You can be on Entrepreneur’s cover!

19 ბრძნული აზრი მადლიერებაზე, დადებითი განწყობის შესაქმნელად

By Sherrie Campbell

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მადლიერების გამოხატვა მეტმიღების გარანტი არ არის. ეს მხოლოდ იმის გარანტია, რომ იმდენი გექნებათ, რამდენიც ადამიანისთვისაა საკმარისი.

ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, თუ რა მძიმე წელი გვქონდა, დანაკარგებისა და უამრავი ცვლილების ჩათვლით. ახალი ამბები თითქმის ყოველთვის ტრაგიკულ ისტორიებსა და დიდ უბედურებებზე იუწყებოდნენ − მასობრივი სროლა იქნებოდა ეს თუ ტერორისტული აქტები. უზომოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ თვითონ ვცადოთ და ისე შევცვალოთ მოვლენები, როგორც თავად გვსურს. ჩვენ, როგორც ანტრეპრენერებმა, ლიდერებმა და ინფლუენსერებმა, ამას სერიოზულად უნდა შევხედოთ.

ემოციები გადამდებია − ეს უდავო ჭეშმარიტებაა. ძალადობა კიდევ მეტ ძალადობას შობს, ისე, როგორც მადლიერება მეტი წარმატების, ბედნიერებისა და მშვიდობის წინაპირობაა. ჩვენ განსხვავებულად უნდა დავიწყოთ აზროვნება, იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ გადავჭრათ ჩვენი პრობლემები. კვლავ ავიღოთ საკუთარ თავზე ვალდებულება და ჩვენი შვილები ისეთ სამყაროში აღვზარდოთ, სადაც მათ არც ძალადობის შეეშინდებათ და არც სიკვდილის. მათში სიყვარული გავაღვივოთ, ისინი სიკეთისა და წარმატებისკენ მივმართოთ.

ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე ცნობილ ციტატას მადლიერებაზე, რომლებიც აზროვნების შეცვლაში დაგეხმარებათ.

  1. „მადლიერება ზრდაშიც გეხმარებათ და განვითარებაშიც. მადლიერების გრძნობას სიხარული და ხალისი მოაქვს თქვენი და ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომლებიც გარშემო გახვევიათ", − ეილინ კედი.
  2. „იმ ადამიანების მადლიერები ვიყოთ, რომლებსაც ბედნიერება მოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში. ისინი შესანიშნავი მებაღეები არიან, რომლებიც ჩვენს სულებს აიძულებენ, აყვავდნენ", − მარსელ პრუსტი.
  3. „იზრუნეთ იმაზე, რომ ჩვევად გექცეთ, მადლიერი იყოთ ყოველი სიკეთისთვის, რაც ამქვეყნად გეძლევათ და ეს მადლიერება გამოხატოთ კიდეც. თქვენს წინსვლას ყველაფერმა შეუწყო ხელი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდებოდა და ამიტომ, ამ ყველაფრის მიმართაც უნდა გამოხატოთ მადლიერება", − რალფ უოლდო ემერსონი.
  4. „შესაძლოა წუხელ ვადაგადაცილებულ გადასახადებზე, ფინანსების ნაკლებობაზე, პრობლემურ ადამიანებსა და სირთულეებზე ფიქრში ჩაგეძინათ, მაგრამ დღეს დილით რომ გაიღვიძეთ, ამისათვის მადლობელი თუ ხართ? თუ არა, ალბათ იმიტომ, რომ დაგავიწყდათ − მადლი იქ მოედინება, სადაც ქება-დიდება ისმის. ეს კი სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მადლიერი იყოთ", − იანლა ვანზანტი.
  5. „თუ ბედნიერად გრძნობთ თავს, ეს თქვენი პირადი ძალისხმევის შედეგია. თქვენ იბრძვით მისთვის, თქვენ ილტვით მისკენ, თქვენ დაჟინებით მოითხოვთ მას და ზოგჯერ მის საძიებლად მთელი მსოფლიოს გარშემოც კი მოგზაურობთ. მადლიერების გამოხატვა აუცილებელია, და ეს არასოდეს უნდა დაიზაროთ", ელიზაბეტ გილბერტი.
  6. მადლიერება მაგნიტს ჰგავს რაც უფრო მადლიერი ხართ ცხოვრების, მით მეტს მიიღებთ და ამის გამო, კიდევ უფრო მადლიერი იქნებით", − იანლა ვანზანტი.
  7. ბრძოლა იქ მთავრდება, სადაც მადლიერება იწყება", − ნილ დონალდ უოლში.
  8. ნამდვილი სიყვარულია, როდესაც მასაც კი გაუხსნი გულის კარს, ვინც არ გიყვარს. ნამდვილი მადლიერება ის არის, როდესაც მაშინაც კი იხდი მადლობას, როდესაც ყველაფერი სრულყოფილი არ არის. ნამდვილი სიკეთე სხვისთვის იმის გაზიარებაა, რაც თვითონაც ძალიან ცოტა გაქვს. ნამდვილი გამბედაობა შეუძლებელსესაძლებლად ხდის დიდი რწმენით", − ბრაიანტ მაკგილი.
  9. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ოდესღაც ცუდად მომექცა, რადგან თქვენ მასწავლე, რომ კიდევ უფრო კეთილი უნდა ვიყო სხვების მიმართ", − სტივენ ეიჩისონი.
  10. როდესაც შესანიშნავი ცხოვრება გაქვს, მადლობა თქვი, იზეიმე, ხოლო როდესაც მწარე ცხოვრება გაქვს, მაშინაც მადლობა თქვი და გაიზარდე", − შონა ნიკვისტი.
  11. შენს ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ცუდად მოგექცევიან. აუცილებლად მადლობა გადაუხადე მათ იმისათვის, რომ ასეთი ძლიერი გაგხადეს", − ზიგ ზიგლარი.
  12. წარმატებული და სრულფასოვანი ცხოვრების ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი მადლიერებაა", − ჯეკ კენფილდი.
  13. „გული სიხარულით მევსება, როდესაც საკუთარ თავს ვაძლევ იმის აღიარების უფლებას, რომ სინამდვილეში ყველაფერი შესანიშნავადაა", − მარიანა უილიამსონი.
  14. სრულიად საკმარისი იქნება, თუ ერთადერთი ლოცვა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იმეორებ, ასე ჟღერს − დიდი მადლობა", − მაისტერ ეკჰარტი.
  15. „თითოეულ კეთილ საქმეს თავისი ფესვები სიკეთის დაფასების ნიადაგში აქვს გამჯდარი", − დალაი ლამა.
  16. ბედნიერია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შრომობს, ძალიან ცოტას წუწუნებს და მადლობელია ცხოვრების თითოეული წვრილმანისთვის", − უცნობი ავტორი.
  17. „თუ ჩვენი ყოველი დღე მომდევნოს ჰგავს, ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, მათ ცხოვრებაში რამდენი კარგი ხდება ყოველდღიურად", − პაულო კოელიო.
  18. „დაე, მადლიერება იყოს ის ბალიში, რომელზეც ღამის ლოცვის სათქმელად დაიჩოქებ და რწმენა იყოს ის ხიდი, რომელსაც ბოროტების დასაძლევად და სიკეთის მისაღებად ააშენებ", − მაია ანჯელოუ.
  19. უმადური გული ვერც კი გრძნობს, რამდენი სიკეთე ეძლევა, მადლიერი გული კი ყოველ წუთას გრძნობს, თუ როგორ ლოცავს ზეცა", − ჰენრი უორდ ბიჩერი.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია