You can be on Entrepreneur’s cover!

თაფლაკვერი - ტკბილი მეგზური ზღაპრულ სამყაროში გულით გამომცხვარი თაფლაკვერების ამბავი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულ ცოტა ხნის წინ, ალბათ 30 დღესაც, რომ არ ითვლის, ბაზარზე ახალი, პატარა, მაგრამ დიდი გეგმებითა და მიზნებით სავსე საწარმო გამოჩნდა. თაფლაკვერი, ასე ჰქვია ზღაპრულ სამყაროს, რომელიც ჯადოსნური ფორმებითა და ფერებით, სურნელითა და გემოებით, თავბრუს ახვევს უკვე მრავალრიცხოვან, მადლიერ მომხმარებელს.

თაფლაკვერის იდეა, ზამთრის სუსხიან დღეს, ნინო ჩაჩუას ერთ პატარა ოჯახში დაებადა, ოჯახში, რომლისთვისაც გასტრონომიული კულტურა, გემოებთან და რეცეპტორულ ჯადოქრობებთან ერთად ყოველთვის ახლოს იდგა ესთეტიკასთან და ვიზუალურ სრულყოფილებასთან. მალევე მოაწყვეს საკონდიტრო სივრცე, სადაც სრულყოფილად იქნებოდა შესაძლებელი პატარა ჯადოსნობების შექმნა და ახალი წლის დადგომამდე მომხმარებლებს შესთავაზეს ჯანსაღი, ნატურალურ ინგრედიენტებზე მომზადებული პროდუქტი, რომლის სურნელი საოცარი, სასაჩუქრე შეფუთვებიდანაც კი აღწევს.

როგორც ნინო განგვიმარტავს, მათთვის მნიშვნელოვანი მომხმარებელია, სწორედ ამიტომ, თაფლაკვერის დამფუძნებელი, რომელიც პროფესიით სულაც არ არის კონდიტერი, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან კარგად ესმის რა სურს მომხმარებელს, თავად დადის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საუკეთესო ნატურალური თაფლის, ორგანული ნაღების კარაქისა და ახლად დაფქვილი ქართული ხორბლის ფქვილის მოსაძიებლად. ცდილობს სხვადასხვა ტექნოლოგიით, ორგანული მცენარეული ფერები გამოიყენოს ორცხობილების დიზაინის შესაქმნელად. ამ გზაზე კი მან უამრავი მეგობარი გაიჩინა, აღმოაჩინა საოცრად კეთილი და ზღაპრული ადამიანები, რომელთა მიმართ მადლიერება Entrepreneur-თან საუბრის დროსაც ვერ დამალა.

მთელს წინასაახალწლო ჯადოსნურ ალიაქოთში, თაფლაკვერი უფრო ზღაპრულ პროდუქტად შედგა, ვიდრე ეს იდეის დასაწყისში იყო. საწარმომ დღემდე თითქმის რვა ათასი ორცხობილა შექმნა და გაყიდა, წარმოდგენილი იყო ფაბრიკას საშობაო ბაზრობაზე და უამრავი მომხმარებლის საახალწლო სუფრის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან და სასურველ ანტრიბუტად გახდომა შეძლო.

მომხმარებლებლის აღფრთოვანების გამომხატველ ყველაზე ხშირ ფრაზადაც, შემდეგი გამოთქმები იქცა - „ეს სილამაზე როგორ ვჭამოთ?", „ეს სათამაშოა, თუ იჭმევა?", „რომ დავდო რამდენ ხანს გაძლებს?", „ჩემს შვილს შევუნახავ, საფრანგეთიდან ჩამოდის მალე.. გაზაფხულზე!„.

თაფლაკვერი მადლიერი პასუხობს აღფრთოვანებულ მომხმარებელს, რომ დიახ! „შეჭმად" სილამაზეებს ქმნის, დიახ, თქვენს ხელებში სულ ახლად გამომცხვარი თაფლაკვერი ხვდება და ის თამამად შეგიძლიათ საკვებად გამოიყენოთ მომდევნო სამი თვე, გაზაფხულამდეც, სანამ თქვენი შვილი გეწვევათ. ან გნებავთ სათამაშოდაც გამოიყენეთ, რადგან კომპანიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ აქტიური თამაშის დროსაც კი არ გაგიტყდებათ და დაზიანდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"