📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''პიკის თაობის ინოვაციების სამიტი'' ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებთან ერთად განხორციელდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ინოვაციებსა და მეწარმეობაში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით სულ უფრო მეტი პროექტი ხორციელდება და შედეგად, უამრავი ახალგაზრდა ცდილობს განავითაროს და განახორციელოს მასშტაბური იდეები. სწორედ ამ ხედვის აღსასრულებლად, 28 ნოემბერს „ტექნოპარკში", გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელ ნინო გოგოხიასა და SDG Generation-ის ერთობლივი პროექტი „პიკის თაობის ინოვაციების სამიტი" გაიმართა. სამიტის მთავარი მიზანი გახლდათ ახალგაზრდა მეწარმეების ერთ სივრცეში გაერთიანება, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს და ხელს უწყობენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებას. ამასთან, მოწვეული სტარტაპერების მოხსენებებით, კარიერული თუ პიროვნული რჩევების მიცემა ახალგაზრდა დამწყები მეწარმეებისთვისა და იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქვს იდეა და არ იცის, როგორ გადადგას პირველი ნაბიჯი.

სამიტი გახსნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა, რომელმაც ისაუბრა მდგრადი განვითარების როლსა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას საქართველოში არსებულმა სტარტაპერებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაუზიარეს:

  • სანდრო ლილუაშვილი − „ტენესა" და „ჯინვენტორის" დამფუძნებელი;
  • გიორგი შალამბერიძე − LBP Law Office-ის თანადამფუძნებელი;
  • საბა ქევხიშვილი − LBP Law Office-ის თანადამფუძნებელი;
  • ქეთა ბაღაშვილი − Beauty Lab-ის დამფუძნებელი;
  • ქეთი მოლაშვილი − „ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი;
  • ნანა გოგუაძე − ევროპის ბიზნესასოციაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი.

სამიტის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას ჰქონდა კითხვების დასმისა და დისკუსიის შესაძლებლობა. სამიტის თითოეულ მონაწილეს გადაეცა პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერის, Entrepreneur Georgia-ს ჟურნალები და სერტიფიკატები.

„ვფიქრობთ, სამიტი წარმატებული გამოდგა და ბევრ ახალგაზრდას მისცა მოტივაცია, ფრთები შეასხან თავიანთ იდეებს და უფრო გაბედულად გადადგან პირველი ნაბიჯები სამეწარმეო სფეროში. ეს კონკრეტული პროექტი წარმოადგენს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატის ფარგლებში დასახული მიზნის − ახალგაზრდული სფეროს გაძლიერების ერთ-ერთ შემადგენელ აქტივობას, რაც მიზნად ისახავს პასუხისმგებლობიანი, მცოდნე და მიზანსწრაფული ახალგაზრდების ჩამოყალიბებას და #პიკისთაობის გააქტიურებას", – Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს ნინო გოგოხია.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი