You can be on Entrepreneur’s cover!

5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწერო betlive.club-ის აპლიკაცია შენს მობილურ ტელეფონში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, ყველაფერი ჩვენს სმარტფონებშია - სოციალური ქსელები, საჭირო კონტაქტები, საყვარელი ადამიანებისა თუ ოთხფეხა მეგობრების ფოტოები, მუსიკა და ამინდის პროგნოზიც კი. პრაქტიკულად, ნებისმიერ რამეს, რაც შეიძლება დაგვჭირდეს, ჯიბით ვატარებთ.

თუმცა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტებისა, ის, რისთვისაც მობილურ ტელეფონებს ვიყენებთ ჩვენს ინდივიდუალობასაც გამოხატავს. ვისაც კომუნიკაცია სჭირდება, Facebook-ს მიმართავს, ვინც სამსახურის ძიებაშია, LinkedIn-ს სქროლავს, ხოლო ვისაც გართობა სურს, ვურჩევთ, betlive.club-ის აპლიკაცია გადმოწეროს.

სიახლე არაა, რომ ამ ეპოქაში ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება და ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში "იჭრება". იმის ნაცვლად, რომ გაციფრულების პროცესს ფეხი აუწყოს, ზოგიერთი კომპანია, მოვლენებს უსწრებს და ინოვაციებს ნერგავს. betlive.club-იც ერთ-ერთი მათგანია. ამ გასართობი სივრცის მიერ სპეციალურად მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით შექმნილმა betlive.club-ის აპლიკაციამ, ახალი სიტყვა თქვა საკუთარ ინდუსტრიაში - მას არ ჰყავს ანალოგი მსოფლიო ბაზარზე.

დღევანდელ ბლოგში შევეცდებით, ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც, betlive.club-ის აპლიკაცია გართობის ნებისმიერი მოყვარულის სმარტფონს დაამშვენებდა.

1. აპარატებზე თამაშს მარტივად დაიწყებ

აპლიკაცია betlive.club-ის გასართობ სივრცეებში არსებულ უკლებლივ ყველა მოწყობილობასთანაა ინტეგრირებული. ამგვარად, მხოლოდ ერთი QR კოდის დასკანერება დაგჭირდება იმისთვის, რომ შენს სასურველ აპარატზე თამაში დაიწყო.

2. საკუთარ ბალანსს, ბონუსებსა და საჩუქრებს მობილური ტელეფონით მართავ

betlive.club-ის აპლიკაციის დახმარებით, შენი ბალანსის შემოწმებას ნებისმიერ დროსა თუ ადგილას მარტივად შეძლებ. ასევე, შესაძლებლობა გექნება თვალი ადევნო დარიცხულ ბონუსებსა და საჩუქრებს.

3. სიახლეებისა და აქციების შესახებ გაიგებ

betlive.club-ის აპლიკაცია შენთვის ერთგვარი მაცნე იქნება - ის გიამბობს ამომწურავ ინფორმაციას სიახლეებისა და აქციების შესახებ. ეს კი დაგეხმარება, რაც შეიძლება მალე ისარგებლო შეთავაზებებით.

4. Club Card აღარ დაგჭირდება

თუ betlive.club-ის აპლიკაციას გადმოიწერ, შეგიძლია, საკლუბო ბარათი აღარ გამოიყენო, რაც ყველაფერს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

5. ის შექმნილია მეტი გართობისთვის

მართალია, აპლიკაციაში თამაში არ არის შესაძლებელი, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზის გამო, ის გაცილებით უფრო მარტივს ხდის გართობას betlive.club-ის ფიზიკურ სივრცეებში. აღნიშნული სივრცეები კი ისეა მოწყობილი, რომ დროის მხიარულად გატარება, დასვენება და განტვირთვა სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოში შეძლო.

შეგახსენებთ, რომ betlive.club-ის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS-ზე, ისე Android-ზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"