You can be on Entrepreneur’s cover!

22 რჩევა 2022 წელს წარმატების მისაღწევად გახდი უკეთესი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

1. მიიღე ადამიანი ისეთი, როგორიც არის. ემპათიას სასწაულების მოხდენა შეუძლია.

2. შუმახერს წარმატების საიდუმლოზე რომ ჰკითხეს, ასე უპასუხა − როცა სხვები მოსახვევში ამუხრუჭებენ, მე მაშინ ვუმატებ სიჩქარესო. დაიმახსოვრე და გაითვალისწინე ჩემპიონის გამოცდილება.

3. იყავი შეუჩერებელი. გახსოვდეს კონფუცის სიტყვები: მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნელა მიდიხარ, მთავარია, რომ არ ჩერდები.

4. ყველა საქმეს ბოლომდე მიჰყევი. მცირე დეტალიც კი, რომელსაც დაუსრულებელს დატოვებ, მომავალში დამატებით სხვა პრობლემებს წარმოშობს და რაც მეტი დრო გავა, მით უფრო გაგიჭირდება დაწყებულის დამთავრება.

5. დაგეგმე! არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი არ მოიძებნება. მთავარია, სწორი გეგმა შეადგინო.

6. დრო სწორად გაანაწილე. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დრო. დრო ფულიაო, ყველას გაგვიგია, მაგრამ ცოტა თუ ითვლის დროს ისე, როგორც ფულს.

7. განმარტოვდი. ახალი იდეები, შემოქმედებითი აზროვნება სწორედ სიმარტოვეში აქტიურდება. მოიწყე შენთვის კომფორტული სივრცე, სადაც თავს მშვიდად იგრძნობ, გათიშე ყველა მოწყობილობა და შთაგონებას მიენდე.

8. ნუ შეეჩვევი სიღარიბეს. ძველებს უთქვამთ, სიღარიბეს არ შეეჩვიოთ, სიღარიბემ შეჩვევა იცისო...

9. დელეგირება კარგია, მაგრამ კონტროლის გარეშე არაფერი გამოვა. მუდმივად იყავი საქმის კურსში, როგორ მიდის და სრულდება შენ მიერ გადაბარებული საქმეები. გახსოვდეს: კონტროლი მართვის უმნიშვნელოვანესი რგოლია.

10. დეტალებზე კონცენტრირება სტრატეგიულ და გლობალურ ხედვაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ტყუილად არაა ნათქვამი − „ეშმაკი დეტალებშია". გამოიძიე ეს დეტალები და დაამარცხე ეშმაკი!

11. დაუმსახურებელ შეურაცხყოფას გულთან ახლოს ნუ მიიტან. მეტიც − სასიკეთოდ გამოიყენე! გახსოვდეს, წარმატებულ ადამიანებს შეუძლიათ, იმ ქვებით, რომლებსაც ესვრიან, ციხესიმაგრე აიშენონ.

12. გააკეთე მეტი, ვიდრე ამას შენგან ელიან, რაც სასიამოვნოდ გაკვირვებულს დატოვებს შენს კლიენტებსა თუ პარტნიორებს.

13. მუდმივად განვითარდი! თუ მიგაჩნია, რომ ამ ჯგუფში ყველაზე წარმატებული ხარ, სხვა, უფრო ძლიერ ჯგუფში გადადი.

14. ყველა საქმე − დიდი თუ პატარა, სულით და გულით აკეთე.

15. ყოველთვის დააზუსტე მოლოდინი. იცოდე, ზუსტად და კონკრეტულად, რას ელიან შენგან, და ისიც, თუ შენ რას ელი სხვისგან!

16. შეეჩვიე კომპლექსურ აზროვნებას. გახსოვდეს, რომ ყველაფერი კავშირშია!

17. ყოველთვის შემატე შენს საქმეს დამატებითი ღირებულება.

18. ყველაფერს დააკვირდი. თვალს და ყურს, მგზავრობის დროსაც ბევრი რამის აღქმა და გაგება შეუძლია. გახადე ყველა მგზავრობა სასიამოვნოც და სასარგებლოც.

19. მზად იყავი, საჭირო დროს „თამაში საკუთარ თავზე აიღო"!

20. დაისახე კონკრეტული, რეალისტური, შესრულებადი მიზნები!

21. წარმატება ერთ და ორ დღეში არ მოდის. მზად იყავი მოულოდნელი სირთულეების გადასალახად. გახსოვდეს – ვინც მოითმენს, ის მოიგებს!

22. 2022 წელი ყველაზე ცუდ ჩვევებთან გამომშვიდობებისა და ყველაზე რთულ გამოწვევებთან გამკლავების წლად გამოაცხადე! 2022 წელს მაინც გახდი უკეთესი!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს