You can be on Entrepreneur’s cover!

ქართული ბიზნესის ახალი გზა გლობალურ ბაზრებზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართული სტარტაპებისთვისა და ექსპორტიორებისთვის გლობალურ გაზრებზე ხელშეწყობისთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. Globalize მიზნად ისახავს ქართული სტარტაპებისა და საექსპორტო პროდუქტების/სერვისების საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანასა და მათი საქმიანობის გაფართოებას.

"გლობალაიზს გააჩნია უნიკალური ქსელი, რომელიც აეთიანებს ქართული დიასპორის 5 ათასამდე წარმატებულ პროფესიონალს მსოფლიოს გარშემო. ეს არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში თავმოყრილი წარმატებული ქართველი პროფესიონალები, პროფესიების მიხედვით, ბიზნესმენები, მაღალი რგოლის აღმასრულებლები, ინვესტორები, რომლებიც მზად არიან, გაუზიარონ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს მათი ცოდნა და გამოცდილება, დაეხმარონ მათი კავშირებით, ახალი პარტნიორების და ინვესტორების მოძიებაში და გაუხსნან გზა ახალი შესაძლებლობებისკენ" - ამბობს Globalize დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.

Globalize ამჟამად აერთიანებს ქართველი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ ადგილობრივ საკონსულტაციო ჯგუფებს 12 ქვეყანაში. კომპანია ქართული დიასპორის და ქომუნითის ზრდისა და მათთან ქართული ბიზნესის დაახლოების მიზნით, საერთაშორისო კონფერენციებს და ფორუმებს გეგმავს, აპრილის თვეში, უკვე ჩანიშნულია გლობალაიზის პირველი კონფერენცია სილიკონის ველზე, კალიფორნიაში, მაისში კი ევროპის კომფერენციას პარიზში უმასპინძლებს. წლის ბოლოს, შემაჯამებელი ღონისძიება კი თბილისში გაიმართება.

"თავდაპირველად, Globalize დაეხმარება სტარტაპებსა და სერვისის ექსპორტიორებს, რომ გაფართოვდნენ 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი და ა.შ. ეტაპობრივად კი, დავეხმარებით მცირე და საშუალო მეწარმეებს, საერთაშირისო ბაზრების ათვისებაში. გარდა სამუშაო ლოკალური ჯგუფებისა და წარმომადგენლობებისა, ჩვენი პარტნიორების ქსელი დაკომპლექტებულია რეიტინგული ბიზნეს პროფესიონალებით, სააგენტოებითა და პარტნიორი კომპანიებით, მათ შორის, დავიწყეთ თანამშრომლობა საერთაშორისო მედია საშუალებებთან, რათა მარტივად შევძლოთ ინფორმაციის მიწოდება ქართული სტარტაპების ინოვაციების შესახებ და დავეხმაროთ საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაში " - ამბობს სალომე კუკავა.

გარდა ამისა, მალე ჩაეშვება პროექტი სახელწოდებით „Globalize Dealbook", რომელიც Globalize Investor Community-სთვის იქმნება, რათა ერთ სივრცეში მოუყაროს თავი საინვესტიციო პროექტებს, საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებს და სტარტაპების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც წვდომა ექნებათ როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს. პლატფორმა აპრილის ბოლოს ჩაეშვება.

მეტი ინფორმაცია გლობალაიზისა და მისი სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია გვერდზე www.globalize.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"