You can be on Entrepreneur’s cover!

უორენ ბაფეტის რჩევა ახალგაზრდებს, თუ როგორ გამოიმუშაონ მეტი ფული ბაფეტი არწმუნებს ახალგაზრდებს, რომ აქ მთავარია...

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უორენ ბაფეტი ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორი და Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორია. მან სტარტაპ VoiceFlow-ის თანადამფუძნებელ მაიკლ ჰუდთან საუბრისას ურჩია ახალგაზრდებს, თუ როგორ უნდა გამოიმუშაონ იმაზე 50%-ით მეტი ფული, რასაც უკვე გამოიმუშავებენ.

„ერთადერთი მარტივი გზა იმისათვის, რომ 50%-ით მეტი მიიღოთ, კომუნიკაციის უნარების დახვეწაა. ამასთან, როგორც წერილობითი, ისე ვერბალური", – ამბობს ბაფეტი LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ბაფეტმა საკუთარ აუდიტორიასთან ისიც გაიხსენა, თუ როგორ ეშინოდა საჯარო გამოსვლების და რომ იყო შემთხვევები, როდესაც ნერვიულობისგან გული ერეოდა. თავისი უნარების გასაუმჯობესებლად მან დეილ კარნეგის კურსი გაიარა. ბიზნესმენს აღნიშნული კურსის დიპლომი ჩარჩოში აქვს ჩასმული, რომელიც მისი კაბინეტის კედელს ამშვენებს. ბაფეტმა ისიც აღნიშნა, რომ არც ბაკალავრის ხარისხი აქვს და არც დოქტორის, მაგრამ თავის გზას მაინც აგრძელებს, რადგან მისი ცხოვრება ამ კურსმა შეცვალა.

თუ კომუნიკაცია არ შეგიძლია, ეს იგივეა, სიბნელეში თვალებს უპაჭუნებდე გოგონა. ასე ხომ არაფერი მოხდება?.. შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები გქონდეს, მაგრამ მისი სხვა ფორმაში გადაყვანა უნდა შეგეძლოს. კომუნიკაცია კი, მის გადაყვანს ნიშნავს ინვესტიციებში", – განმარტავს ბაფეტი.

ის არ არის ერთადერთი მილიარდერი, რომელიც ბიზნესსამყაროში კომუნიკაციის კარგი უნარების მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც Virgin Group-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, დღეს წარმატებულ ანტრეპრენერად ყოფნისთვის, უბრალოდ აუცილებელია კარგი მთხრობელი იყო. ბაფეტმა კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის დამთავრების საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისასაც ისაუბრა. იმ ხუთ რჩევას შორის, რომელიც მან კურსდამთავრებულებს მისცა, ისიც იყო, რომ მათ უნდა ისწავლონ, თუ რას ნიშნავს კარგი კომუნიკაცია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია