You can be on Entrepreneur’s cover!

რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება საქართველოში შეუძლებელი ხდება საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, დღეს VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება.

შედეგად, ერთის მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები.

დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას.

ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც.

საქართველოს საბანკო ასოციაცია

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი