You can be on Entrepreneur’s cover!

Logisticswise - ლოგისტიკის მენეჯმენტის პლატფორმა ბიზნესპროცესების გასამარტივებლად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Logisticswise

ელექტრონული სერვისების განვითარებასთან, ერთ-ერთ მთავარ რგოლად ლოგისტიკური სერვისების მიწოდება ყალიბდება. დარგის საჭიროება განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიამ დაგვანახვა მაშინ, როდესაც გადაადგილებასთან დაკავშირებული ფაქტორები ბიზნესს საკუთარი საქმიანობის დროულად და ხარისხიანად განხორციელებაში უშლიდა ხელს. სწორედ ამ პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა პლატფორმა Logisticswise-მა მოახერხა. Logisticswise-ის მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს დაეხმაროს ელექტრონული კომერციის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის გამარტივებაში და შეუქმნას ლოგისტიკის სრული პროცესების მართვის ერთიანი პლატფორმა.

Logisticswise-ის სიახლეებისა და სამომავლო, გლობალური გეგმების შესახებ Entrepreneur კომპანიის დამფუძნებელს, ელიზბარ ლომინაძეს ესაუბრა.

„დღევანდელ დღეს ელექტრონული კომერციის ბაზარზე შესვლა კომპანიებისთვის საკმაოდ შრომატევადი და ხარჯიანია. ხშირ შემთხვევაში, ისინი ვერც კი ახერხებენ საკუთარი ბიზნესის გაციფრულებას. იმისათვის, რომ კომპანიამ განავითაროს საკუთარი ელექტრონული კომერციის ბიზნესი, გარდა შესაბამისი ფუნქციონალით სრულად გამართული საიტისა, სჭირდება საწყობი, აღრიცხვისა და მართვის პროგრამა, მიწოდების სერვისი და ქოლცენტრი. ამ ყველაფრის ნულიდან შექმნის ფუფუნება მხოლოდ მსხვილ ორგანიზაციებს აქვთ, ეს რამდენიმე ათეული ათასი დოლარის დანახარჯს უკავშირდება და წარუმატებლობის შემთხვევაში, ისინი საკმაოდ მსხვილ ფინანსურ ზარალს განიცდიან", − აცხადებს ელიზბარ ლომინაძე.

მთავარი ღირებულება, რომელსაც კომპანია კლიენტებს უქმნის, არის გამარტივებული პროცესები. ერთადერთი, რაზე ზრუნვაც მათ უწევთ, პროდუქციის გაყიდვაა. ყველა სხვა დანარჩენი საქმიანობა სრულად იმართება Logisticswise-ის მიერ. მომხმარებელი აგზავნის პროდუქციას საწყობში, რომელსაც კომპანია ასაწყობებს და ქმნის დისტანციურ წვდომას საწყობზე, მომხმარებელს უგზავნის ონლაინშეკვეთებს მარტივი პლატფორმის მეშვეობით, ახორციელებს მიწოდებას და აგენერირებს მარაგებისა და გაყიდული რაოდენობის ონლაინრეპორტებს. ორგანიზაციის საწყობი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტითა და უსაფრთხოების სისტემებით, რაც მომხმარებლებს სტაბილურობის განცდას უქმნის. გარდა ამისა, საცავში ტვირთის განთავსებით კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ საწყობი ნულოვანი ფიქსირებული ხარჯით და თავი აარიდონ ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა საწყობის მართვისთვის საჭირო პერსონალი, კომუნალური გადასახადები და სხვა.

Logisticwise არის პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია ყველა ის სერვისი, რაც აუცილებელია ონლაინ ვაჭრობისთვის, პროდუქციის საწყობში მიღებიდან მომხმარებელთან მიტანამდე. ჩვენი მიზანია, ვაჭრობის სფეროში ჩართულ ნებისმიერ კომპანიას შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, ავარიდოთ ზედმეტი ფიქსირებული ხარჯები და გავზარდოთ მათი მომგებიანობა. ჩვენი სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერს, იქნება ეს მცირე ბიზნესი თვეში 5-10 შეკვეთით, თუ მსხვილი კომპანია, რომლის ბრუნვა აღემატება ყოველთვიურად 10 000-20 000 შეკვეთას", − განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

შესაძლებელია ითქვას, რომ Logisticwise-ის გამოყენებით, კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა მაქსიმალურად შეამცირონ ფიქსირებული ხარჯების ტვირთი და გახადონ ბიზნესი მეტად მოქნილი. შესაბამისად, გადაიხადონ ლოგისტიკურ სერვისებში მხოლოდ არსებული ტვირთისა და შეკვეთების მოცულობიდან გამომდინარე, და ჰქონდეთ სრულიად აწყობილი ელექტრონული კომერციის მართვის მიმართულება ყოველგვარი ფიქსირებული ინვესტიციის გარეშე. ყოველივე ამას ზემოხსენებული კომპანია აღწევს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გაზიარების ეკონომიკის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვითა და განხორციელებით საქართველოს ბაზარზე.

Covid-19-ის პანდემია და გამოწვევები კი კომპანიამ შესაძლებლობად გარდაქმნა:

„პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნა და ცვლილებები მოიტანა ლოგისტიკის ინდუსტრიაში: ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინ ვაჭრობის წილი. შესაძლებელია ითქვას, რომ რამდენიმე წლით დაჩქარდა ეს პროცესი, შეიცვალა მომხმარებლების ქცევა, რაც სამომავლოდ ამ ტენდენციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, პანდემიამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა კომპანიებისთვის ეფექტურობა და მოქნილობა, რომლის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ფიქსირებული ხარჯების წილის სიმცირეა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისების აქტუალურობა განაპირობა და დადებითად აისახა კომპანიაზე", − აცხადებს ელიზბარ ლომინაძე.

ადგილობრივ წარმატებასთან ერთად, Logisticswise-ის პროფესიონალთა გუნდი სამომავლოდ გლობალურ ბაზარზე სრულ ტრანსფორმაციას გეგმავს:

„ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე სიახლეების დანერგვით გამოვიწვიოთ და სრული ტრანსფორმაცია გავუკეთოთ ლოგისტიკის ინდუსტრიას. მუდმივად ინოვაციური სერვისების დანერგვით, მოვახერხოთ ჩვენი კლიენტი კომპანიების ეფექტურობისა და მომგებიანობის ზრდა და ავამაღლოთ ჩვენი სერვისის ცნობადობა. მოთხოვნის პარალელურად, დავამატებთ სასაწყობო სივრცეებს და ბიზნესპროცესებს საქართველოს გარეთ, ამიერკავკასიის რეგიონში განვავითარებთ", – Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს ელიზბარ ლომინაძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.