გადამზადება და დასაქმება - პროექტი ''500 ქალი ტექში'' მიღებას აცხადებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

500 ქალი ტექნოლოგიებში - საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი იწყება, რომლის პრეზენტაციაც BTU-მ პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა. ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მასშტაბით 500 ქალის გადამზადების პროგრამას იწყებს. გადამზადება ტექნოლოგიების სფეროში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. მათ შორის: 

BTU

•  Front-end დეველოპმენტი;

•  Back-end დეველოპმენტი;

•  UI/UX დიზაინი;

•  გრაფიკული დიზაინი;

•  ციფრული მარკეტინგი;

•   ციფრული პროდუქტების ტესტირება;

•   და სხვ.

 

მონაწილეების შერჩევა მოხდება როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი.

გადამზადების ტექ-მოდულები ჩატარდება როგორც დამწყებებისთვის, ასევე მათთვის ვისაც აქვს გამოცდილება ტექნოლოგიების სფეროში, ტექ მოდულების გარდა, ჩატარდება ინგლისური ენის ინტენსიური კურსები და კარიერული ბუთქემფი, რომელიც შესძენს კანდიდატებს, ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ბუთქემფის ფორმატში, მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით. მათთან ინტენსიურად იმუშავებენ ინდივიდუალური მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან კარიერულ განვითარებაში და შესაბამისი სამუშაოს მოძიებაში.

სირთულის მიხედვით დონეებად დაყოფილი კურსების გავლა, მონაწილეებს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მათზე მორგებული პროგრამით მიიღონ ცოდნა და დასაქმდნენ. 

გადამზადების მნიშვნელობას პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციები აფასებენ:

„პროექტის მიზანია არამხოლოდ ქალების ცოდნის ამაღლება ტექნოლოგიების სფეროში, არამედ - მათი დასაქმება სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო IT კომპანიაში. ქალების გადამზადება ტექში, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებს იმ გამოწვევას, რაც არსებობს, დღესდღეობით ამ სფეროში, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ქალები საკუთარ შესაძლებლობებში - მზარდი ტექნოლოგიური მიმართულებით მუშაობა და  წარმატებული კარიერის შექმნა  განხორციელებადი იდეაა“, - ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი.

„ზოგადად, ჩვენი კომპანიის მიმართულება არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და სპეციფიკა მოიცავს, მეტწილად, საერთაშორისო კომპანიებს. ყოველთვიურად იზრდება მოთხოვნა ჩვენს სპეციალისტებზე და ძალიან რთულია, ბაზრის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილო. აქედან გამომდინარე, გვჭირდება კადრები შესაბამისი უნარ-ჩვევევით. მსგავსი პრპოექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას - ვცდილობთ, რომ, დაახლოებით, 75 ქალბატონს ჩავუტაროთ 2-თვიანი სტაჟირება და ვინც წარმატებით გაივლის აღნიშნულ პროცესს, დავასაქმებთ ჩვენს კომპანიაში, სადაც ვიზრუნებთ მის გაზრდა-განვთარებაზე“ - ნათია სირბილაძე, ExactPro-ს გენერალური დირექტორი



დღევანდელი ღონისძიება საფუძველს უდებს გრანდიოზულ პროექტსს ,,500 ქალი ტექში’’ რომელშიც ჩვენი კომპანია როგორც პარტნიორი ისე ერთხვება და მინდა ხაზი გავუსვა ამ პროექტი მნიშვნელობას, რამდენადაც ქალების ინტეგრატია ტექნოლოგიებში ამ ინდუსტრიისთვის ახალ ღირებულებებს ქმნის. ჩვენ მზად ვართ რომ მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს და ჩვენს კომპანიაში ბენეფიციართა დიდი ნაწილი დავასაქმოთ.



დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ დიდი ტალღისა, რომელცი დაიწყება. საზოგადოებიდან ინტერესი ძალიან დიდია, ჩვენ, პროექტის ფარგლებში გავზრდით ხელმისავდომობას იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომელიც შეიძლება ქალებმა ისწავლონ და შემდეგ უკვე ამ მიამრთულებით წარმატებას მიაღწიონ. - ქეთევან ვაჩიბერიძე თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, B2C

პროექტის განხორციელებაში ერთვებიან საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა კომპონენტში გადაამზადებენ მონაწილეებს და ითანამშრომლებენ მათთან შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისთვის. 

პარტნიორ კომპანიათა რიცხვი სისტემატიურად იზრდება, ამ ეტაპზე, პროექტის მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვეს ორგანიზაციებმა: GITA, თიბისი, Epam, Exadel, ExactPro, GeoSTQB, ნოქსტონი, b2c, Phubber, სამბრელა, Sweeft Digital, ციფრული ინდუსტრიის აკადემია, Travel Guide, Total Courage - Georgia, და სხვ..

კურსებზე რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილ, ასევე გამოუცდელ ქალებს - 16 წლის ასაკიდან. 

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე