ თქვენი კომპანიის ზომა

„ჩვენ DTC (პირდაპირ მომხმარებელს შუამავლის გარეშე) სტარტაპი ვართ და სოციალური ქსელების მოსასმენად სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა და ინსტრუმენტები ვცადეთ, რომლებიც ჩემი აზრით, შესაძლებლობას მოგვცემდა დაგვედგინა, რა განწყობა იყო საზოგადოებაში კომპანიის მიმართ და როგორი რეპუტაცია ჰქონდა ბრენდს. მაგრამ ჩვენი მოცულობის კომპანიისთვის ეს პროგრამები ისე სასარგებლო არ აღმოჩნდა, როგორც ვვარაუდობდი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სხვადასხვა პლატფორმა მოვსინჯოთ, მაგრამ მივხვდი, რომ რაც დიდი კომპანიებისთვისაა სასარგებლო, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს საჭირო ჩვენი მოქნილი გუნდისთვის" - ები მორგანი, თანადამფუძნებელი და მარკეტინგის მიმართულების დირექტორი/ Cuup

4. უარი თქვით სუვენირებზე

„თავიდან აღფრთოვანებული ვიყავი იმ იდეით, რომ ჩვენი კომპანიის ლოგო მაისურებზე უნდა დაგვეტანა და რასაც მოვიფიქრებდით, კიდევ ბევრი სხვა ამგვარი გაგვეკეთებინა, მაგრამ სინამდვილეში საკითხავია, განა ვის მოსწონს ძალიან კორპორაციული ბრენდის ტარება? როგორც კი ჯონ რუჰლინის წიგნი აღმოვაჩინე საჩუქრების გაკეთების ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ, თვალი ამეხილა. მივხვდი, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონოდა საჩუქრების მიმართ და როგორ გამეკეთებინა ეს სწორად". - მარკ ბაკერი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Stuga

5. Zoom-ის შედარებით ადრეულ ვერსიაზე გადადით

შესაძლოა, საკამათო საკითხი აღმოჩნდეს, სწორი იყო თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ ჩვენი ხელმოწერა გავაუქმეთ Zoom-ზე. მისი უფასო ადრეული ვერსიაც მშვენივრად მუშაობს და ფაქტობრივად, ის ნამდვილად გვაიძულებს, ყველა შეხვედრა 40 წუთზე ნაკლებ დროში ჩავატაროთ. გაოცდებით, როდესაც ნახავთ, რამდენად ეფექტური იქნებით შეხვედრაზე, როდესაც იცით, რომ დროში ხართ შეზღუდული. თქმაც არ უნდა იმას, რომ თითოეული ადამიანის დრო უზომოდ ძვირფასია, იძულებითმა ხანმოკლე შეხვედრებმა კი ჩვევა გაგვიჩინა, რომ ერთმანეთის დროს გავუფრთხილდეთ და ამიტომ უკვე პირდაპირ გადავდივართ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე". - არი ჰეფტერი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Noshinku

6. გააფართოვეთ თქვენი ციფრული ჰორიზონტებ

„ჩვენ $1 მილიონზე მეტი თანხა გამოვყავით 2020 წლის მარტამდე, რათა 20 ტრენერი და 1500 ინსტრუქტორი შეგვეკრიბა მრავალდღიანი ინტენსიური ტრენინგის სესიებზე მთელი მსოფლიოდან. პანდემიამ გვაიძულა, ონლაინ რეჟიმში გადაგვეტანა სესიები და უნდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ გაამართლა! და რადგან ჩვენს ტრენერებს არ უწევდათ მთელ მსოფლიოში მოგზაურობა, ეს თანხა საერთოდ არ დახარჯულა ზაფხულის ბოლოსთვის. გარდა ამისა, მოგზაურობასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც ბევრი დავზოგეთ და მაღალი ხარისხის ტრენინგის ჩატარებაც შევძელით თითქმის იმავე შედეგებით, რაც ჩვენს დასწრებულ სესიებზე იყო. სავარაუდოდ, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი პერსონალის ონლაინტრენინგს და ეს უკეთ და უკეთ გამოგვივა". - პიტ ინგრემ-კაუჩი, აღმასრულებელი დირექტორი, iD Tech

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი