You can be on Entrepreneur’s cover!

ილონ მასკის თქმით, ჯეფ ბეზოსმა Blue Origin-ს მეტი დრო უნდა დაუთმოს ბეზოსი კვირაში ორი დღე მუშაობს Blue Origin-ში, ხოლო მასკი SpaceX-ში კვირაში 120 საათს ატარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Financial Times-ის მიხედვით, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ცდილობს ჯეფ ბეზოსს, პროგრესის უფრო სწრაფად მისაღწევად, Blue Origin-ისთვის მეტი დროის დათმობისკენ უბიძგოს.

მასკი ჟურნალმა Time-მა „წლის ადამიანად" აღიარა გარემოსა და კოსმოსის კვლევისადმი გამოჩენილი ერთგულებისთვის, ხოლო ორი დღის შემდეგ, იგივე ნომინაციაში გამარჯვებულად იგი უკვე Financial Times-მაც დაასახელა.

მასკმა FT-სთან ინტერვიუში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის კოლეგა მილიარდერზე და კოსმოსის ენთუზიასტ ჯეფ ბეზოსზეც.

„გარკვეული თვალსაზრისით, მე ვცდილობ ვუბიძგო (ჯეფ ბეზოსს), მეტი დრო გაატაროს Blue Origin-ში, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ პროგრესს", – განაცხადა მასკმა FT-თან ინტერვიუში, – „როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, მან Blue Origin-ში მეტი დრო უნდა გაატაროს, ცხელ აბაზანაში კი − ნაკლები".

მასკმა FT-ს განუცხადა, რომ ბეზოსს „კარგი საინჟინრო უნარები აქვს", მაგრამ დასძინა, რომ Amazon-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, როგორც ჩანს, „საკუთარი გონების გამოყენება არ სურს ინჟინერიის დეტალებში ჩასაწვდომად".

„ამ დროს მთავარი დეტალებია", – განუცხადა მასკმა FT-ს, − „ბეზოსი მეტისმეტად სერიოზულად ეკიდება საკუთარ თავს".

ბეზოსი ადრე კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ატარებდა Blue Origin-ზე მუშაობაში, მაგრამ სექტემბრიდან კვირაში უკვე ორ დღეს უთმობს მას, განუცხადა წყარომ CNBC-ის.

ამასობაში, მასკმა The Wall Street Journal-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სამიტზე დეკემბერში აღნიშნა, რომ ცდილობს საკუთარი დრო თანაბრად გაანაწილოს Tesla-სა და SpaceX-ს შორის, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებულია „იმ კონკრეტულ მომენტში რა უფრო კრიზისულია".

მასკმა 2018 წელს განათავსა „ტვიტი" იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა კვირაში 80-დან 100 საათამდე და მეტიც უნდა იმუშაონ, რომ „სამყარო შეცვალონ". როგორც მან განაცხადა, ადრე კვირაში 120 საათიც კი მუშაობდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი