You can be on Entrepreneur’s cover!

Neuralink ადამიანებზე პირველ ცდებს მომავალი წლიდან დაიწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

7 დეკემბერს, Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებულ გენერალურ დირექტორთა საბჭოს სამიტზე, ილონ მასკმა მედიას მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საკუთარი კომპანიების ისეთი საინტერესო პროექტების შესახებ, როგორებიცაა: Cybertruck Tesla, Starship Space X და თავის ტვინის იმპლანტები Neuralink-ისგან.

Neuralink-ისგან ქმედით ნაბიჯებს საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელის, რაზეც მასკმა განაცხადა, რომ FDA-ისგან დასტურის შემთხვევაში, იგი უკვე 2022 წლიდან დაიწყებს ადამიანებზე ცდების ჩატარებას.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ FDA მომავალ წელს უფლებას მოგვცემს მიკროჩიპები გამოვიყენოთ ზურგის ტვინის მძიმე ტრავმების მქონე პაციენტების მკურნალობისათვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი იმპლანტების სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას აშშ-ის საკვებისა და წამლების ასოციაცია მოითხოვს. ისევე, როგორც Tesla-ს უსაფრთხოების სტანდარტი ბევრად აღემატება აშშ-ის მთავრობის მოთხოვნებს", − განაცხადა Neuralink-ის გენერალურმა დირექტორმა.

Neuralink-მა შექმნა მოწყობილობა, სახელად N1 Link, რომელიც განკუთვნილია ტეტრაპლეგიით (დამბლის ერთ-ერთი სახეობა) დაავადებული ადამიანებისათვის. პაციენტის ტვინში იმპლანტირებული მოწყობილობა უსადენო კავშირით გადასცემს მონაცემებს მთავარ კონტროლერს. Neuralink-მა უკვე ჩაატარა ცდები მაიმუნზე, რომელიც ამ ტექნოლოგიის დახმარებით მხოლოდ გონების ძალით თამაშობს ვიდეოთამაშებს.

„მინდა ვთქვა, რომ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ ტექნოლოგიის პერსპექტივებს. ვფიქრობ, Neuralink-ის დახმარებით, მოგვეცემა შანსი სრულად აღვადგინოთ ზურგის ტვინის ტრავმის მქონე ადამიანების სხეულის სასიცოცხლო ფუნქციები. ცხადია, ეს მხოლოდ შანსია, რომ ადამიანებს, რომლებიც ვერ იყენებენ კიდურებს, მიეცეთ შესაძლებლობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. ეს უზარმაზარი საქმეა და არ მინდა მასზე უსაფუძვლოდ დიდი იმედი დავამყარო. თუმცა სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს შესაძლებელია", − აცხადებს ილონ მასკი.

ამჟამად, Neuralink ორიენტირებულია N1 Link-ის ციფრული შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა დამბლადაცემულ ადამიანებს მისცეს შანსი, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები გონების ძალით მართონ. მიმდინარე წლის ივლისში კომპანიამ „C სერიის" საინვესტიციო რაუნდი გამოაცხადა, რის შედეგადაც 205 მილიონი დოლარის მოზიდვა და ბაზარზე გასვლა სურს. სახსრების ნაწილი კი, კვლევებისა და სხვა პროდუქტების შემუშავების ტემპის დაჩქარებას მოხმარდება.

ილონ მასკისა და Neuralink-ის მოკლევადიანი მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს თავის ტვინის ტრავმით, ხოლო გრძელვადიანი − კაცობრიობისათვის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შემცირება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

მარკეტინგი

პოდკასტინგის 10 მცნება

როგორ უნდა შექმნათ თქვენი ბრენდი და როგორ შესძინოთ მას ერთგული მიმდევრები პოდკასტის დახმარებით

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

ინსპირაცია

AltiHut - ინოვაცია 3000 მეტრზე

როცა გაქვს დიდი იდეები, ხარ მოქნილი და ბევრს მუშაობ, ნებისმიერ სიმაღლეზე ახვალ