You can be on Entrepreneur’s cover!

15 წუთში ''დარქ სთორიდან'' სახლამდე — Bodo Delivery-ს გეგმები თბილისში "საქართველოში ასეთი მეორე კომპანია არ არსებობს, სრულად ქართული, უნიკალური პროდუქტია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

bodo
  • სწრაფი და უფასო მიწოდების სერვისი
  • შეკვეთა მინიმალური ღირებულების გარეშე

"ბოდო" ესტონური ფესვების მქონე ქართული, საერთაშორისო დონის კომპანიაა, რომელმაც სულ რაღაც ორი თვეა, ე. წ. "დარქ სთორები" გახსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად აპლიკაციის მეშვეობით, თანაც არ არიან შეზღუდულები შეკვეთის რაოდენობაში და კურიერის მომსახურეობაც არის უფასო.

მოკლედ რომ ვთქვათ, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გახსნილი სუპერმარკეტები გთავაზობთ ინტერნეტ-ვაჭრობას, დროის დაზოგვისა და მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით. ამისათვის კი საჭიროა, შესაბამისი აპლიკაცია BODO DELIVERY გადმოწეროთ. დეტალებზე უფრო ვრცლად კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ლალაიანი გვესაუბრება.

დავით, უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ, რას სთავაზობს ბოდო მომხმარებლებს?

პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენ არ ვართ საკურიერო მომსახურების კომპანია... გვაქვს ერთგვარი საწყობები, სადაც მომხმარებელი ვერ შედის, არამედ მხოლოდ ინტერნეტით შეუძლია სასურველი პროდუქტის შეძენა. ჩვენი ძირითადი მიმართულება საკვებია და რადგანაც ეტაპობრივად მთელი თბილისის მასშტაბით ვხსნით ჩვენს "დარქ სთორებს", შეიძლება ითქვას, ყველა უბანს თავისი სასურსათო მაღაზია ექნება ჩვენი სახით. ამ ეტაპზე ტექნიკური მიზეზის გამო შეკვეთის მინიმალური თანხა არის 2 ლარი, თუმცა ახლო მომავალში მომხმარებელი არც პროდუქტის რაოდენობასა თუ ღირებულებაში იქნება შეზღუდული. თქვენ შეგეძლებათ შეუკვეთოთ თუნდაერთი ბოთლი ლუდი, ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი ყოველგვარი მინიმალური ზღვარის დაწესების გარეშე.

ამ ეტაპზე რამდენი "დარქ სთორი გაქვთ" და როგორია მათი მუშაობის პრინციპი, ლოკაციის თვალსაზრისით?

ამჟამად 6 მარკეტი გვაქვს — საბურთალო, ვაკე, დიდი დიღომი, გლდანი, ვაზისუბანი და 2 კვირაში ვარკეთილიც გაიხსნება. უახლოეს მომავალში კი 30-მდე გაფართოება იგეგმება. თითოეული მათგანი დედაქალაქის მასშტაბით ისეა განლაგებული, რომ შეკვეთა ლოკაციის მიხედვით დახარისხდეს, რაც საბოლოოდ, მიტანის სერვისის უმოკლეს დროს უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ ვაკიდან უკვეთთ რაიმეს, თქვენს შეკვეთაზე ვაკის რაიონში განთავსებული "დარქ სთორი" იზრუნებს. თუ, დავუშვათ, კონკრეტულ უბანში იმდენად ბევრი შეკვეთა განხორციელდა, რომ ერთი საწყობის თანამშრომლები ვეღარ ახერხებენ მაქსიმალურად მოკლე დროში მიწოდებას, მეორე ფილიალიც გაიხსნება. მოკლედ, როგორც ხედავთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სისწრაფეა.

გარდა უფასო მიწოდებისა და სისწრაფისა, რა უპირატესობას გვთავაზობთ? მაგალითად, რამდენად მრავალფეროვანია "ბოდოს" პროდუქცია ან როგორია ხარისხი, რომელსაც უზრუნველყოფთ?

ჩვენს ონლაინ-მარკეტში შეგიძლიათ, შეიძინოთ ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების ხორცისა და რძის პროდუქტები, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ნახევარფაბრიკატები, მზა საკვები, ცხოველთა საკვები და ა. შ. რეალურად, "ბოდოს" "დარქ სთორები" სტანდარტული სუპერმარკეტისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მომხმარებლები მის სივრცეს არ სტუმრობენ და სასურველ პროდუქტს ინტერნეტმომსახურებით არჩევენ.

რაც შეეხება ხარისხს, "ბოდოს" ხარისხის მენეჯერები, დღის განმავლობაში ორჯერ ამოწმებენ პროდუქტის შენახვის პირობებს. ასევე, პერიოდულად მოწმდება პროდუქტის ვარგისიანობა და ვადაც, რითაც მომსახურების სისწრაფესთან ერთად, მომხმარებლამდე ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებაა უზრუნველყოფილი. "დარქ სთორების" სივრცეში განთავსებულია აფთიაქიც.

ეს ყველაფერი მართლაც ძალიან კომფორტულია — როცა მიუხედავად სახლიდან მუშაობისა, ძალიან დაკავებული ხარ და ვერ ახერხებ მაღაზიაში, თუნდაც პურის საყიდლად ჩასვლას. ან, სურსათს სამსახურში იძახებ და სახლში ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე მიდიხარ... და საინტერესოა, როგორ მიხვედით ამ ინოვაციურ იდეამდე? რა იყო ამის მიზეზი და მიზანი?

როგორც ჩვენი კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, "ბოდოს" ბაზარზე შემოსვლის მთავარი მიზანი საქართველოში ხარისხიანი, სწრაფი და ევროპული სტანდარტის მომსახურების სერვისის დამკვიდრებაა. რაც შეეხება იდეას, ის საჭიროებიდან წამოვიდა... რეალურად, "დარქ სთორები" ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი და თითოეულ მათგანს სრულ კომფორტს სთავაზობს.

დმიტრი ლობაჩ – კომპანიის დამფუძნებელი

აქვე გავუსვამ ხაზს იმას, რომ "ბოდო" ქართული კომპანიაა, უბრალოდ, მისი დამფუძნებლები ესტონელები არიან — ანუ, ფესვები აქვს ესტონური. თუმცა საქართველოში ასეთი მეორე კომპანია არ არსებობს, სრულად ქართული, უნიკალური პროდუქტია.

სულ რაღაც ორი თვეა, რაც ბაზარზე ხართ და ამ გადმოსახედიდან, რამდენად კარგად დაიწყეთ საქმიანობა? ვგულისხმობ, საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებისა და მოთხოვნადობის კუთხით...

საკმაოდ კარგი სტარტი გვქონდა ნამდვილად. კომპანიის მუშაობის დაწყების დღიდან ჩვენმა რაიდერებმა მიიტანეს 12 000-ზე მეტი შეკვეთა და გაიარეს 70 000-მდე კმ. ყველაზე დატვირთულ დღეებში შეკვეთების რაოდენობა 500-ს აღემატება, მიტანის დრო კი დავიყვანეთ 15-17 წუთამდე. ეს აშკარად მიუთითებს მოთხოვნადობასა და საჭიროებაზე. ასე რომ, ერთი წლის გასვლის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ გაფართოებას და ვფიქრობთ, ყველგან მსგავსი გამოხმაურება მოჰყვება "ბოდოს" "დარქ სთორებს".

ირაკლი შენგელია – "ბოდოს" დირექტორი

წყარო: Marketer.ge