📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ვის მიმართავენ ''8000 მოსავალი'', ''ქარდილი'', ''ჩიკორი'' და სხვა ცნობილი ბრენდები ბუღალტერიისთვის?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცნობილი ქართული ბრენდები, როგორებიცაა „8000 მოსავალი", „მადამ კოკო", „ინებე", „ჩიკორი", „ქარდილი", „ლივინგსტონი", „გიფერი", „კარგონი" და მრავალი სხვა, ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების აუთსორსინგის კომპანიას, ენთებს, ანდობენ საკუთარ ბუღალტერიას. ენთები 2015 წლიდან უწევს მომსახურებას საქართველოს ბაზარზე მოღვაწე ბიზნესებს და ყველაფერს აკეთებს მათი ინტერესების დასაცავად.

რატომ ირჩევენ კომპანიები ენთებს

ბუღალტრული და სხვა ფინანსური მომსახურების აუთსორსინგის ბაზარზე მოღვაწეობენ უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები, რომელთა მომსახურების ფასი ხშირად არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივი ბიზნესისთვის. მეორე მხრივ, კომპანიებს მომსახურების მიღება ფიზიკური პირებისგანაც შეუძლიათ საკმაოდ დაბალ ფასად, თუმცა ეს მომსახურება ხშირად დაბალი ხარისხისაა და დაკავშირებულია სხვადასხვა ფინანსურ რისკთან, მათ შორის, საგადასახადო ჯარიმებთან და სხვა სანქციებთან.

დაარსების დღიდან ენთების მიზანი იყო პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. თუმცა, ამავე დროს, ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი კლიენტებისთვის უნდა მიეწოდებინა ხელსაყრელ ფასად.

ენთების მთავარი ამოცანა იყო გამართული და ხარისხიანი ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომი გაეხადა საქართველოში მოღვაწე თითოეული ბიზნესისთვის. დღეს ენთები ყოველდღიურად 200-ზე მეტ კომპანიას უწევს მომსახურებას, რომელთა უმრავლესობაც არსებული კლიენტების რეკომენდაციით არის მოსული.

გარე კვლევებით, რომელიც ენთების დაკვეთით ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდება, კლიენტი კომპანიების 97%-ზე მეტი გაუწევდა რეკომენდაციას ენთების მომსახურებას. კლიენტები ენთების მომსახურებას ახასიათებენ შემდეგი ძირითადი სიტყვებით: სწრაფი, მარტივი, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, თანამედროვე და მეგობრული.

ენთები საქმიანობაში იყენებს უახლეს ტექნოლოგიურ პროდუქტებს და ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თანამედროვე ტექნოლოგიები და ავტომატიზაციის მაღალი ხარისხი საშუალებას იძლევა რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეცდომების ალბათობა.

ენთებზე მეტი ინფორმაციის გაგება შეგიძლიათ აქ:

FB: https://www.facebook.com/AccountAnts.ge

ვებ-გვერდი: www.ants.ge
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული