You can be on Entrepreneur’s cover!

მეცნიერების როლი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველოს მომავლისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

იური გორდოკი

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" კავკასიისა და მოლდოვას გენერალური მენეჯერი

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი" - თითოეული ქართველისთვის ეს ცნობილი ფრაზა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ორიენტირს წარმოადგენს თუ სად სურს რიგით მოქალაქეს საკუთარი მომავალი იხილოს - ევროპული და დასავლური ცივილიზაციის დიდ ოჯახში, რომლის სათავეებთანაც ყოველთვის იდგნენ ამ ქვეყნის პირველი მაცხოვრებლები.

ევროპული საზოგადოების ნაწილად ყოფნა მხოლოდ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების თუ გეოპოლიტიკური პრაგმატიზმის გამოძახილი როდია - თითოეული მოქალაქისთვის ეს არის გაცნობიერებული არჩევანი თუ როგორ საქართველოში სურთ მის მოქალაქეებს ცხოვრება, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრება, როგორი სამართლებრივი წესრიგი და ეკონომიკური მოდელია მათთვის უპირატესი. ამ ყველაფრის გარანტს კი ქვეყნის პოლიტიკაში საზოგადოების ხმამაღალი ანარეკლი თუ მოიტანს - ქვაკუთხედი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.

ყოველი დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ღირებულება ხომ ხალხის ხმა არის. ხმა, რომელიც მკაფიოდ ისმის პოლიტიკურ ელიტებს შორის.

შესაბამისად, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საკანონმდებლო პროცესებში ხალხის ხმის ასახვა განაპირობებს.

ამასთანავე, საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება სანამ ჩვენი კანონმდებლობა არ იქნება სრულად ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები კი საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ავალდებულებს პოლიტიკურ ძალებს რათა დაცული იყო მოქალაქეთა ნება და ინფორმირებული არჩევანი მათივე კეთილდღეობისთვის.

ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს, თუმცა, მრავალი ქვეყნის მთავრობა ვერ ახერხებს დასახული მიზნის - საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევას. მიზეზი მათ გადაწყვეტილებებში იმალება - მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ კეთილდღეობის მიღწევის სახელით მიღებულ გადაწყვეტილებებში მკაფიოდ უნდა ისმოდეს ხალხის ხმა.

ჩემთვის, როგორც თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანისთვის, მთავრობების მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები კარგად არის ნაცნობი.

სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკას იყენებს. თუმცა, ისინი ვერ ახერხებენ დასახული მიზნის მიღწევას. ჩემი ცხოვრების მანძილზე ათასობით მწეველს შევხვედრილვარ და მათ დიდ ნაწილს უჭირს, გაუმკლავდეს დამოკიდებულებას და ამიტომ ისინი ეძებენ ისეთ ალტერნატივებს, რომლებიც დაეხმარება მათ, შეამცირონ მოწევის შედეგად როგორც საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრების და ზოგადად მათ გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

ამიტომ, კანონმდებლებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაითვალისწინონ მწეველთა მოთხოვნილებები. მათ უნდა გადააფასონ მიღებული გადაწყვეტილებები და გაზარდონ მწეველთა მხრიდან თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

მოდი, რიცხვებზე დაყრდნობით ვისაუბროთ. საქართველოში დაახლოებით 800 000 ზრდასრული მწეველია და ეს მხოლოდ რიცხვები არ არის. ეს არიან ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები - ჩვენი მეგობრები, მეზობლები და შესაძლოა, თქვენი ოჯახის წევრებიც კი.

თბილისში თითქმის სამი წელია ვცხოვრობ და ყოველდღიურად ბევრ მწეველს ვხვდები. მე მათ ხშირად ვეკითხები, თუ რატომ აგრძელებენ სიგარეტის მოწევას, თუმცა მათი პასუხი არასდროს იყო იმედის მომცემი.

საერთაშორისო ორგანიზაციის Data Sciences Inc.-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" დაკვეთით განხორციელდა, საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას მოწევასთან დაკავშირებული ზიანის შესახებ.

ეს კი კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვიჩვენებს, რომ არასწორი ინფორმაცია აფერხებს პროგრესს, რადგან არ აძლევს მწეველებს შესაძლებლობას, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას და გადავიდნენ უკეთესი ალტერნატივების მოხმარებაზე. სწორედ ამიტომ, მწეველები ჩვენი დისკუსიის ცენტრში უნდა მოექცნენ.

დიახ, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებას მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, რეალობა განსხვავებულია - მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას და ეს უტყუარი ფაქტია.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ უნდობლობა, წინ დავაყენოთ მეცნიერება და დავიწყოთ საუბარი.

საქართველოში საკანონმდებლო ორგანოებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გატარდა თამბაქოს კონტროლის მიმართულებით. მართალია, მათი გადაწყვეტილებები შედეგის მომტანი იყო, თუმცა ჰქონდათ შეზღუდული ეფექტი, რომელიც არასაკმარისია მოწევასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად. ამ პრობლემასთან გამკლავება მხოლოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით არის შესაძლებელი.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვან სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებას მივაღწიეთ: კომპანიამ, რომელშიც მე ვმუშაობ, შექმნა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა, რომელიც ახდენს წვის პროცესის უგულებელყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ის მოწევის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს.

უფრო მეტიც, ჩვენს მოწყობილობას „მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის" სტატუსი მიენიჭა აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ თამბაქოს უკვამლო პროდუქტი "ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯანდაცვას" და "აქვს შესაძლებლობა, გააუმჯობესოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა".

ნამდვილად კარგად ჟღერს, არა? ქართველ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას, აქვთ შესაძლებლობა თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას და გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიულ, უკვამლო მოწყობილობებზე. ვის უნდა სურდეს, მწეველთათვის ამ შესაძლებლობის წართმევა?

ალბათ გაგიკვირდებათ.

ნაცვლად იმისა, რომ ეს აღქმული იყოს როგორც შესაძლებლობა, ცალკეული კერძო ინტერესის მქონე ჯგუფები ახდენენ იდეოლოგიისა და პოლიტიკის გამოყენებით სამეცნიერო პროგრესის უგულვებელყოფას. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მანიპულაციებით; უწყებებისა, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ კონსტრუქციულ და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილ დისკუსიებს, მაშინ როცა მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის პოლიტიკის გატარებით, ახდენენ მიდგომის - "შეწყვიტე მოწევა ან მოკვდი" პოპულარიზაციას, ემუქრებიან განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებს და შეცდომაში შეყავთ საქართველოს მოსახლეობა.

დადგა დრო, ფარდა ავხადოთ ზემო აღნიშნული ორგანიზაციების მანიპულაციებს და ვისაუბროთ საჯაროდ. დროა, მწეველებს მივცეთ სანდო და სწორი ინფორმაცია.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მწეველები ერთი არჩევანის წინაშე დგანან - თავი დაანებონ მოწევას ან გააგრძელონ თამბაქოს მოხმარება. რა თქმა უნდა, საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, ყოველწლიურად მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც აგრძელებს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. რა არის გამოსავალი? უგულვებელვყოთ ის ადამიანები, რომლებიც კვლავ აგრძელებენ მოწევას?

"ფილიპ მორისში" ჩვენ ასე არ ვფიქრობთ.

მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტი რეპუტაციული ჯანდაცვის ინსტიტუტი იზიარებს თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციას და იმ მწეველებს, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, სთავაზობენ პოტენციურად ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივებს, რადგან ამ მიდგომას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სასარგებლოდ მიიჩნევენ.

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, "ელექტრონული სიგარეტი არ წვავს თამბაქოს, შესაბამისად, არ გამოყოფს კუპრს ან მხუთავ აირს - ორ ყველაზე მავნე ნივთიერებას, რომელიც თამბაქოს კვამლში არსებობს.... მართალია, სიგარეტში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა, მაგრამ ის ნაკლები ზიანის მომტანია." კანადის ჯანდაცვის ადმინისტრაცია "Health Canada" კი აცხადებს, რომ "ტრადიციული სიგარეტის სრულად ელექტრონული მოწყობილობით ჩანაცვლება შეამცირებს ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას."

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები არ არის ფუჭი სიტყვები ან თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული მარკეტინგული აქტივობები. ისინი ეფუძნება 425 სამეცნიერო კვლევას, რომელიც 2008 წლის შემდეგ ქვეყნდება და აქტიურად განიხილება სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე.

გარდა ამისა, თამბაქოს უკვამლო პროდუქტები 50-ზე მეტმა დამოუკიდებელმა მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო ორგანიზაციამ შეისწავლა, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემების სისწორეს.

მიღებული შედეგები და მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ მიღწეული შედეგების აღიარება კიდევ უფრო მეტად სამწუხაროს ხდის იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოწინააღმდეგე აქტივისტები სრულად უგულებელყოფენ მეცნიერებას და უპირატესობას ანიჭებენ ნეგატიურ ინფორმაციასა და მანიპულაციებს, როდესაც საქმე თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ დისკუსიას ეხება.

ჩვენთვის იარლიყების მინიჭება და ჩვენი "დემონიზება" კი მათი პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მათი მიდგომა არ ეხმარება 800 000-ზე ზრდასრულ მეტ მწეველს. სწორედ ამიტომ, დროა, თვალი გავუსწოროთ მოწევასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ნიკოტინისა და თამბაქოს მოხმარებას, გააუმჯობესონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ფილიპ მორის ინთერნეიშენალში ჩვენი მიზანია, შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი - ეს პროცესი კი გამჭირვალედ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწვევთ კანონმდებლებს, სამეცნიერო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, განიხილონ ჩვენი სამეცნიერო მიღწევები და ჩაერთონ დიალოგში.

ჩვენ გვჯერა, რომ იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, არსებობს უკეთესი არჩევანი. ამიტომ მთავარი კითხვაა: რამდენად სწრაფად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ვაქციოთ ის რეალობად ასობით ათასი მწეველისთვის საქართველოში? მე მჯერა, რომ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნა შესაძლებელია, თუმცა, ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ მეცნიერებასა და ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგის შედეგად არის შესაძლებელი. დიალოგის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.

სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებულ დიალოგს - ფაქტებზე და არა ემოციებზე - აქვს შესაძლებლობა, დააჩქაროს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველოს შექმნის პროცესი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია