You can be on Entrepreneur’s cover!

საავადმყოფოს საწოლის სახლში ქონის უპირატესობები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Hospitals

ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც გაგვაჩნია, ამიტომ, როცა ის უარესდება, ცხადია, მის თანმდევ სტრესთანაც გვიწევს გამკლავება. ამ უკანასკნელს კი ხშირად ის ფაქტი ამწვავებს, რომ საავადმყოფოში დიდი დროის გატარება გვიწევს და ჩვენი ოჯახის მოშორებით ვიმყოფებით.

საბედნიეროდ, დღესდღეობით არის საშუალება ამ პრობლემის გადაჭრისა და ეს საავადმყოფოს საწოლის სახლში ქონაა. ხშირად ამბობენ, რომ კარგი საწოლი ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა. ვერაფერი ჩაანაცვლებს ჯანსაღ ძილს. მშვიდი ძილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესში ხართ, ან ებრძვით რომელიმე დაავადებას. იხილეთ hospital bed - ების ფართო არჩევანი.

რეალობა ისაა, რომ ყველა საწოლი ერთნაირად არ არის შექმნილი. ეს კიდევ უფრო ცხადი ხდება, როცა ტრავმის, ქირურგიის ან ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელების ეტაპს გადიხართ და დღის უმეტეს ნაწილს საწოლში ატარებთ.

გადაადგილების პრობლემების მქონეებმა ასევე იციან სწორი საწოლის ქონის უპირატესობებისა და მეტიც, აუცილებლობის შესახებ. საწოლიდან ადგომა შეიძლება რთული იყოს. სწორი საწოლი გაგიადვილებთ გადაადგილებას, თქვენს მომვლელს კი თქვენს დახმარებას.

საავადმყოფოს საწოლი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტიპის საწოლია მობილობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ამასთან, ის არ არის მხოლოდ საავადმყოფოებისთვის განკუთვნილი, მისი გამოყენება შეგიძლიათ სახლშიც. ის შესანიშნავი ვარიანტია იმისთვის, რომ შეგიქმნათ თქვენ ან თქვენს ახლობლებს სახლში მაქსიმალური კომფორტი და შეგიქმნათ მარტივად ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების გარანტია.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ სახლში საავადმყოფოს საწოლის დაყენების უპირატესობებს:

1. მომვლელისთვის უფრო მარტივია თქვენი დახმარება.

საავადმყოფოს საწოლები მარტივად შეიძლება დარეგულირდეს. მათი გადაადგილება შესაძლებელია ზევით და ქვევით, რაც გაგიადვილებთ საწოში წამოჯდომასა და საწოლიდან ადგომას. ისინი ასევე უადვილებენ მომვლელს თქვენს დახმარებას. გარდა ამისა, მასში უფრო ბუნებრივი და ნაკლებად უხერხული პოზის მიღება შეგიძლიათ მშვიდი ძილისთვის.

2. კომფორტული ძილი

კარგი ღამის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, გაქვთ გადაადგილებისა თუ ჯანმრთელობის პრობლემები, კომფორტის შექმნა საკუთარი თავისთვის და ძილის სწორი პოზის პოვნა შეიძლება რთული იყოს.

საავადმყოფოს საწოლი საშუალებას მოგცემთ მარტივად დაარეგულიროთ თქვენი პოზიცია.

დარჩით თქვენს საყვარელ სახლში კიდევ უფრო საყვარელ ადამიანებთან ერთად საავადმყოფოს საწოლის სახლში დაინსტალირების გზით.

3. უსაფრთხოება

საავადმყოფოს საწოლები შექმნილია უსაფრთხოდ. შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი საწოლის გვერდითი რელსები, რათა თავიდან აიცილოთ საწოლიდან გადმოვარდნა. ეს რელსები ასევე გაძლევთ საშუალებას, შეცვალოთ საწოლის პოზიცია სურვილისამებრ - ისე, როგორც მოგიხერხდებათ.

hospital bed for sale გთავაზობთ სახლში განსათავსებელ საავადმყოფოს საწოლებს, რომლებიც ყველა სახის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მობილობის პრობლემების მქონე ადამიანს დაეხმარება.

4. სახლური გარემოს შექმნა

შეგიძლიათ თქვენს სახლში განთავსებულ საავადმყოფოს საწოლზე მოვლის სხვადახვა ტიპის აღჭურვილობა დაამატოთ. საავადმყოფოს საწოლი არ არის მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების; დღესდღეობით, ის უფრო კომფორტულია, რაც საშუალებას იძლევა უფრო გამოჯანმრთელების გზაზე ნაკლები უსიამოვნებები განიცადოთ. ჯერ მხოლოდ უკეთესი ძილი და საავადმყოფოს მოსაწყენ პალატაში ყოფნის თავიდან არიდება რად ღირს!

იმისათვის, რომ უფრო შინაურული გარემო შეიქმნათ, შეგიძლიათ საწოლს სახლის მოვლის აღჭურვილობის ფართო სპექტრის დაუმაგროთ, მაგალითად, წიგნის საკითხავი განათება, საუზმის მაგიდა და სხვა. მსგავს სახლურ აქსესუარებს შეუძლიათ დაგავიწყონ, რომ სამედიცინო დანიშნულების საწოლში იმყოფებით.

დასკვნა

საავადმყოფოს მოდელები ბევრად უფრო შესაფერისია გამოჯანმრთელების პერიოდში პაციენტების კომფორტისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი საწოლები. თუმცა, ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, როცა საქმე ამ თემას ეხება, ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ საწოლი და მისი მახასიათებლები თქვენს კონკრეტულ სურვილებს.

დღევანდელ ბაზარზე ხელმისაწვდომია საავადმყოფოს საწოლების მრავალფეროვანი არჩევანი, განსხვავებული სტილით, დიზაინით და ფუნქციებით, რომელნიც ერგებიან ბიუჯეტის ფართო სპექტრს. ასე რომ, მთავარია სურვილი, არჩევანი კი თქვენზეა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"