📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სასტუმრო ''გუდაური ლოჯი'' სტუმრებს 15 დეკემბრიდან უმასპინძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: თიბისი

„გუდაური ლოჯი" თბილისიდან 120 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, სათხილამურო კურორტ გუდაურში მდებარეობს. პროექტი თიბისის მხარდაჭერით, 2019 წლის ბოლოს განხორციელდა.

გამორჩეული დიზაინის მქონე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო 4 კატეგორიის 121 კომფორტულ ოთახს აერთიანებს. სასტუმროს სკი დეპო დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებასა და უახლესი სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობის საშუალებას აძლევს.

„გუდაური ლოჯის" რესტორანი სტუმრებს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული კერძებით უმასპინძლებს. რესტორნის ტერასიდან კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება.

ნულოვან სართულზე დამსვენებლებს ლობი ბარი (სასმელებისა და ხემსის მრავალფეროვანი არჩევანით), ენოთეკა (150-ზე მეტი დასახელების უნიკალური ქართული ღვინის კოლექციით) და კონცეპტუალური მაღაზია მოემსახურება.

მთიდან დაბრუნებულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ სპა ცენტრში, სადაც მასაჟის ოთახებით, ღია და დახურული აუზით, ასევე, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით ისარგებლებენ.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ, სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი