You can be on Entrepreneur’s cover!

ჟაუტიკოვის მე-18 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 10 მედალი მოიპოვეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ტარდება ყოველწლიურად ალმათიში, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე წელსაც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ტურნირის ფარგლებში არის, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ჩატარდა მე-18 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 21 ქვეყნის 146 გუნდი იღებდა. ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა 1200 მოსწავლე.

სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 1, ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვეს.

სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს დიდი სივრცის სკოლებს შორის ლიდერთაგანია მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში.

გუნდის შემადგენლობა:

გუნდის ლიდერი: გიორგი არაბიძე

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: დავით მემარნიშვილი, გიორგი კეკენაძე, თორნიკე ბერია, ირაკლი უგულავა, ანდრია მანჯავიძე, გიორგი ნადარეიშვილი, ქეთევან ციმაკურიძე

ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:

დავით მემარნიშვილი- მათემატიკა, ოქროს მედალი

ლუკა წულაია- მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი

ნიკოლაი მალცევი- ფიზიკა, ვერცხლის მედალი

ირაკლი უგულავა- ფიზიკა, ვერცხლის მედალი

დაჩი ჭოტაშვილი- ფიზიკა, ვერცხლის მედალი

ანდრია მანჯავიძე- ფიზიკა, ვერცხლის მედალი

გიორგი ნადარეიშვილი- ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი

ნიკა თამლიანი- ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი

ქეთევან ციმაკურიძე- ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი

ლუკა მოსიაშვილი- ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი

წყარო: სკოლა-პანსიონი კომაროვი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია