"მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე" – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალი აშენებული ბინის ძებნისას ვითვალისწინებთ უამრავ ფაქტორს: ფასს, ფართს, ბინის მახასიათებლებს, მდებარეობას, საჭირო სერვისებთან და მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვეს, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას, ასევე მშენებლობის დასრულების დროს, გადახდის და ჩაბარების პირობებს და სხვა დეტალებს. ჩამოთვლილი ყველა საჭიროება და საქართველოში არსებული 200-ზე მეტი აქტიური დეველოპერული კომპანია უძრავი ქონების პლატფორმა Myhome-მა განახლებულ მოდულში გააერთიანა. 

my.ge

განახლებულ მოდულში მომხმარებელი ნახავს, მისთვის საინტერესო დეველოპერული კომპანიების უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, მშენებლობის უპირატესობებს, სპეციალურ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს, ყიდვის და გადახდის ყველა პირობას, ინფორმაციას შიდა განვადების და პარტნიონი ბანკების შესახებ. ნახავს ბინის სიახლოვეს მდებარე ობიექტების, როგორიცაა: მეტროს სადგური, სატრანსპორტო გაჩერებები, საპარკინგე ადგილები, მარკეტები, სპორტული მოედნები და სხვა. მიიღებს ინფორმაციას, ჩაბარების შემდგომ მომსახურებებზე, უსაფრთხოებაზე, ენერგო ეფექტიანობაზე და საპარკინგე სისტემაზე. 

დეველოპერული კომპანიებისთვის კი განახლებული მოდული არის შესაძლებლობა თითოეულ მომხმარებელს თვალსაჩინოდ ანახოს საკუთარი უპირატესობები, გააცნოს პროექტები და მუდმივად შეთავაზოს ფასდაკლებები და სხვა სპეციალური პირობები. 

დეველოპერული კომპანიის შეთავაზებები ინტეგრირებული იქნება Myhome-ის ძირითად ძებნის ნაწილშიც, რომლის მეშვეობით, ყოველთვიურად, 500 000-ზე მეტი უძრავი ქონებით დაინტერესებული მომხმარებელი ეძებს და პოულობს სასურველ ქონებას. თავად კომპანიის გვერდი, დეველოპერებს შეეძლებათ გამოიყენონ საკუთარ ვებ-გვერდად, თვითონვე მართონ და მისი მეშვეობით სრულყოფილად წარმოაჩინონ კომპანიის უპირეტესობებს. ამასთან ერთად, Myhome-ის მოდულის დახმარებით მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ლიდებს (ინფორმაციას მათი პროექტებით დაინტერესებულ მომხმარებელზე), რაც დაეხმარება უძრავი ქონების გაყიდვაში, დაუზოგავს ხარჯებს და დროს.