You can be on Entrepreneur’s cover!

EKIMO სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას უფასო დისტანციური სამედიცინო კონსულტაცია უკრაინის ყველა მოქალაქეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

EKIMO სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში უკრაინელ მოსახლეობაზე ზრუნვაში.

რუსეთი-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, ციფრული ჯანდაცვის პლატფორმა EKIMO უკრაინის მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. EKIMO- აპლიკაციის გამოყენებით, პაციენტები შეძლებენ უფასოდ დაჯავშნონ ვიდეო კონსულტაცია ექიმთან, ან ცხელი ხაზის საშუალებით მიიღონ შესაბამისი მომსახურება.

ინიციატივაში უკვე ჩართულია "ევექსის კლინიკების" ექიმების ჯგუფი, რომლებმაც ცხელ წერტილში მყოფი ადამიანების საჭიროებების შესაბამისი ტრენინგები გაიარეს. გუნდი ოჯახის ექიმებით, პედიატრებით, კარდიოლოგებითა და გინეკოლოგებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ბავშვებს, ორსულებს, Covid 19-ით ინფიცირებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს გაუწევენ უფასო კონსულტაციებს.

დღეის მონაცემებით, გარდა "ევექსის კლინიკების" ჯგუფისა, EKIMO-ს ინიციატივაში უკვე 40-ზე მეტი სხვა ქართველი ექიმია ჩართული, ეს რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.

ექიმებს, ვისაც სურთ ჩაერთონ აღნიშნულ ინიციატივაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ მძიმე ვითარებისას უკრაინელი მოქალაქეების დახმარებაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ EKIMO-ს ვებ-გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ: 0322 333444

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დავინახეთ გაზრდილი მოთხოვნა სხვადასხვა სამედიცინო თუ მენტალურ სერვისებზე. იმისათვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა უკრაინელი მოსახლეობისათვის აღნიშნული მომსახურება, მათ სპეციალური შეთავაზება მოვუმზადეთ. ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერი უკრაინის მოქალაქე უფასოდ შეძლებს EKIMO-ს საშუალებით დაუკავშირდეს მისთვის საჭირო სპეციალისტს და მიიღოს შესაბამისი სერვისი. ინიციატივის ფარგლებში, EKIMO მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და აქტიურად აგრძელებს მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვას", - აცხადებენ EKIMO-ში.

კონსულტაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +3808000443440512. კონსულტაციის ჩანიშვნის შემდეგ, სპეციალისტი შერჩეულ დროს დაგიკავშირდებათ.

EKIMO ჯანდაცვის ონლაინ პლატფორმაა, რომელიც პაციენტებსა და ექიმებს ერთმანეთთან აკავშირებს. პლატფორმის მეშვეობით, მარტივად, ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი