You can be on Entrepreneur’s cover!

პროდუქტის აუცილებელი მახასიათებლები ელექტრონულ კომერციაში წარმატების მისაღწევად 2022 წელს რა დაგჭირდებათ წარმატების მისაღწევად და როგორ გახდებით კონკურენტებისგან გამორჩეული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღეს ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სფეროა. სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს ონლაინმაღაზიის შექმნაზე, პროდუქტების გასაყიდად და ბედნიერი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

მართალია, ელექტრონული კომერცია ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ამ სფეროში წარმატების მიღწევა ბევრად მეტს მოითხოვს, ვიდრე რაიმე შემთხვევითი პროდუქტის არჩევა და მისი მთელი კონტეინერების გაყიდვაა.

მოგვწონს თუ არა, პროდუქტის ონლაინ შეძენისას დიდი გონებრივი სამუშაოს შესრულება გვიწევს, ბევრს ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ და პროდუქტის სანაცვლოდ ჩვენი შრომით მოპოვებულ ფულს დავემშვიდობოთ.

რა როლს თამაშობს პროდუქტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

მოდით, ეს ძირითადი მახასიათებლები განვიხილოთ.

დავიწყოთ იმით, რომ პროდუქტი დიდ ბაზარს უნდა მოეწონოს.

თუ იმის გაყიდვა გსურთ, რაც ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფს აინტერესებს, იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ გაყიდვის მაჩვენებლები ნიშის ზომის შესაბამისი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მცირე ნიშები ზოგადად გაყიდვის მცირე მაჩვენებლებს ნიშნავს.

უბრალოდ, არ დაივიწყოთ, რომ პროდუქტის ონლაინ გაშვება დიდ ძალისხმევას მოითხოვს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს უზარმაზარი ნიშა იქნება დღეში ათასობით გაყიდვით თუ მცირე − შესაბამისი გაყიდვით.

გაითვალისწინეთ, რომ მონაცემები მთავარი ფაქტორი, რომელიც პროდუქტს უნდა ჰქონდეს. თქვენ აუცილებლად უნდა მოიპოვოთ მონაცემები იმის შესახებ, არის თუ არა მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქტზე.

დღეს მრავალი ინსტრუმენტი არსებობს პროდუქტზე მოთხოვნის დასადგენად. ამ ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო ადგილია Google Trends. თუ აქ მაგალითად, „ფიჯეტ სპინერებს" შეიყვანთ, გრაფიკს დაინახავთ მოთხოვნის უზარმაზარი მწვერვალით. ეს იმ პერიოდის მონაცემებია, როდესაც ამ სათამაშოზე ყველა ჭკუიდან გადადიოდა.

ყოველ კონკრეტულ ბაზარზე არსებობს ინსტრუმენტები მოთხოვნის დასადგენად, იმის მიხედვით, თუ სად ყიდით ონლაინ − Amazon-ზე, Shopify-ზე თუ სხვა ბაზრებზე.

მთავარია, გააცნობიეროთ, რომ ვერ გაყიდით პროდუქტს, რომელიც საიდუმლოებითაა მოცული. თქვენ ნიშა გჭირდებათ ძიების ყოველთვიური მყარი მოცულობით.

მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შევუქმნათ განწყობა, რომ მას დიდ ბრენდთან აქვს შეხება.

იმისათვის, რომ სრულად გავიგოთ პროდუქტის ბრენდინგის მახასიათებლები, ჯერ ის უნდა განვსაზღვროთ, რა არის ბრენდი.

ბრენდი არ არის მხოლოდ ლოგო. ლოგო უბრალოდ გრაფიკული ელემენტია რეალური მნიშვნელობის გარეშე. ბრენდის ელემენტი ის არის, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი პროდუქტს, მომსახურების ხარისხს ან კომპანიას, რა შეგრძნება უჩნდება მასზე.

ბრენდს უამრავი განმარტება აქვს, მაგრამ გაიხსენეთ, რომ როდესაც თქვენს საყვარელ ბრენდებზე ფიქრობთ, ჩვეულებრივ, კონკრეტული გრძნობები გაქვთ მათ მიმართ. მაგალითისთვის, განვიხილოთ Apple. როდესაც ადამიანები Apple-ზე ფიქრობენ, მათთვის ეს ბრენდი კლასიკური, კარგად დამუშავებული და მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტებია, ინოვაციები და ა.შ.

დავუბრუნდეთ ლოგოს. თუ ადამიანებს უკვე ნათელი წარმოდგენა აქვთ თქვენი პროდუქტების ან ორგანიზაციის შესახებ, მაშინ ლოგო ხდება ამ გრძნობების ვიზუალური შეხსენება.

ასე რომ, მოდით ეს ფაქტი თქვენს ელექტრონული კომერციის პროდუქტს დავუკავშიროთ. თქვენმა ბრენდმა გარკვეული გრძნობები უნდა გააღვიძოს ადამიანებში, რომელთაც მასთან ექნება შეხება.

ნებისმიერმა დეტალმა − იქნება ეს სურათები, დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაცია თუ პიროვნება, ნათელი სურათი უნდა შექმნას ადამიანის გონებაში. მათ კარგად უნდა იგრძნონ თავი თქვენს ბრენდთან ურთიერთობისას, ან იმ პრინციპების უნდა სჯეროდეთ, რომლებსაც თქვენ იცავთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"