მეამა და ბიზნესი - ყავის ინოვაციური გამოცდილება ოფისებისა და ჰორეკა სექტორისთვის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამა ოფისებს, კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტილებებს. ბიზნეს-შეთავაზებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეამას ყავის კაფსულებს, ინოვაციურ მოწყობილობებს და მათთან დაკავშირებულ სერვისს. ეს არის შესაძლებლობა ბიზნეს სექტორისა და მისი მომხმარებლისთვის აღმოაჩინონ ყველაფერი ყავის ახლებური გამოცდილებისთვის.

Meama and Business ახალი პლატფორმაა, სადაც მეამას ყველა ბიზნეს-შეთავაზება ერთ სივრცეშია მოქცეული.

პლატფორმის მთავარი მიზანია, ბიზნეს სექტორს გაუზიაროს ყავის ინოვაციური გამოცდილება და დანერგოს ყავის მოხმარების ახალი, მარტივი სტანდარტი სამუშაო სივრცეში, არომატული ყოველდღიურობის შესაქმნელად.

Meama and business-ზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია მეამას პროდუქციის, მომსახურებისა და შეთავაზებების შესახებ. ჰორეკა სექტორს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს თითოეული მათგანისთვის რა ტიპის შეთავაზებაა აქტიური, როგორ ისარგებლოს სპეციალური პირობებით და იქვე მარტივად დააფიქსირონ მოთხოვნა.

მეამა მცირე და დიდ ოფისებში

მცირე ოფისების მეამა სთავაზობს ყავისა და ჩაის კაფსულების მრავალფეროვან ასორტიმენტს, ყავის აპარატებთან და აქსესუარებთან ერთად. დიდ ოფისებს კი დამატებით სარგებლობაში გადაეცემა ინოვაციური ვენდინგ აპარატი - დროფერი, რომელიც ამარტივებს ყავის კაფსულების შეძენის და მოხმარების პროცესს. ეს უნიკალური მოწყობილობაა, რომლიდან ყავის სასურველი კაფსულის ჩამოგდება აპლიკაციით ხდება. მასში შესაძლებელია განთავსდეს 1000+ ყავის კაფსულა, ღილაკზე თითის დაჭერით კი შესაძლებელია სასურველი კაფსულის მარტივად მიღება. ის საუკეთესო საშუალებაა ოფისებისთვის, რათა სამუშაო სივრცეს შემატონ არომატული ყოველდღიურობა.

მეამა ბარებსა და რესტორნებში

ბარებსა და რესტორნებს, მეამა სთავაზობს ორპორტიან პროფესიონალურ ყავის აპარატს, ყავის კაფსულებსა და ყველა საჭირო აქსესუარს. სპეციალურად ამ სექტორისთვის განკუთვნილი პროფესიონალური აპარატით შესაძლებელია ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის, ჩაის, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადება.

მეამა სასტუმროებში

მეამა სასტუმროებს სთავაზობს ყავის კაფსულებს, აპარატებსა, და აქსესუარებს ნომრებში ინდივიდუალური მოხმარებისთვის. სასტუმროს ბარებსა და რესტორნებისთვის გათვალისწინებულია კომპანიის ორპორტიანი პროფესიანული აპარატი და შესაბამისი ბრენდირებული აქსესუარები. პროფესიონალური აპარატი სასტუმროებს საშუალებას აძლევს, მოამზადონ სასურველი ფორმატის და სახის ყავა და ჩაი. ამას გარდა, სასტუმროებს მეამასგან ეყოლებათ პირადი ბიზნეს ასისტენტი, ვინც ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე გაუწევთ მათ კონსულტაციას.

დამატებითი მომსახურება

მეამას ყავის კაფსულების და დამატებითი პროდუქტების გარდა, Meama.Business ბიზნეს-სექტორს სთავაზობს 24 საათიან ტექნიკურ მხარდაჭერას, ბიზნეს-ასისტენტის მომსახურებას, ვინც მეამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გაუწევს დახმარებას, მუდმივ მომარაგებასა და სერვისების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.