You can be on Entrepreneur’s cover!

E-mail მარკეტინგის 5 სტრატეგია მომხმარებელთა გულის მოსაგებად ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი ძალიან ეფექტური იარაღია, მაგრამ კიდევ უფრო ეფექტური გახდება, თუ სტრატეგიულ სეგმენტაციაზე დაფუძნებულ ავტომატიზებულ კამპანიებს შექმნით

By Susan Gunelius

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დამტკიცებულია, რომ ელ.ფოსტის მარკეტინგის სეგმენტაცია ნებისმიერი კამპანიის შედეგებს აუმჯობესებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავტომატიზაციის თანამედროვე საშუალებების წყალობით, ადრინდელზე უფრო ადვილია ელ.ფოსტის სიების სეგმენტირება და პოტენციური კლიენტებისთვის შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მონაცემების საფუძველზე. ეს ხელსაწყოები სულ უფრო იხვეწება და ინტეგრაციაც ღრმავდება ხელსაწყოებს, ვებგვერდებს, სოციალური მედიის პლატფორმებსა და სავაჭრო კალათებს შორის. ამასთან ერთად, უნიკალური ქცევითი მონაცემების გამოყენებით აუდიტორიის სეგმენტაციის პოტენციალი კიდევ უფრო საიმედო ხდება.

მარკეტოლოგების უმრავლესობა მომხმარებელთა აქტიურ ქცევებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა ვებგვერდებზე ვიზიტები, „ლიდ-მაგნიტის" მოთხოვნები და თანხმობის ფორმის გაგზავნა. ამ დროს, კომპანიებს აუდიტორიასთან დაკავშირების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვთ პასიურ ან არააქტიურ ქცევაზე თვალყურის დევნების გზით. ქვემოთ წარმოდგენილია ხუთი ტიპური მაგალითი, თუ როდის არ ახორციელებს მომხმარებელი შესყიდვებს და მათი გათვალისწინებით შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის სტრატეგიებზე მუშაობა დადებითი შედეგების მისაღებად.

1. შესყიდვა არ ხორციელდება

თუ ვინმე დროს გამონახავს, ინტერესს გამოიჩენს თქვენი პროდუქტის მიმართ, მაგრამ არ ყიდულობს მას, ესე იგი თქვენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გჭირდებათ ვაჭრობის წარმატებით დასასრულებლად. ელ.ფოსტის შეტყობინებების ავტომატურად გაგზავნის პროგრამის დაყენებით, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ასეთი მომხმარებლები დამატებით ინტერაქციაში შემოიყვანოთ, დაარწმუნოთ ისინი და თქვენთვის სასურველი ქმედება განახორციელებინოთ.

2. ელ.წერილებს არ ხსნიან

ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი ელ.ფოსტის მარკეტინგის სამიზნე სიაში მყოფი ადამიანი არ ხსნის თქვენს შეტყობინებებს, ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს დასახული მიზნების მიღწევაზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ელ.ფოსტის ავტომატური კამპანიების პროგრამის დაყენება, რომლებიც რეგულარულად გაასუფთავებენ თქვენს სიას. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ პროგრამა, რომელიც ყველა იმ კონტაქტს ავტომატურად ამოშლის, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში არცერთი თქვენი მეილი არ გახსნა.

ელ.ფოსტის სიის გასუფთავების გარდა, მონაცემების გამოყენებაც შეგიძლიათ თქვენი ფსიქოგრაფიული სეგმენტაციის სტრატეგიების გასაუმჯობესებლად. თუ პოტენციური მომხმარებელი თქვენს ყველა შეტყობინებას ხსნის, იმ შეტყობინებების გარდა, რომლებიც კონკრეტულ სერვისებს ეხება, შეგიძლიათ მომავალში ეს მონაცემები უფრო აქტუალური შეტყობინებების მისაწოდებლად გამოიყენოთ.

3. არ აწკაპუნებენ ელ.ფოსტის ბმულზე

მარკეტოლოგები დიდ ყურადღებას აქცევენ ელექტრონული ფოსტის კამპანიის წარმატების მაჩვენებლებს, ერთ-ერთი ასეთი, დაწკაპუნების მაჩვენებელია. მაგრამ კიდევ უფრო ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ, თუ შეცვლით ამ ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებელს (KPI) და თვალყურს მიადევნებთ, როდის არ აწკაპუნებენ თქვენი ადრესატები.

ყურადღება მიაქციეთ, ვინ არ აწკაპუნებს და ვინ არ გადადის ბმულზე, რაც მოგცემთ შესაძლებლობას თვალი მიადევნოთ კონტაქტებს, რომლებმაც შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვეს და მათ კიდევ ერთი შანსი მისცეთ, თქვენთვის სასურველი ნაბიჯი გადადგან. ეს კიდევ ერთი ელემენტია, რომელიც მომხმარებელთა პროფილების შექმნაში დაგეხმარებათ. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ყველაზე აქტუალური შეტყობინებები გაუგზავნოთ საკუთარ აუდიტორიას და მეტისმეტად არ გადაღალოთ იმ წერილებით, რომელსაც თქვენი ბრენდისგან იღებენ.

4. არ აქვთ განმეორებითი შესყიდვები

გყავთ თუ არა კლიენტები, რომლებსაც მეორე შესყიდვა არ განუხორციელებიათ, ან რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი შეუძენიათ? ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი შესანიშნავი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ კლიენტებს უბიძგოთ თავიანთ აზრს გადახედონ, მაგრამ კამპანიის დასაწყებად, თქვენ უნდა გააკონტროლოთ, ვინ აღარ ყიდულობს თქვენგან.

როდესაც ვიღაც თქვენგან პირველად ყიდულობს პროდუქტს, ელ.ფოსტის ავტომატური კამპანია რამდენიმე კვირაში უნდა დაიწყოთ, თუ მათ ჯერ არ გაუკეთებიათ მეორე შესყიდვა (შესაძლოა უფრო მეტი ხნის შემდეგ, ეს მთლიანად თქვენი ბიზნესის გაყიდვებისა და ყიდვის ციკლზეა დამოკიდებული). შეტყობინებაში შეიძლება სპეციალური შეთავაზებაც იყოს, რომ მათ კიდევ ერთხელ იყიდონ თქვენი პროდუქტი. თქვენ შეგიძლიათ მსგავსი კამპანია არააქტიურ მომხმარებლებთანაც დაგეგმოთ, კვარტალურად ან ნებისმიერი განრიგით, რომელიც თქვენს ბიზნესმოდელს შეესაბამება.

5. არ პასუხობენ ზარებს შესყიდვის შემდეგ

კლიენტების უმოქმედობა შესაძლოა მათ ოფლაინ შესყიდვებთან იყოს დაკავშირებული. თუ ელ.ფოსტის მარკეტინგის ხელსაწყოს იყენებთ, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვას (CRM) ან გაყიდვების ავტომატიზაციის პლატფორმას მოიცავს, თქვენ შეძლებთ გაყიდვებთან დაკავშირებული ქცევების გაკონტროლებას და მიზნობრივი შეტყობინებების გაგზავნას.

მაგალითად, თუ თქვენი კომპანიის გაყიდვების სამსახურის წარმომადგენელმა დაურეკა პოტენციურ მომხმარებელს, რომელმაც ინტერესი გამოხატა თქვენი პროდუქტის მიმართ, მაგრამ ჯერ არ მიუღია პასუხი, მან აუცილებლად კიდევ რამდენჯერმე უნდა დაურეკოს მას. მაგრამ თუ თქვენ ყურადღებით ადევნებთ თვალყურს ამ მომხმარებლის ქცევას, შეგიძლიათ ეს ავტომატურად, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის საშუალებითაც გააკონტროლოთ. ეს შესანიშნავი საშუალებაა იმის ასახსნელად, თუ რატომ არის თქვენი ბიზნესი ან პროდუქტი სწორი არჩევანი პოტენციური კლიენტისთვის და შეახსენოთ მას, თუ რამ დააინტერესა იგი თავდაპირველად.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს