You can be on Entrepreneur’s cover!

უკრაინის დასახმარებლად BTU-ს ჩართულობით ქართველი და უცხოელი NFT კრეატორები ერთიანდებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უკრაინის დასახმარებლად ახალი პლატფორმა - www.artistsforukraine.com შეიქმნა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო NFT არტისტებს გააერთიანებს.

იდეას, რომელიც პავლე მგელაძემ, ლადი გაბუნიამ, კონსტანტინე ცაავამ და გიორგი თუშურაშვილმა შეიმუშავეს, 200-ზე მეტი კრეატორი შეუერთდა. ამ ეტაპისთვისთვის, 300-ზე მეტი ნამუშევარია შეგროვენული და მათი გაყიდვა (Minting) 2 მარტს დაიწყება. შეგროვებული თანხა, Smartcontract-ის მეშვეობით, გადაირიცხება უკრაინის ოფიციალურ კრიპტო საფულეში. პროექტის მიზანია, შეგროვდეს $1 მლნ უკრაინელი ხალხისა და მთავრობისთვის.

NFT-ის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მიმართულებას აქვს პოტენციალი, გააერთიანოს საზოგადოების დიდი ნაწილი. შექმნილი პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, ადგილობრივი და საერთაშორისო NFT კრეატორების პარტნიორობით, მოვაბილიზოთ რესურსები, რაც უკრაინის დასახმარებლად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ მასშტაბურ კამპანიაში", - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

„იდეის მთავარი მიზანია, დავანახოთ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ეს არის ერთგვარი ინსპირაცია ჩვენი საზოგადოებისთვისაც: თუ ჩვენ, საკუთარი რესურსით, შეგვიძლია კამპანიის დაწყება უკრაინის დასახმარებლად, ე.ი. სხვა ქართველებსაც შეუძლიათ. რაც შეეხება პლატფორმას, იგი აგებულია სანდო მექანიზმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოსული თანხა პირდაპირ, ავტომატურად გადაირიცხება უკრაინის ეთერიუმის ანგარიშზე. თითოეული NFT-ის ფასი იქნება 0.05 ეთერიუმი. საბოლოოდ, გვსურს, შევაგროვოთ $1 მლნ. დიდება უკრაინას, დიდება Web 3.0-ს", - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი იდეის ავტორი, გიორგი თუშურაშვილი.

პროექტის პარტნიორები:

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი