You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველოს პრო ბონო ქსელი - ბიზნეს ლიდერები საზოგადოების საკეთილდღეოდ სამოქალაქო სექტორის განვითარების მიზნით, ევროკავშირი განაგრძობს პრო ბონო საქმიანობის მხარდაჭერას საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის მაღალკვალიფიციურ პროფესიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მიზნით, 6 წლის წინ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG), წამყვანი ბიზნეს ლიდერებისა და ფონდების BMW და Taproot-ის მხარდაჭერით, საქართველოს პრო ბონო ქსელი დააფუძნა.

პრო ბონო ქსელი 22 წამყვანი ბიზნეს კომპანიისგან შედგება, რომელთა პროფესიონალი გუნდი მუდმივად მზად არის სრულიად უფასოდ პროფესიული დახმარება გაუწიოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს. ამით კი, საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების საკეთილდღეო საქმეში. პრო ბონოც, საერთაშორისო მასშტაბით უკვე კარგად აპრობირებული საქმიანობაც ამას გულისხმობს - სამოქალაქო ორგანიზაციებისა ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას.

„პრო ბონო ინიციატივა უნიკალური ინიციატივაა საქართველოს რეალობისათვის. ის ქმნის კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობის ეფექტურ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც წამყვანი ბიზნეს კომპანიები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად მუშაობენ საზოგადოების საკეთილდღეო პრობლემების გადასაჭრელად, სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოსაგვარებლად. ამ თანამშრომლობას ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები მოაქვს." - აღნიშნა ლელა ხოფერიამ, CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორმა.

ქსელის საქმიანობის ფარგლებში 200-მდე სოციალური პრობლემა გადაიჭრა, ამ პროცესში კი ბიზნეს კომპანიების 100-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომელი ჩაერთო, რომლებმაც უამრავი სამუშაო საათი პრო ბონო საქმიანობისთვის გამოჰყვეს. პრო ბონო მხარდაჭერა იყო და ჯერ კიდევ რჩება წინ გადადგმულ ნაბიჯად სამოქალაქო სექტორის განვითარებისაკენ, რადგან პრო ბონო მედიაციის ფარგლებში შექმნილი საკომუნიკაციო გეგმით, ახალი ბრენდინგით, სამოქალაქო ორგანიზაციებმა შეძლეს უფრო მეტ ბენეფიციარს მიწვდომოდნენ, შეექმნათ საკომუნიკაციო პლატფორმები, მოეხდინათ ახალი სერვისების ინტეგრირება საკუთარ საქმიანობაში და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, კონტაქტები გაეღრმავებინათ კერძო სექტორთან.

ამასთან ერთად, სოციალურმა საწარმოებმა შეძლეს საკუთარი პროდუქცია უცხოურ ბაზარზე გაეტანათ, გაეზარდათ გაყიდვები, მოეხდინათ სერვისებისა და პროდუქციის რებრენდინგი და ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ განეხორციელებინათ.

„პრო ბონო საქმიანობა ჩვენთვის და ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, ბიზნესთან პარტნიორობა აღრმავებს სოციალურ პასუხისმგებლობას თავად ბიზნესში. ისინი უფრო ღრმად ეცნობიან არასამთავრობო სექტორის, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს და ეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება." - განაცხადა ირინე ინასარიძემ, ასოციაცია ანიკას დირექტორმა. ორგანიზაციამ პრო ბონო მედიაციის ფარგლებში შეიმუშავა თანამშრომელთა შეფასების ერთიანი სისტემა, განაახლა შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები და გაიარა კონსულტაცია ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

საქართველოს პრო ბონო ქსელის საქმიანობა წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო მეტ ბენეფიციარს მოიცავს. არც პანდემიის გასული წლები ყოფილა გამონაკლისი და ქსელმა პრო ბონო მედიაციის პროცესის ონლაინ სივრცეში გადატანა მოახერხა. სამომავლოდ, ქსელი მნიშვნელოვან და უამრავ სიახლეს გვპირდება, რაც სამოქალაქო სექტორის განვითარებასა და მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

ქსელის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ვებგვერდზე: www.probonogeorgia.ge

პრო ბონო საქმიანობის მედიაციას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ახორციელებს პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინციატივის' ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა": პრო ბონო მედიაცია ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

"სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ინფორმაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" შესახებ: CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის" (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე (CSR) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი" (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); სახელმძღვანელო CSR-ის თემაზე მცირე და საშუალო კომპანიებისათვის; ასევე, პირველად ჩაატარა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"