You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ დავუბრუნდეთ დაქირავებულ თანამშრომლობას ანტრეპრენერად ყოფნის შემდეგ თუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ კორპორაციაში დაბრუნება გსურთ, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ...

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ალბათ ბევრი ანტრეპრენერისგან გსმენიათ, რომ საკუთარ ბიზნესზე მუშაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი პროდუქტიულობა და ვერც წარმოუდგენიათ, როგორ უნდა დაუბრუნდნენ სტანდარტულ 8-საათიან სამუშაო გრაფიკს. თუმცა ანტრეპრენერთა ნაწილი ზოგჯერ კორპორაციაში დაბრუნებას ამჯობინებს და კარიერის შეცვლის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ახალი გამოცდილების მიღების წყურვილი იქნება თუ სტრესი, რაც დამოუკიდებელი საქმიანობის გადასარჩენად 24/7-ზე მუშაობასთანაა დაკავშირებული.

ანტრეპრენერი საკუთარი თავის უფროსია და მისი სიტყვა ყოველთვის გადამწყვეტია. ხოლო როდესაც კორპორაციაში ვწყვეტთ დაბრუნებას, მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა გვიწევს საკუთარ თავში, გაცნობიერებულად ვამბობთ უარს თავისუფლებაზე და სხვებისთვის ანგარიშის ჩაბარებაზე ვაწერთ ხელს. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორპორაციული სამყაროს მიღმა იყავით, ახალ რეალობასთან ადაპტირება თქვენთვის შესაძლოა სერიოზული სტრესის გამომწვევიც კი გახდეს.

მსურს შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ რთული გზის გავლაში დაგეხმარებათ:

შესაბამისი სამუშაოს მოძებნაზე გაამახვილეთ ყურადღება

თქვენ ანტრეპრენერი ხართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს ძიებისას სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა გაქვთ: თქვენ უკვე გაქვთ სტაბილური შემოსავლის წყარო და ამიტომ იძულებული არ ხართ სასწრაფოდ მოძებნოთ შესაფერისი პოზიცია. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ ცოტა მეტი დრო დაუთმოთ იდეალური ვარიანტის მოძებნას.

საკუთარ თავზე მუშაობის გამოცდილება უკვე გაქვთ და შესაბამისად, მოსაზრებები გექნებათ იმის შესახებ, თუ რა ზრდის თქვენს პროდუქტიულობას, რა უნარების განვითარება გსურთ და რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად. ამიტომ, დრო გამოყავით და დაწერეთ, როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური კარიერა, და ნაკლებზე ნუ დათანხმდებით.

იცით თუ არა, რომ ახალი პოზიციის მოსაძებნად საშუალოდ ხუთი თვეა საჭირო? არ დაივიწყოთ, რომ წარმატებული ხართ, იმის მიუხედავად მოძებნით თუ არა შესაფერის სამსახურს ერთი ან ორი თვის შემდეგ (განსაკუთრებით, თუ ახალი სამსახურის ძებნის პარალელურად, თქვენს ბიზნესსაც მართავთ). ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სრული სვლით მიდიხართ წინ და ცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ სასურველი პოზიცია.

ქოუჩზე იფიქრეთ

ქოუჩი იმ პოზიციის დადგენაში და მის მოსაძებნად სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ, რომელსაც ეძებთ. როგორც ანტრეპრენერი, შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყავით საქმის კურსში, საერთოდ რა ხდებოდა ამ სფეროში და მოძველებული წარმოდგენა გაქვთ იმის შესახებ, თუ როგორია დაქირავების ტიპური პროცესი თქვენი დონის ადამიანებისთვის.

ასეა თუ ისე, ქოუჩი შესანიშნავი არჩევანია. მისი დახმარებით ამ უფსკრულსაც გადალახავთ და უფრო სწრაფადაც იპოვით სამუშაოს.

ქოუჩებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვთ პროფესიონალებისთვის, რომლებიც მკვეთრად იცვლიან კარიერას და რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში შედის ანტრეპრენერიდან ჩვეულებრივი თანამშრომლის პოზიციაზე გადასვლა. მათ ინფორმაციის გაზიარება შეუძლიათ გასაუბრების უახლეს მიდგომებზე, დაქირავების მთლიან პროცესზე და იმაზე, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი ისე, რომ კომპანიების მოწონება დაიმსახუროთ.

ქოუჩინგის ბევრ პროგრამაში შეიძლება იყოს ინიციატივები, რომლებიც თქვენი უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, როგორიცაა კონტაქტების დამყარება, პრაქტიკული გასაუბრებები, ჯგუფური მუშაობა სამუშაოს სხვა მაძიებლებთან ერთად ან ავტომატიზებული სისტემები.

მაგრამ როგორ უნდა იპოვოთ შესაფერისი ქოუჩი? საქმე ისაა, რომ ეს ყოველთვის კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული – ზოგიერთს ენერგიული ქოუჩი შეეფერება, რომელსაც მოტივირება შეუძლია გასაუბრების დამღლელი პროცესის დროს, ზოგიერთი კი, უფრო მეთოდურს ანიჭებს უპირატესობას, რომელსაც პირდაპირ საქმეზე შეუძლია გადასვლა.

ყველაზე ღირსეული ქოუჩების უმრავლესობა თავიდან უფასო კონსულტაციას გაგიწევთ, რაც მოგცემთ საშუალებას კონკრეტულ პროცესებზე უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

თქვენს ანტრეპრენერულ გამოცდილებაზე მეტისმეტად დიდ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ

ანტრეპრენერების უმრავლესობა ძალიან ამაყობს თავისი წარმატებებით, შექმნილი კომპანიებით და ამიტომ სრულიად ბუნებრივია ამის ხაზგასმა ვაკანსიაზე განაცხადის შეტანისას ან პოტენციურ დამსაქმებლებთან საუბრისას.

თქვენი ანტრეპრენერული უნარები მეტად ფასეული აქტივია, მაგრამ ზოგიერთ დამსაქმებელს შეიძლება უფრო მეტად თქვენი წარსული და შეხედულებები აფიქრებდეს, რომ შესაძლოა გუნდური მოთამაშე არ ხართ, სხვებთან მუშაობა ან მათი ინსტრუქციების შესრულება გაგიჭირდებათ.

თქვენ შესაძლოა მტკიცება დაიწყოთ, რომ ამ ტიპის კომპანიები უბრალოდ არ შეგეფერებათ და ისეთ ორგანიზაციაში გირჩევნიათ მუშაობა, რომელიც კი არ დათრგუნავს თქვენს ანტრეპრენერულ აზროვნებას, არამედ დააფასებს მას. ასევე, მნიშვნელოვანია რეალისტები იყოთ და გაითვალისწინოთ, რომ კომპანიას იმისთვის სურს თქვენი დაქირავება, რომ მისი დამფუძნებელი კი არა, მისი თანამშრომელი გახდეთ, მათ ისეთი თანამშრომელი სურთ, ვინც კარგად ახერხებს გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციას.

თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ გამოცდილება შესაძლოა უპირატესობად იქცეს თქვენთვის. ბოლო ხანებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბიზნესისთვის ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა ინიციატივების გამოჩენა და ადაპტირება. ეს არის ორი თვისება, რითაც ანტრეპრენერები სხვა დანარჩენებისგან უნდა გამოირჩეოდნენ.

ასე რომ, შეეცადეთ თქვენი გამოცდილება საუკეთესო ჭრილში წარმოაჩინოთ, მაგრამ არც იმის აღნიშვნა დაივიწყოთ, რომ აღფრთოვანებული ხართ გუნდში მუშაობის და თანამშრომლობის შესაძლებლობით.

საკუთარ თავში გარკვევის დრო დადგა

ყველას არ შეუძლია ბიზნესის შექმნა და მისი მართვა, და თუ თქვენ ეს შეძელით, იმას ნიშნავს, რომ კორპორაციულ სამყაროში მარტივად დაბრუნების დიდი შანსი გაქვთ. შესაძლოა, თავიდან გაგიჭირდეთ განაცხადების შევსება ვაკანსიაზე და ისევ გასაუბრებაზე გასვლა, მაგრამ თუ სწორი დამოკიდებულება გექნებათ ამ პროცესების მიმართ და სწორ ნაბიჯებსაც გადადგამთ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ წარმატებას მიაღწევთ.

უბრალოდ, საკუთარ თავში უნდა იყოთ დარწმუნებული და ნათლად ხედავდეთ, თუ რას მოელით კორპორაციული პოზიციისგან და შემდეგ თქვენი მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა უნდა შექმნათ. ეს შეიძლება იმაზე ადრეც კი მოხდეს, ვიდრე თქვენ ელით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"