You can be on Entrepreneur’s cover!

Optio.Ai - პირველი ქართული ფინტექ სტარტაპი, რომელმაც ISO/IEC27001:2017 სერტიფიკატი მოიპოვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სულ ახლახან, Optio.AI პირველი ქართული ფინტექ სტარტაპი გახდა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დანერგა და მოიპოვა ISO/IEC27001:2017 სერტიფიკატი მსოფლიოში აღიარებული და ერთ-ერთი ყველაზე სანდო გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანოსგან - TÜV SÜD Management Service GmbH.

„ჩვენს პროდუქტებს ბანკები მოიხმარენ, სადაც ინფორმაცის უსაფრთხოება განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია, შესაბამისად Optio.Ai-სათვის ISO 27001 სერთიფიკაციას პრინციპული მნიშვნელობა ქონდა. ჩვენ შევძელით ერთი მხრივ კომპანიის ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესების იმგვარად მოწყობა, რომ ჩვენი ინფორმაციული რესურსები მაქსიმალურად დაცული იყოს, ხოლო მეორე მხრივ, TÜV SÜD Management Service GmbH-ისაგან მივიღეთ ამ ფაქტის დადასტურება", - აცხადებს შოთა გიორგობიანი, Optio.AI-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

როგორც Optio.AI-ში აცხადებენ, ISO სერტიფიცირების პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა და ამ პროცესში გარდა Optio.Ai-ს სამუშაო ჯგუფისა, ჩართულები იყვნენ კომპანიები mssp.ge, რომელიც სტარტაპის ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგს უზრუნველყოფს და ასევე TUV SUD-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში - „მენეჯმენტის სისტემები". ჯამში სრული პროცესი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

პირველ ეტაპზე მოხდა კომპანიის არსებული ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის, რისკების და ინფორმაციული უსაფრთხოების არსებული დონის შეფასება. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, თუ რა ტიპის გადაწყვეტილებებისა და პროცესების დანერგვა იყო აუცილებელი იმისათვის რომ Optio.AI-ს აემაღლებინა თავისი ინფორმაციული უსაფრთხოების დონე და თავსებადი გამხდარიყო საერთაშორისო სტანდარტებთან.

„შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ აღნიშნული გეგმის ეტაპობრივად განსახორციელებლად. თითქმის მთლიანად შევცვალეთ IT და ბიზნესპროცესები, დავნერგეთ რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესი, სრულად შეიცვალა ტექნიკური ინფრასტრუქტურის არქიტექტურა და თანამშრომლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები", - აღნიშნავს შოთა გიორგობიანი, - „ბოლო ეტაპი კი უშუალოდ სერტიფიცირების პროცესს დაეთმო. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარდა შიდა აუდიტი, რასაც TUV SUD-ის გერმანული ოფისის წარმომადგენლის მიერ უშუალოდ სასერთიფიკაციო აუდიტი მოჰყვა და შედეგად მივიღეთ ISO 27001 სერთიფიკატი".

სტარტაპი ორ ძირითად პროდუქტს სთავაზობს კლიენტებს: ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაყიდვების ზრდისა და ავტომატიზაციის პლატფორმა - Optio Insight და კლიენტების ავტომატური მომსახურების ვირტუალური ასისტენტები, იგივე ჩეთბოტები - Optio Conversation. აღსანიშნავია, რომ ორივე მიმართულებით მოთხოვნა მზარდია, რაც სტარტაპის განვითარების პოტენციალზე პოზიტიურად ისახება.

პენდემიის მიუხედავად, Optio.AI აქტიურად განაგრძობს პროდუქტების დახვეწას და კიდევ უფრო მეტად მორგებას კლიენტების საჭიროებებზე და ბაზრის მოთხოვნებზე. გარდა ამისა სტარტაპის განვითარების უწყვეტი ეტაპია გუნდის ზრდა და განსაკუთრებული ტალანტების მოზიდვა, რასაც Optio.AI წარმატებით ართმევს თავს 2021-ში და არც მომდევნო წლებში აპირებს გაჩერებას.

დღესდღეობით, Optio.AI-ს პროდუქტებს სამი ბანკი იყენებს, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში ეს რაოდენობა გაიზრდება და სწორედ ISO27001 სერტიფიკატის მიღება ევროპული ბანკების მხრიდან ნდობის მოპოვების წინაპირობა გახდება.

„ჩვენი მიზანი რეგიონალური ექსპანსიაა, რისთვისაც დაგვჭირდება კაპიტალის მოზიდვა. მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ ჩვენი პროდუქტები ფინანსური ინსტიტუტებისთვის ძალიან კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება, ვფიქრობთ, რომ შემდგომი ეტაპი სწორედ აღნიშნული პროდუქტების ექსპორტზე გატანა უნდა იყოს", - აცხადებს Optio.AI-ს აღმასრულებელი დირექტორი, - „საბანკო სექტორთან მუშაობა და გაყიდვები საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მომდევნო წელს დავიწყებთ კონკრეტული ბაზრების შესწავლას და ძალების მოსინჯვას იმისთვის, რომ წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ძირითადი მიზნისკენ. გვჯერა რომ ISO 27001 სერტიფიკატი კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი სტარტაპის მიმართ ნდობას და ხელს შეუწყობს პირველი საერთაშორისო კლიენტების მოზიდვას".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული