''ჯი-თი მოტორსის'' კიდევ ერთი წარმატება - კომპანია Ford-ს ოფიციალურად უკვე რეგიონშიც წარმოადგენს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ჯი-თი მოტორსმა" ფინანსური წელი, სხვა წარმატებებთან ერთად, Ford-თან გაფორმებული შეთანხმებით დახურა

პანდემიის გამო, გასული წელი ბიზნესისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოში დაფუძნებულმა კომპანია „ჯი-თი მოტორსმა" წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული შეთანხმების გაფორმება მოახერხა და, ფინანსური წლის შეჯამებისას, კომპანიის გუნდის ინტენსიური მუშაობა თვალსაჩინო გახდა.

„ჯი-თი მოტორსი" ბაზარზე მე-15 წელია ოპერირებს. კომპანია საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან ავტო ბრენდებს, როგორიცაა Ford, Jaguar, Land Rover და Suzuki. 2021 წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა Ford Motor Company-სთან შედგა.

„Ford Motor Company"-ს რეგიონული წარმომადგენლობა

Ford-თან 14 წლიანი წარმატებული საქმიანი ურთიერთობის შედეგად, „ჯი-თი მოტორსი" 2022 წლიდან ბრენდის ავტორიზებული იმპორტიორი ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე აზერბაიჯანშიც. რაც იმას ნიშნავს, რომ „ჯი-თი მოტორსი" უკვე Ford-ის რეგიონული წარმომადგენელია.

უახლოეს მომავალში, „ჯი-თი მოტორსი" ბაქოში Ford-ის ახალ შოურუმს გახსნის და მსოფლიო ბრენდის ახალ მოდელებს ქართველების გარდა, ერთ-ერთ პირველებს აზერბაიჯანელ მომხმარებლებსაც წარუდგენს.

Ford-ისა და „ჯი-თი მოტორსის" თანამშრომლობა 14 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ Ford-ისგან 8 საერთაშორისო ჯილდო მიიღო.

„Ford-ის მიერ „ჯი-თი მოტორსისთვის" მინიჭებული სიგელებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი Ford Europe-ს უკავშირდება. კომპანიამ მიიღო სიგელი Ford Europe-ის ისტორიაში ყველაზე დიდი კომერციული გარიგებისათვის. წლების განმავლობაში, მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა, რაც არაერთხელ აღნიშნეს Ford-ის როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ოფისებში. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ Ford-მა გამოთქვა ინიციატივა, „ჯი-თი მოტორსთან" თანამშრომლობა გაეღრმავებინა და შედეგად, ჩვენი კომპანია ბრენდს უკვე აზერბაიჯანშიც წარმოადგენს," - აცხადებს „ჯი-თი მოტორსის გენერალური დირექტორი, თემურ უსტიაშვილი.

ერთ-ერთი ლიდერი Jaguar Land Rover-ის წარმომადგენლობებს შორის

Ford-ი ერთადერთი ბრენდი არაა, რომელიც „ჯი-თი მოტორსთან" წარმატებულ თანამშრომლობაზე ხაზგასმით საუბრობს. 2021 წელს კომპანიამ ნაყოფიერად ითანამშრომლა Jaguar Land Rover-თანაც. შედეგად, მსოფლიო ბრენდმა 2021 წელს „ჯი-თი მოტორსი" რამდენჯერმე აღიარა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა რეგიონში. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, საუდის არაბეთში, ყატარში, მაროკოში, იორდანიასა და ომანში მოქმედ ძლიერ კომპანიებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო დილერად აღიარება ავტოინდუსტრიის სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში უძლიერესი სადილერო კომპანიები ოპერირებენ, შესაბამისად, კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. კონკურენციასთან ერთად, გასულ წელს, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო პანდემიაც და მიხარია, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, „ჯი-თი მოტორსმა" მოახერხა და ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთო მონაცემებით ტოპ ხუთეულში მოხვდა, ხოლო მომხმარებელთა მომსახურების კუთხით - ტოპ სამეულში," - ამბობს კომპანიის დირექტორი.

„ჯი-თი მოტორსს" გუნდის თავდაუზოგავი შრომა მსოფლიო ბრენდმა განსაკუთრებული ჟესტით დაუფასა. კომპანიის წარმატების საპასუხოდ, Jaguar Land Rover-მა სრულიად ახალი Range Rover-ის ერთ-ერთი ძვირადღირებული ფერისათვის საქართველოს ზღვისპირა ქალაქის სახელი შეარჩიეს - Batumi Gold. ქართველი მომხმარებელი მალე შეძლებს იხილოს მოდელი, რომლის ფერის სახელწოდების შერჩევისას, დიზაინერების ინსპირაცია ბათუმის მზის ჩასვლა იყო.

სიახლეები, რომლებიც ქართველმა ავტომოყვარულებმა ერთ-ერთმა პირველებმა იხილეს

„ჯი-თი მოტორსი" ყოველთვის ცდილობს, თავის მომხმარებლებსა და ავტომოყვარულებს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეები ერთ-ერთმა პირველებმა იხილონ და ამას ახერხებს კიდეც. სწორედ „ჯი-თი მოტორსს" ერგო პატივი, მომხმარებლისთვის, რეგიონში ერთ-ერთ პირველს წარედგინა პირველი სრულიად ელექტრო Jaguar I-Pace. აღნიშნული მოდელის წარსადგენად, კომპანიამ მომზადების არაერთი ეტაპი გაიარა. განახლდა შოურუმი და სერვის ცენტრი, დამონტაჟდა სპეციალური დამტენები და, რაც მთავარია, ყველა თანამშრომელმა გაიარა გადამზადების კურსი. „ჯი-თი მოტორსის" აქტიური მუშაობის შედეგად, ქართველმა ავტომოყვარულებმა კიდევ ერთი ექსკლუზივი მიიღეს Land Rover-ისგან და ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ახალი Land Rover Defender იხილა.

„ჯი-თი მოტორსის" სამომავლო გეგმები

„ჯი-თი მოტორსი" განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს, რასაც კომპანიის ბრუნვის ყოველწლიური ზრდაც ადასტურებს. ყველაზე რთულ პერიოდში, 2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანა ჩაიკეტა, კომპანიაში პროგრესი მაინც შეინიშნებოდა. სწორედ ამ მოტივაციით, „ჯი-თი მოტორსის" გეგმებში საქართველოს რეგიონებში განვითარებას გეგმავს. თუკი აქამდე კომპანია ბათუმში მხოლოდ ერთი ბრენდის შოურუმით იყო წარმოდგენილი, ახლა ყველა ბრენდის შოურუმის გახსნა იგეგმება, სრულფასოვანი მომსახურებით. „ჯი-თი მოტორსი" აპირებს ბათუმში მოაწყოს საავტომობილო სივრცე, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.

ახალი ფინანსური წელი „ჯი-თი მოტორსისთვის", ისევე, როგორც ყველასთვის მძიმედ დაიწყო. რუსეთ-უკრაინის ომი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ამ რეგიონისთვის დიდი ტრაგედიაა. „ჯი-თი მოტორსში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და ცდილობენ, დახმარება გაუწიონ. მატერიალური მხარდაჭერის გარდა, გადაწყვეტილება მიიღეს, ჰოლდინგის ქვეშ არსებულ სასტუმრო „ამერი პლაზაში" საქართველოში დარჩენილი უკრაინელები უფასოდ განათავსონ და შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული