You can be on Entrepreneur’s cover!

კურორტი ''საირმე'' და ''ევექსი ჰოსპიტლები'' ევროპის სპების ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ევროპის სპა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრისა" და „ევექსი ჰოსპიტლების" კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.

„კურორტმა საირმემ" და „ევექსი ჰოსპიტლებმა" ნომინაციაში „ინოვაციური სამედიცინო სპა" გამარჯვება 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის მოიპოვეს. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა.

კურორტ საირმეში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ევროპის სპა ასოციაციის წევრებმა პროგრამის შესახებ ისაუბრეს და კურორტ საირმისა და ევექსი ჰოსპიტლების წარმომადგენლებს ჯილდო გადასცეს. პრესკონფერენციაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გერმანულ ტურ-ოპერატორს „FIT Reisen"-სა და „საირმეს" შორის. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს მიმართა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„მივესალმები საირმეს ევროპის სპა ასოციაციის ქსელში. აღსანიშნავია ის, რომ აქ მინერალურ და თერმულ წყლებთან ერთად ბუნებაც გამორჩეულია. ჩვენ კოვიდ ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ინოვაციური სამედიცინო სპას ნომინაციაში გამარჯვება საირმემ და ევექსი ჰოსპიტლებმა ერთხმად მოიპოვეს. მათ ერთობლივ პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა პოსტ კოვიდ გართულებების სამკურნალოდ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს," ჩილა მეზოს, ევროპის სპა ასოციაციის გენერალური მდივანი.

„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ კავკასიის მედიცინის ცენტრთან ერთად დავიწყეთ კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამა. სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, პროგრამა ძალების აღდგენისა და გაჯანსაღებისთვის, ბალნეოლოგიურ პროცედურებსაც მოიცავს. სწორედ ეს ინოვაცია - პოსტკოვიდური მდგომარეობის დასაძლევად ჰოსპიტალური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა გახდა საინტერესო ევროპის სპა ასოციაციისთვის და 20 ევროპულ ქვეყანას შორის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. მიღებული ჯილდო ძალიან საპასუხიმგებლოა ჩვენთვის და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემდგომი განვითარებისთვის," მაია სანიკიძე, „კურორტი საირმე"-ს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„როგორც კვლევებმა გვაჩვენა, პოსტ კოვიდ გართულებების სამკურნალოდ მხოლოდ მედიკამენტოზური ჩარევა არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის შემოწმების პაკეტი შევთავაზეთ, რომელიც საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა. პაკეტი გულისხმობს როგორც სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამას. საამაყოა, რომ ჩვენმა პროგრამამ ჯილდო სწორედ ინოვაციების ნაწილში მიიღო" - ანრი კაპანაძე, "ევექსი ჰოსპიტლების" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი.

ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"