📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Pointer - რეკრუტერების რჩეული პლატფორმა Zencode-სგან პოინტერი - რეკრუტერების ერთგული მეგობარი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ ყველა რეკრუტერის ოცნებაა, მარტივად შეძლოს კადრის შერჩევა, დრო არ დაკარგოს რუტინულ ოპერაციებზე და კონცენტრირდეს მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. სწორედ HR მენეჯერებსა და რეკრუტერებზე ფიქრით შეიქმნა ახალი ქლაუდ პლატფორმა - Pointer.ge

"პოინტერი" ნებისმიერი ბიზნესის მასშტაბსა და საჭიროებებს ერგება. მომსახურების პაკეტები განკუთვნილია როგორც სტარტაპის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე დიდი კომპანიებისა და რეკრუტინგ სააგენტოებისთვის."პოინტერი" არის ქართული სოფტვეარ კომპანია "ზენკოდის" პროდუქტი - სპეციალურად ქართველი რეკრუტერებისთვის. გარდა ამისა "ზენკოდი" ქმნის სხვა უნიკალურ პროდუქტებს და აწვდის მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა სერვისებს. „ზენკოდის" მისიაა ქართულ კომპანიებს დაანახოს პატარა ცვლილებების დიდი ძალა.
Zencode – the code at its finest!

თავდაპირველად „პოინტერი" ზენკოდის გუნდში იდეად ჩამოყალიბდა. გუნდისთვის მთავარ გამოწვევას მაქსიმალურად პრაქტიკული და გამოყენებადი გარემოს შექმნა წარმოადგენდა. რადგან ქართულ სივრცეში „პოინტერის" ანალოგი არ არსებობს, რთული იყო მაგალითის აღება . მაგრამ გამოცდილი რეკრუტინგის სპეციალისტებთან შესაბამისი კომუნიკაციის შემდეგ ყველა საჭიროებას მივაგენით და კანდიდატის შერჩევის ყველა ეტაპი „პოინტერში" გავაერთიანეთ.

„პოინტერი" ქლაუდ პლატფორმაზე თავს უყრის ვაკანსიებს, კანდიდატებს, აპლიკაციებს, საკუთარ ბრენდირებად კანდიდატ პორტალს, რეპორტინგს, ვირტუალურ კალენდარს, ავტომატურ ელ.ფოსტას, ორგანიზაციის შიდა დავალებებს, კანდიდატის ტესტებს და სხვა უამრავ სასარგებლო ფუნქციასთან ერთად მომხმარებელს გუნდური მუშაობის შესაძლებლობასაც სთავაზობს.

ვაკანსიების, კანდიდატების და აპლიკაციის მართვა არასდროს ყოფილა ესეთი მარტივი.

„პოინტერში" ვაკანსიების მართვა უამრავ ფუნქციებთან ერთად მოიცავს: წინასწარ გამზადებული შაბლონების შექმნას, შიდა და გარე ვაკანსიების გამოქვეყნების შესაძლებლობას, ასევე ერთი ქლიქით ვაკანსიების განთავსებას ქართულ დასაქმების პორტალებზე (Jobs.ge, hr.ge).

აპლიკაციის მართვა, კი აერთიანებს მიღებული განაცხადის მონიტორინგს, ინდივიდუალური ეტაპების განსაზღვრას და ასევე კონკრეტული საკვანძო სიტყვების ძებნას შემოსულ განაცხადებში.

კანდიდატების მართვა ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფუნქციაა. ზენკოდის გუნდმა დაამუშავა ის იდეა, რომ კანდიდატს სასურველ ადგილზე მოსახვედრად კომპანიაზე მორგებული ნაბიჯები უნდა გაევლო , იქნებოდა ეს ინტერვიუები თუ ტექ დავალებები. ამისათვის გუნდმა შეიმუშავა ეტაპების მექანიზმი, მოხერხებული ხელსაწყო , რითიც რეკრუტერი აკონტროლებს ყველა ეტაპს და ამ ეტაპის საჭიროებებს, იქნება ეს შეფასებები, ტესტის პასუხები, ინტერვიუს შედეგები და ა.შ.

„პოინტერში" ისეთი მოქედებების გაკეთება შეგეძლებათ როგორიცაა : კანდიდატის კონკრეტულ ვაკნსიაზე დამატება, კანდიდატისთვის თეგების მინიჭება და თეგით ძებნა, პროფილის რედაქტირება, კანდიდატის ტესტირება, შეფასება, ყველა ვაკანსიის ნახვა, კანდიდატის რომელზეც კანდიდატმა განაცხადი გააკეთა და მრავალი სხვა.

გარდა ამისა „პოინტერი" მომხმარებლებს აძლევს ეფექტური მუშაობისთვის ყველა მოქმედების შესაძლებლობას: ჩანაწერის გაკეთება, ელფოსტის გაგზავნა სისტემიდან გაუსვლელად, შეხვედრების ჩანიშვნა, პერსონალურ კალენდართან სინქრონიზაცია, შეფასების გაკეთება და სამუშაო ფაილის მიბმა.

„პოინტერის" მეშვეობით პერფორმანსი უმჯობესდება, რადგან მომხმარებელს აქვს წვდომა შეუზღუდავ ანგარიშებთან, ვაკანსიების სტატისტიკასთან და რეპორტინგთან.

სულ მალე ქლაუდ პლატფორმას დაემატება შესაძლებლობა - ერთი ქლიქით მოხდეს სხვა საიტზე მოძიებული კანდიდატის ინტეგრაცია „პოინტერის" სივრცეში - ანუ „Sourcing"-ი.

„პოინტერის" გუნდი ყოველთვის მზადაა, დაგეხმაროთ და დეტალურად გაგაცნოთ პლატფორმის თითოეული ფუნქცია.

რეკრუტერების იდეალურ სამყაროსთან სულ რაღაც ერთი ქლიქი გაშორებთ. შემოგვიერთდით ახლავე!

(14 დღიანი საცდელი პერიოდი უფასოა).

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე