You can be on Entrepreneur’s cover!

ავეჯის კომპონენტების კომპანია ''ელთიბი'' 17 წლის გახდა კომპანია მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბრენდის პროდუქციას 2004 წლიდან სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ელთიბი

ავეჯის კომპონენტების კომპანიამ ელთიბი 17 წლის იუბილე 17 დეკემბერს აღნიშნა. კომპანია მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბრენდის პროდუქციას 2004 წლიდან სთავაზობს; ყოველწლიურად აუმჯობესებს საწარმო და სამღებრო მომსახურებებს. ელთიბიასორტიმენტი წლიდან წლამდე იზრდება. დღეისათვის კომპანიაში 8,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოჩენილი, მათ შორის: ავეჯის ფურნიტურა, საფასადე მასალები, გაღებისა და დახურვის სისტემები, სამზარეულო ტექნიკა და ავეჯის სხვა კომპონენტები. პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და ხელმისაწვდომობა ბუნებრივად აისახება სამომხმარებლო სეგმენტის ზრდაზე. ელთიბისთან თანამშრომლობენ როგორც იურიდიული (ავეჯის მწარმოებელი კომპანიები, მსხვილი დილერები), ისე ფიზიკური პირები.

ელთიბი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად აგრძელებს განვითარებას. 2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ კომპანიამ აჩვენა შემოსავლების 23%-იანი ზრდა შარშანდელ წელთან მიმართებაში, მოიზიდა დამატებითი ფინანსური სუბსიდიები, რაც საშუალებას მისცემს 2022 წლიდან განახორციელოს ახალი და საინტერესო პროექტები საწარმო და სამღებრო მომსახურებების განვითარების მიმართულებით. ასეთი შედეგები ელთიბის თანამშრომლების დაუღალავი შრომის და ძალისხმევის შედეგად მიღწევა". – აცხადებს კომპანიის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ვალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ელთიბის პროდუქციასა და მომსახურებებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს სამომხმარებლო პორტფელისა და სავაჭრო ქსელის გაფართოებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2020 და 2021 წლებში დაამატა ახალი ფილიალები ქუთაისსა და თბილისში. საყურადღებოა, რომ კომპანიას ასევე ჰყავს ვერიფიცირებული პარტნიორები საქართველოს მასშტაბით.

„ღირებულება დეტალებშია" – ასეთია ელთიბის სლოგანი. თითოეული ბრენდი, რომლის პროდუქციასაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. მომხმარებელმა ყოველთვის იცის შეძენილი პროდუქტის ხარისხი და მახასიათებლები. სწორედ საიმედოობა განსაზღვრავს ელთიბის ღირებულებას მომხმარებლისთვის", – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, მაკა ასათიანი.

ფოტო: ელთიბიმ 17 წლის იუბილე 17 დეკემბერს აღნიშნა

ელთიბი მუდმივად ავითარებს ორგანიზაციულ მართვას. კომპანიაში ეტაპობრივად დაინერგა თანამედროვე მართვის პროცესები და პროცედურები, კომპეტენციების მართვის მოდელი და სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემა. ელთიბი მიიჩნევს, რომ კმაყოფილი თანამშრომელი კმაყოფილი მომხმარებლის წინაპირობაა.

ელთიბის პრიორიტეტია ბიზნესის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა. კომპანია ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯმენტში აპრობირებულ თანამედროვე მიდგომებს იყენებს და ორიენტირდება თითოეულ თანამშრომელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. საამაყოა, რომ, პანდემიის მიუხეადავად, კომპანიამ შეასრულა შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და მეტიც, დაასაქმა 100-ზე მეტი ახალი თანამშრომელი", – აცხადებს კომპანიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ილონა ჯოხაძე.

პროგრესი, რომელიც ელთიბიმ 17 წლიანი არსებობის მანძილზე აჩვენა, მნიშვნელოვნად აისახა მის ორგანიზაციულ განვითარებაზე.

„კომპანიას დასახული აქვს სამომავლო გეგმები, რომლის მიხედვით მოგების ზრდა, ბრენდის პოპულარიზაცია და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მთავარ მიზანს წარმოადგენს. დაგეგმილი სიახლეების პარალელურად, უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი რამ, – ელთიბის სწრაფვა, იყოს კომპეტენციის ცენტრი ავეჯის ინდუსტრიაში და საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად განავითაროს საქართველოს ბაზარი". – აცხადებს ელთიბის გენერალური დირექტორი, ლევან ზაალიშვილი.

კომპანია „ელთიბი" მომხმარებლებს სთავაზობს: ავეჯის კომპონენტებს, საწარმო და სამღებრო მომსახურებებს. ელთიბის საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია:

  • ავეჯის ფურნიტურა – სახელურები, საკიდები, საკეტები, სამზარეულოს მაკომპლექტებლები, ავეჯის ფეხები, ანჯამები, ასაწევი დასაყრდენი მექანიზმები, ავეჯის განათება და სხვა;
  • საფასადე მასალები – ზედაპირები, მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილები, კომპაქტლამინატი, მზა ფასადები, წიბო და სხვა;
  • გაღებისა და დახურვის სისტემები – საგარდერობე მექანიზმები, საწოლის სისტემები, გარდერობის შემავსებელი კომპონენტები: თაროების სისტემები, ლიფტები და საკიდები, გორგოლაჭები და სხვა;
  • სამზარეულო ტექნიკა – გამწოვები, ზედაპირები, ღუმელები (ელექტრო, გაზის ან/და მიკროტალღური), ჭურჭლის სარეცხი მანქანები, მაცივრები და სხვა;

ელთიბის სავაჭრო წერტილებში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები: BLUM, FGV, EGGER, ABAIN, AMBOS, ARKOPA, BORMA, CINETTO, DAMIANO LATINI, DURANTE & VIVAN, FURNIKA, ICA, ITALIANA FERRAMENTA, FULGOR MILANO, MESAN, RODI, SIRO, SISO, SMART, TOP LINEA, VONSILD, CLEAF, SPAX, ROBERTO MARELLA, MEPA, REHAU, FREUD და სხვა.

კომპანია 2004 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად მასში დასაქმებული იყო 10-მდე თანამშრომელი, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და დღეისათვის 250-ს შეადგენს. „ელთიბი" წარმოდგენილია რამდენიმე ფილიალით თბილისსა და ქუთაისში. გარდა ამისა, ჰყავს ვერიფიცირებული დილერები საქართველოს მასშტაბით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

თამასა აწეულია! სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა!

თამასა, რომელიც ბიჭებმა ასე მაღლა ასწიეს, ჩემთვის აწეული თამასაა და მე არ მაქვს ამ თამასის დაწევის უფლება!