You can be on Entrepreneur’s cover!

გასული წლის შეჯამება და მომავლის ხედვა, - როგორია თეგეტა ჰოლდინგის 2022 წლის კალენდარი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკვე მესამე წელია მსოფლიო კოვიდ 19-ის და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ებრძვის. საერთაშორისო მასშტაბით არ დარჩა სექტორი, რომელიც მოულოდნელი და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის სფერო ბიზნესია, რომლის სტაბილურობაც არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის წარმატებასთან, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენს ფოკუსში დღეს თეგეტა ჰოლდინგია, კომპანია, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. გასული წლების შეჯამება თეგეტა ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს ვახტანგ კაჭარავას ვთხოვეთ. როგორ გაართვა თავი კომპანიამ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და რა გეგმებით იწყებს ახალ 2022 წელს.

„სხვა სექტორებთან ერთად, კოვიდ 19-მა სიტუაცია მოულოდნელად გაართულა და ზიანი მიაყენა ავტოინდუსტრიასაც. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსპორტირების და ნედლეულის ფასი. ასევე შემცირდა საწარმოო სიმძლავრეები, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ნახევარგამტარების ე.წ. ჩიპების საკითხი, რამაც ავტომწარმოებლები საერთაშორისო მასშტაბით, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 2020 და 2021 ზოგადად ორივე პანდემიური და შესაბამისად ურთულესი წელი იყო. რთულია გამორჩევა, ვინაიდან ორივე წელს სხვადასხვა ამოცანა გვქონდა, თუკი 2020-ში ჩვენი მიზანი გლობალურ გაურკვევლობასთან სწრაფი ადაპტირება და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნება იყო, 2021- ში ამოცანა იყო ბიზნესისთვის უკვე არსებულ მოცემულობაში პროცესების ეფექტური მართვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თეგეტაში შევძელით, რომ 2020 წლის გაყიდვებში 10%-მდე ზრდა გვეჩვენებინა. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი გაყიდვების არხების დივერსიფიკაციაა, რაც ბუნებრივია 2021 წელზეც დადებითად აისახა, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, როგორ უნდა გვემოქმედა მძიმე 2020-ს შემდეგ."

თეგეტამ უპრეცედენტო გლობალურ გამოწვევებს ახალი სტრატეგიის შემუშავებით უპასუხა. დასახეს მიზნები, წავიდნენ რისკებზე და პანდემიის აფეთქებიდან ორი წლის თავზე უკვე კარგად ჩანს, რომ ფორსმაჟორში გადადგმულმა ნაბიჯებმა გაამართლა - კომპანია მყარად დგას ფეხზე, ისე როგორც არასდროს.

„ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ბიზნეს პროცესები და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მომხმარებლის საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული სისტემა შევქმენით. 2020 წელს დავიწყეთ ეჯაილ ტრანსფორმაცია, რაც ნიშნავს რომ ჯგუფი სრულად ახალი მოდელით და მიდგომებით ოპერირებს – ბიზნეს პროცესი 100%-ით მომხმარებლის საჭიროებაზე და მის კმაყოფილებაზეა მიმართული. ერთი მხრივ, პანდემიის პერიოდი არ იყო საუკეთესო დრო ასეთი ცვლილებების დასაწყებად, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენთვის დიდი გამოწვევა – გლობალურ პრობლემაზე დროული და სწორი რეაგირება გვქონოდა, სწრაფად მოგვეხდინა ადაპტაცია, რაც ვფიქრობთ, წარმატებით შევძელით, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი სისტემა, სადაც რისკები დაზღევეული იქნება მსგავსი ეკონომიკური ტურბულენციისგან , რადგან სწორ და მყარ ფუნდამენტზე იქნება აშენებული ეს ყველაფერი. თუ აქამდე მართვა უფრო ცენტრალიზებულად ხდებოდა. ახლა პროცესები უფრო გამარტივდა, შედარებით სწრაფი და რაც მთავარია უფრო ეფექტური გახდა.

თეგეტა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში ჯამში 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. თითოეული დასაქმებულის მიღმა მათი ოჯახის წევრები დგანან, რომელთათვისაც გამომუშავებული დოვლათი ეკონომიკური მდგრადობის წინაპირობაა. ამასთან თეგეტა ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია ქვეყნის ბიუჯეტში, - ასე რომ ჩვენ არა თუ გაჩერების, შეფერხების უფლებაც არ გვაქვს და უკვე ამ ახალ 2022-წელსაც დიდი გეგმებით ვხვდებით."

ფორსმაჟორულ ორ წელში თეგეტას არაერთი გამარჯვება დაუგროვდა. კომპნაიამ წარმატებით განახორციელა მასშტაბური პროექტები, იქნებოდა ეს კომერციული თუ სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ბიზნესის დივერსიფიცირებისა თუ გაფართოების კუთხით. ვახტანგ კაჭარავა ყვება, რომ პანდემიის პერიოდში დაიწყო და წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები Europcar-თან, რომლის წარმომადგენელიც თეგეტა 2020 წელშივე გახდა. კომპანიის ბიზნესპროფილი ავტომობილების გაქირავებაა, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი საცალო და კორპორაციული მომხმარებლისთვის. თუმცა თეგეტას წარმატებები აქ არ მთავრდბა.

„წარმოების მაჩვენებლების მკვეთრად შემცირების ფონზეც კი ჩვენ მოვახერხეთ 2000 მსუბუქი მანქანა გაგვეყიდა წლის განმავლობაში, რაც ბაზრის 35%-ზე მეტია. გეოგრაფიული დივერსიფიცირების მხრივაც მნიშვნელოვანი წინსვლაა - ჩვენი წარმომადგენლობა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენს ოფისებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში შეემატა თეგეტას წარმომადგენლობა უკრაინასა და ემირატებში. ცხადია ჩვენი მთავარი აქცენტი საქართველოა, ქართულ ბაზარზე დიდი პოტენციალი და შესაბამისი გეგმებიც გვაქვს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ.

საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, წელს თეგეტა ჰოლდინგმა რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, რითიც ბიზნესის პერსპექტივა კიდევ უფრო გაფართოვდა. დავიმატეთ: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დავიწყებთ. სამშენებლო მიმართულებით დავიმატეთ FIAT ჯგუფის ბრენდები, ერთ-ერთია Marin-ი და საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG-ი. ასევე თურქული მარკის სატვირთო მანქანები BMC. ჩვენს პორტფელს ასევე 2021-ში შეემატა კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი Liebherr. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მერე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში.

ასევე თეგეტაში უკვე ხელმისაწვდომია ამერიკული წარმოების Polaris-ი, ეს არის Off-Road ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა.

წელს დავასრულეთ ქალაქ თბილისის ავტობუსებით მომარაგება, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში 226 ავტობუსი შემოვიყვანეთ. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როდესაც ვიცით რომ ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

ეს მიღწევები იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორად მივყვებით ხაზს, რომელიც 1995 წლიდან დაიწყო და მუდმივად ვითარდება. ჩვენ ვართ მომსახურების ბიზნესში, სადაც კლიენტის კმაყოფილება და მაღალი ხარისხი ნომერი პირველი პრიორიტეტია. ეს არის სფერო, სადაც მარჟა შეცდომებისთვის ძალიან პატარაა, ერთი დღეც კი სერვისში ჩავარდნა ნიშნავს, 100 ნაბიჯით უკან დაწევას. ამიტომ მუდამ ვფიქრობთ, როგორ შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი.

კიდევ ერთ მიმართულებას გამოვყოფდი, ეს არის CSR-ი. ამ კუთხით 2021-ი ძალიან დიდი ნაბიჯებით ვიარეთ. დავაპრიორიტეტეთ ქალების გაძლიერების მიმართულება. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, საელჩოსთან. სატვირთო ავტომობილების სერვისში გვყავს გოგონები, რომლებიც უკვე სრულფასოვანი მექანიკოსები არიან და კაცებს არ უდებენ ტოლს. გვინდა, სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, რომ საავტომობილო სფერო მხოლოდ მასკუნილური არ არის. მით უმეტეს მსუბუქ მიმართულებაზე არ არის საუბარი, ინჟინრულად უფრო რთულ თემაში, სატვირთოებში არიან და თავს საამაყოდ ართმევენ.

ასევე თეგეტას ავტორიზებულ კოლეჯს უკვე ჰყავს დიპლომირებული მექანიკოსების პირველი ალუმნი. მათი ცოდნა სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული და თამამად შეუძლიათ განაგრძონ საქმიანობა, როგორც ჩვენთან თეგეტაში, ასევე დამოუკიდებლად. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ 11 კურსდამთავრებულიდან ცხრამ სწორედ ჩვენი კომპანია აირჩია კარიერის შესაქმენლად."

ამჟამად თეგეტას პორტფელში 10-ზე მეტი საავტომობილო პრემიუმ ბრენდია, რაც იმას ნიშავს, რომ კომპანიის შეთავაზება მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. გაფართოება ამ მიმართულებით 2022-შიც იგეგმება, მოლაპარაკებები ახალ მომწოდებლებთან ჯერ კიდევ პროცესშია, ამიტომაც თეგეტას აღმასრულებელი დირექტორი დეტალებს ვერ გვიზიარებს. სანაცლოდ ღიად საუბრობს გასული წლის შემოსავალზე, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებლია, მით უფრო პანდემიის ფონზე.

„2021 წელს გვქონდა რეკორდული გაყიდვები, წლის ბოლოს 850 მლნ ლარს მივაღწიეთ. მართალია, გეგმაში მეტი გვქონდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უამრავ გარე ფაქტორს, ამ ფონზე ჩვენი შედეგები ნამდვილად ძალიან კარგია.

თეგეტას უახლოესი ერთი წლის ხედვის ნაწილია რეგიონალური დივერსიფიცირება და მსოფლიო ბიზნეს რუკაზე აფრიალებული საქართველოს დროშა. ამ მიმართულებით იგეგმება გაფართოება უკრაინის ბაზარზე, წარმომადგენლობების გახსნა აფრიკაში, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. გაფართოების საფუძველი უკვე ჩაყრილია და პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია