📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ახალი საახალწლო სიმღერები | საჩუქრად მეამასგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამა

საახალწლო სიმღერები ყოველთვის იწვევს განსაკუთრებული ემოციებით დამუხტვასა და დაუვიწყარი გართობის სურვილს, რაც დატვირთული წლის ბოლოს ყველას ძალიან სჭირდება. ყველას გვაქვს საყვარელი საახალწლო მელოდია, რომელსაც განწყობის ასამაღლებლად დეკემბრის დადგომისთანავე ვუსმენთ ხოლმე, თუმცა ხშირად გვინდება მოვუსმინოთ ახალ მუსიკას - ახალი ემოციების მისაღებად. სწორედ ეს სურვილი გახდა მეამას საახალწლო ალბომის შექმნის ინსპირაცია.

ჯადოსნური მომენტების გასაზიარებლად, მეამამ ახალი, საახალწლო მუსიკალური ალბომი გვაჩუქა.

კომპანიამ ითანამშრომლა გამორჩეულ ქართველ მუსიკოსებთან, რომლებმაც განსხვავებული ჟანრის სიმღერები შექმნეს. მელოდიებს ის ამაღლებული საახალწლო განწყობა აერთიანებს, რომელიც ამ პერიოდში ყველას გვეუფლება ხოლმე. ოთხივე სიმღერა გამორჩეულია ჟღერადობით და განსხვავებული გემოვნების ადამიანებისთვის არის შექმნილი. მეამას ალბომში "Season To Sparkle" ყველა საახალწლო განწყობის შესაბამისი სიმღერის აღმოჩენა არის შესაძლებელი და თითოეული მელოდიის მთავარი ინსპირაცია დადებითი ემოციების გაზიარებაა.

Nikakoi ft. ნატალია ბერიძე, ლუკა თოფურია, Bedford Falls და Janngo&გიორგი გიგაშვილი&ნინი ნუცუბიძე - არიან ის შემსრულებლები, ვინც მეამასთან ერთად საახალწლო განწყობას ახალი მელოდიებით შეგვიქმნიან.


საახალწლო სიმღერები ყოველთვის იწვევს განსაკუთრებული ემოციებით დამუხტვასა და დაუვიწყარი გართობის სურვილს, რაც დატვირთული წლის ბოლოს ყველას ძალიან სჭირდება. მეამას მარკეტინგის გუნდის სურვილი იყო შეექმნა ახალი, საინტერესო და დასამახსოვრებელი მუსიკალური ალბომი საერთო საახალწლო მოტივით, რომელიც ადამიანებს დადებით ემოციებს მოუტანდა. სწორედ ამიტომ ახალ ალბომზე იმუშავეს სხვადასხვა ჟანრის ქართველმა შემსრულებლებმა, რომლებმაც ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი მელოდია შექმნეს. მეამას ახალი მუსიკალური ალბომი თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდა, რომლის მოსმენა მარტივად, QR კოდის დასკანერებით იქნება შესაძლებელი. ამგვარად, ეს ალბომი აჟღერდება სახლებში, სამუშაო სივრცეებში და ქუჩებში და საახალწლო ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეამამ ქართველ მუსიკოსებთან კოლაბორაციით საინტერესო პროდუქტი შექმნა. ასევე დასამახსოვრებელი იყო მეამა ქოლექთის საზაფხულო კამპანია, რომლის ფარგლებში ბათუმისა და ქუთაისისთვის ორი ახალი, ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი განწყობით აღსავსე, სიმღერა შეიქმნა.

მეამას საახალწლო ალბომის მოსმენა უკვე შესაძლებელია მუსიკალურ არხებში - YouTube, Spotify, Soundcloud და ბრენდის სოციალურ ქსელებში - Facebook, Instagram.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი