You can be on Entrepreneur’s cover!

Teodora Techie - 2 კვირაში $1000-ზე მეტი გაყიდული NFT-ის შემქმნელი პროგრამირების ენები ადამიანებად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Teodora Techie იგივე თეონა ფორჩხიძე 20 წლის სტუდენტია, რომელმაც პროგრამირების ენები ადამიანებად მოხატა და ბოლო 2 კვირის განმავლობაში NFT კოლექციის ნაწილის გაყიდვით $1000-ზე მეტი გამოიმუშავა.

"პირველ რიგში უნდა მოიძიოთ და გაარკვიონ რა არის NFT. ეს არაა მხოლოდ ნახატის დახატვა და პლატფორმაზე ატვირთვა. სპოლიერი - NFT რეალურად ბიზნესია. ზოგადად ადამიანები ცხოვრობენ სხვადასხვა მოცემულობებში და მგონია არ არის ერთი ტრადიციული წარმატების სცენარი ან ფორმულა, რომელსაც შეგიძლია გაჰყვე. დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ და როგორ უდგები ამ საქმეს. მე სტუდენტი ვარ 20 წლის, არ მქონდა შესაბამისი ფინანსები, რომ NFT-ის როგორც ტრადიციულ ბიზნესს ისე მივდგომოდი და 0 დანარხარჯით, როგორც სტარტაპს ისე მივყევი Programmer Loves. პარალელურად ბლოგს ვწერ მედიუმზე, სადაც რჩევებს ვიძლევი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემნაირი ბექგრაუნდით მოდიან და დამატებითი დეტალების ნახვა ამ ბლოგშიც შეიძლება." - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თეონამ.

აქვე გთავაზობთ Teodora Techie-ს 5 რჩევას, რომელიც NFT-ით დაინტერესებულებმა უნდა გათვალისწინოთ:

  1. მხოლოდ კარგი ნახატი არ არის საკმარისი, საჭიროა მარკეტინგი, PR, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინო ხმა შენზე.
  2. არ გაყიდოთ უხარისხო ნახატები
  3. დაათვალიერე უცხოელების ნამუშევრები
  4. შეარჩიე სეგმენტი ვის უნდა მიყიდო
  5. გაიგე ვინ არიან შენი კონკურენტები
  6. შექმენი ღირებულება
  7. უაზროდ ნუ დაადებთ ფასს, გაითვალისწინეთ საბაზრო ღირებულება

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი